Ivireanu


სიტყვა "ანთიმოზი" აყვავებულს ნიშნავს,სურნელოვანი ყვავილივით რომ გაიშლება და გაიფურჩქნება ეტაპობრივად,სწორედ იმას და რა იშლებოდა ანდრიას (ერისკაცობის სახელი) შემთხვევაში ? არავინ იცის მგონი გარდა ღმერთისა,ანდა თავად ღმერთი იშლებოდა მასში . ჰოდა,ღმერთს ვინ დააკავებს ? გლეჯს და ანგრევს ეპოქას და თავიდან ქსოვს მას . ანთიმოზ ივერიელზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა არსებობს დღევანდელ ჭეშმარიტებისგან გამომშრალ და გამოფიტულ საზოგადოებაში და სამღვდელოებაში ხომ საერთოდ,რა სცხიათ იმათ (გამონაკლისების გარდა) აქ ხსენებული დიდი კაცისა,ვინაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება (ხარისხის აყრამდე,ექსორიამდე და მოწამეობრივ გვირგვინამდე) პოლიტიკას შეალია,როგორც მისი საყვარელი - უბრალო და გატანჯული ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ზრუნვასა და თავდადებას .
ეჭვი რომ არ შეგვეპაროს ამ პიროვნების ჭეშმარიტ სიდიდეში,შევახსენოთ ჩვენსავე თავებს,თუ ვინ იყო ეს ტიტანური ღვაწლის მსოფლიო ქართველი - სულიერი და პოლიტიკური მოღვაწე,მესტამბე,მწიგნობარი,
ქსილოგრაფი,მთარგმნელი,მოწოდებული ორატორი,დიდებული მოქანდაკე, ტოპოგრაფი,მწერალი,შესანიშნავი კალიგრაფი,ეკლესია - მონასტრების მშენებელი,
სახელგანთქმული მხატვარი,ტიპიკონის დამდები,გრავიორი,ხეზე კვეთის ნამდვილი ოსტატი,ლიტერატურული რუმინული ენის დიდი რეფორმატორი და ქართული შრიფტის გენერატორი,უნგრეთისა და ვლახეთის მიტრიპოლიტი - დიდი ანთიმოზი - ივერიიდან . ასე წაუწერა ყველა მის ნაშრომს რუმინეთში .
რჩეული გერბი და სიმბოლო - ლოკოკინა . რატომ ლოკოკინა ? ალბათ,იმიტომ რომ ლოკოკინა ძალიან ნელა მიიწევს წინ,მაგრამ სამაგიეროდ კვალს ტოვებს . ისტორიულად წარუშლელ კვალს კაცობრიობის განვითარებაში,გულმოდგინედ აკეთებს იმას,რასაც ჩაიფიქრებს და არ დაგავიწყდეთ საკუთარ სახლეულსაც რომ ყველგან დაატარებს ზურგით,სამშობლოს მთლიანად . საქართველოში სწორედ მისი ინიციატივით მისგანვე ჩამოსხმული შრფიტით და თავისსავე დაარსებულ სტამბაში ვახტანგ მეექვსისა და იშტანოვიჩის ხელით დაიბეჭდა პირველი სახარებაც და ვეფხისტყაოსანიც . რას ატარებდა თავის თავში ბოლომდე არავინ იცის,მაგრამ როდესაც ადამიანში ყველა სფერო თავის ზენიტში და მწვერვალზე ადის,მაშინ ეს იმის მიმანიშნებელია,რომ ეს ადამიანი რაღაც სრულიად სხვას ატარებს,ვიდრე მე და შენ და რას ატარებს ? ავატარას უძველესი,აღმოსავლური სწავლება უნდა მოვიშველიოთ შოთა რუსთველის ლომ-გმირ პერსონაჟს რომ განეკუთვნა ავტორისგან სახელად და გალაკტიონიც რომ მიგვანიშნებს "ვეფხისტყაოსანს შეინახავს აღმოსავლეთიო" 
- ტარიელი . 
- ტარ (ჩამოსვლა) . ი . ელი . (ღმერთი) . 
ტარ . ტარ . ავა - ტარე . ვატარებო სიტყვაც გვეუბნება . 
ერთიც უნდა ითქვას ამ უსასრულოდ დიდ პიროვნებაზე,რომელსაც ანთიმოზ ივერიელი ჰქვია და რომელიც ერთ-ერთ თანამედროვე ქალბატონს გამოსცხადებია 3 წლის წინათ და უთქვამს : 
"ქართველ ხალხს გადაეცი - უკვე საქართველოში ვარო ."
დიახ,ის - შიშის ზარი ქართულ სამღვდელოების,რომელი ქართული სამღვდელოების დიდი ნაწილიც ათწლეულების ფარულ პოლიტიკურ-სატანისტური ტანდემის გადასაფარად ღიად და უტიფრად აცხადებს : "სასულიერო პირი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდესო" . ჩხრიალებს ვერცხლი,მომავალმაც გვიჩვენოს . 
ის აქ არის ,გიული ჭოხონელიძის გენიალურ ფილმში რომ ერთ-ერთ უმთავრეს როლს კისრულობს საქართველოს ეკლესიის განწმედაში . 
ეს ყველაფერი რას მოვაყოლე ? გუშინ,სანაპიროზე დიდი ლოკოკინა აღიმართა ტალღის წვეთებისგან ჩემს წინაშე .
მიმანიშნებელია და ფრიად სასიამოვნოც . 

antim .

ანთია 

ivireanu .

24.03.2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი