გვირგვინობანა
გწერთ,როგორც თანამოსახელე - გნებავთ თანამოსაყდრე ორი მეფისა,ირაკლი (ბაგრატიონისა) და ირაკლი (ჩარკვიანისა).გამაერთიანებლად მოვექეცი ამ ორს შორის(რიცხვმა მოიტანა).გვირგვინის ტარება არა,მეფური ცხოვრებაა რთული. ეს პირველს შეესაბამება,მეორემ შეისაბამა და მეც ვცდილობ,როგორც მესამე - ეპოქალურად,ისე შუა ვარ (შინაგანად). ცდაც ხომ ბედის მონახევრეა - ანუ მომავალი რეალობის. როგორც სარკეში - შენ და ქმედება ხართ ცდა,ხოლო ანარეკლი ქმედებისა და გამტარი არის მინა,იგივე აწმყო,შენი ცხოვრება,ეხლანდელი. სათაურს რომ დავუბრუნდეთ; სამეფო ცხოვრებაც გლეხურია,თუკი უგვირგვინო ხარ - ასე,პაიკივით. თუმცა შეიძლება შინაგანად იყო მეფური,მეტამორფოზირებული,გადამკებული საკუთარ თავში,თავისუფალი. პაიკი ვახსენე ზემოთ,ოღონდ განთავისუფლებული,ქრისტესმიერ რათქმაუნდა. ის ხომ გაპაიკდა,თუმცა - სამეფოს როდი განეშორა,ან მეფობას. პირველობაც ყველას მსახურებაა (შინაგანად მეფური,ღვთაებრივი) დანტეს კომედიისა არ იყოს. მეფეც დიდი მსახიობია,კომიკოსი - დიდ სცენაზე,უფრო ორმხრივზე,რომლის უკან მხოლოდ რეჟისორი დგას და ზურგს უმაგრებს (გვირგვინს ადგამს) - უგვირგვინოს,ზოგჯერ სცენის ბოლოს,უხილავად. ორი მაყურებლიდან ერთ-ერთზე ხომ უწევს მეფეს ზურგის შექცევა,რახან სულ გადარბენაშია.ზოგი ხალხს ირჩევს,ზოგიც რეჟისორს და ვინ ვის წინაშე მსახიობობს და რა სინდისით,ტალანტით. ზოგი ხალხის მსახურებით (უხილავად) , ზოგი რეჟისორის (ხილულად) - ორივესთვის კი პირიქით - სიმდაბლიდან ამაღლებამდე და ამაღლებიდან დამდაბლებამდე - გზა მაყურებლიდან ღმერთამდე,აქაც პიქირით. შინაგანი მსახიობობიდან გარეგანამდე - გნებავთ ცხებულებიდან.ხალხს ხომ ჰგონია,რეჟისორიც ჩვენს შორისაა და აქაო წინასწარაც გავთვლით მეფის ქმედებებსო,ზურგისქცევა კი ვერავინ გათვალა - რახან ზურგის ქცევა - გამამაგრებელ ხერხემალშია - ძალა მისგან,ვინც გვირგვინს ადგამს - ცხებულს. შვიდმნათობიერ მეფისა არ იყოს და არა დედოფლის - სხვათათვის წინდების მქსოველის,ხოლო თავად ფეხშიშველის გზაზე - გზა საკურთხეველისაკენ იყო და ზურგისქცევა კი იყო სინამდვილეში - ნიკოლას სპარსკის მეთოდით - მაკურთხეველი სიყვარულისაკენ. ხოდა ზოგი წინა მხარეს იბრძვის გარეგანი პრინციპით (რომ არ დადგეს ქიშის ქვეშ) - ხოლო ზოგი უკანა პოზიციიდან იბრძვის შინაგანი პრინციპით (გლეხურად,მიზანი ამართლებს საშუალებას) - სტალინისა არ იყოს,უფრო მაკიაველის.ორივეს შემფასებელი რეჟისორია,თქვენი დიდი სამეუფეო თანამსახური და თანამეუფე - თავადაც უგვირგვინოდ გვირგვინოსანი .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი