ზღვარი
გვამცნობს ინტერნეტ პროვაიდერი : "ნაპოვნია ჰიქსის ბოზონი" . ცერნი . ადრონული კოლაიდერი . რამდენიმე ხვრელი ოზონის . ვითამაშოთ დიდი აფეთქება, ახალი კვანტური მეთოდით, ნაწილაკის ნაწილაკზე დახეთქება . "ადამიანურად" ვერთობით . ვცდილობთ გავარღვიოთ დრო და სივრცე, მინიატურული შავი ხვრელით, "ტრანსჰუმანიზმი" ისე ავითვისეთ უკვე "ადამიანობაც" აღარ გვშველის. ნანო-ტექნიკის ბმულები, ღვთის ხატის სუროგაცია, მივიწყებული სიხშირე ჰერცები და ვიბრაცია . სიმების თეორია . მულტივერსი . ხელოვნური ინტელექტი . ომი . ფარდობითობის ეონები სილუან ათონელი . აზიმოვი . რელატივისტური ფიზიკა, გადაულახავი ბარიერი, თეორია . აბები . გაფრენა - შინაგანი სამყარო ცარიელი . სჭირდები,ვინც და რაც გინდა აყირავებულ მსოფლიოს, უსულო "სკამი" , "მაგიდა" ნახატი - უპროპორციო . ირღვევა დრო და იმსხვრევა სივრცე, იჭიმებიან სტიქიონები, მარადისობით რომ ვერ განივრცნენ ჩვენში ატომი და იონები . უკვე წუთს წამი ვეღარ ეწევა, და თითქოს სივრცეც განზე იწევა, კაცობრიობის ძველი აკვანი ალბათ,სულ სხვა გზით გადაირწევა . დღემდე არნახული ღმერთის იუმორი, ახალი ბაბილონის შენება, რა მოხდებოდა,კაცობრიობას უფლის ნებით რომ ენება ? სიკვდილის ზოლი ჩვენშიც იჭრება, წუთისოფელო - სიცოცხლეც დალბა . . . შენგან ნაშობ ხალხს უკვე დაგვეცა ცივილიზაციური დამბლა !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი