გადმონაშთი


გადაგვარებულს,სულს ისევ უნდა,რომ ესაუბროს ...ზენათ სამშობლოს,სამყაროს მიღმა თავად შემოქმედს,რომელსაც ვერ გრძნობს. სიტყვა ზეთია,კანდელ გარეშე,რადგან შეგრცხვება ხმის ამოღება,ან იმედები ვისზე ამყარო,ალბათ აზრები თქმულზე მეტია - ცა კი მიწაზე,შუქს სცემს მინაზე,მინა კი შენ ხარ,თავად გამტარი,შენ გაგვინათე დედა სამყარო..მხოლოდ შენ შეგვრჩი,ჩვენი ამტანი,ბარგად გამტანი ამ სამყაროდან,ზეცით ნივთებად გადმოგვისროლე,ჩვენ კი დავძიმდით....არა? უფალო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი