წერილი საკუთარ თავს


სწორხაზოვნად მიჰყევი ცხოვრების რიტმს,მოითმინე ყველაფერი,კი ნუ გაუძლებ!არამედ მოითმინე!მოთმინება ხომ საბოლოო შედეგის,ეკლებს შორის გამოღებული ნაყოფის გარდაუვლობისაკენ მიგვითითებს,სწორედ ეს არის შორსმჭვრეტელობა და მიწაზე მყოფის ზეციური ხედვა.შენა ხარ ადამიანი,უკიდეგანო სივრცის უმაღლესი ნათელი წერტილი,ყველაფერი ბრუნვადი და განმეორებადია,მხოლოდ შენა ხარ ორიგინალი,განუმეორებელი,უნიკალური და ძალიან გთხოვ - ნუ დაემსგავსები გადმოძახილ ექოს,ნურც ობივატელი იქნები,ნუ გახდები ეპოქის კაბალა,რადგან ჭეშმარიტი ადამიანობა და ჭეშმარიტი სულიერება დროით კატეგორიას არ მიეკუთვნება,ის მარადისობიდან მოვლენილი ქუხილია დედამიწაზე.დაიცალე ამბიციებისაგან,არც მოვლენათა ეპიცენტრში ისურვო ყოფნა,თავად იყავი მოვლენა და გამოუკვლევი საგანი,ხორცშესხმული სწავლება...ისეთი მრავალწახნაგოვანი,რომ შენს თანამედროვეთა შორის არ არსებობდეს ისეთი,ვინც შენი პიროვნული იდუმალების ზენიტს მისწვდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი