სულიერი ჯვარცმა


სალოცავი კუთხის კედლებზე ლურსმნები მიცდიან,რომ ჩარჩოში მოქცეული უხმო სურათივით ჯვარს მაცვან და დაე ეს ჯვარცმა შემეწიროს ლოცვად ღვთის წინაშე.ისე კი მწამს,თუ აღმომხდება ოდესმე ნამდვილი ლოცვა ; პირველად კოკისპირულ წვიმის წვეთებად დამეცემა გულზე და დაარბილებს გაქვავებულს.მეორედ გონებას გრიგალივით მოუახლოვდება და მას უვნებლობის ცაში აიტაცებს,სადაც ვიქნებით მე და ღმერთი,პირისპირ,როგორც შვილი მშობელთან.ხოლო მესამე ეტაპზე მთელი სისავსით ამოხეთქავს,როგორც ვულკანი და თავისი ძალმოსილებით,როგორც დიდი,ნათელი,სისავსის,სრულყოფილების ფერფლი,ისე გადაფარავს ჩემს არსებას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი