ვიზიტორი °


გაბანგებულ ხალხს ვუყურებთ
და ოცნებად გვექცა ;
ნეტავ ზღაპარში რომ ვიყოთ . . .
წიგნად დაგვეკეცა .
ყველაფერი . . . ყველაფერი . . .
აღარსად რომ ვიყოთ,
ან სულ არაფერში მაინც
ყველაფერი ვიყოთ .

ოჯახი და მეგობრობა,
ვინ სად გარინდულა,
კაცს კაცობა არაკაცმა
ჩურჩულ - რაინდულად 
- უთხრა,მაგრამ ვერ ანახა,
გულ-თვალ დაბინდულმა . 
დღეს ასეთი დროებაა,
ანდა გარემოებაა .
ვერ გაიგებ . ვერც გაუგებ . 
საკუთარ თავს , განა ვინმეს . . .

ისევ მოვიშემოდგომებთ,
რა რომ,იქ სწუხს ზეცა,
მომზირალი,თუ ზაფხულში
- ბევრი ჩაგვეკეცა .
ჩვენ ხომ აქ ვართ , სიზმრად , ფურცლად ,
ყველა წამი ხეირია 
უკანასკნელ ამოსუნთქვად . . .
გვიღირს? 
დიდი სეირია .
გავიღიმოთ,სევდიანად შემოგვღიმის
სანამ ზეცა -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი