ფილადელფია
"ელიტა PLUS" თაობა, ნახევრად პორნო - ჰაუსი . ჩუმად ნანატრი ბავშვობა . წიგნი და მიკიმაუსი . პოსტ - კოვიდური გარემო . გამზადებული "დამღა" . ვერ შეაკავებს სან-რემო ჰორიზონტს მომწყდარ ტალღას . ართქმული საფრთხე . მეწყერის . ფსევდო - თბილისი. ღრეობა . ბათუმს არც ტალღა შეჰფერის , არც მონგრეული შენობა . სირენა . მობილიზება . მიმობნეული სულები . გვერდით მყავს . ტვირთს მეზიდება . უფლით ვართ გადაბმულები . არეულობა . ძიება . ჩაყენებული ჯარები . დგას გარდაცვლილთა რიგები და ფულებს შენახარები . კათედრალური ტაძარი, მინიპაპიზმის მანერა . კუბო - კუბოზე დავძარი და ფართოდ ვგრძნობდი არეალს ; შეშინებულთა დროება . index finger - ი . ჩიპი . მოსჩანს - ელია . ენუქი . კიდევ მესამეც - "ვიპი" . განდგომილების ხანაში, ერთი აღდგომა გვჭირდება რომ მოახლოვდეს ნანახი და საქართველოს დიდება ! მაშინ მივხვდებით რა იყო, ყოველგვარ მიზნის შედეგი . ტახტებს სამეფო - სამღვდელოს იერთებს "მელქისედეკი" ! შენ,საქართველოს მამავ ! სამოცდა ექვსი წელი . ჯვარზე წინდაწინ ასულხარ ისეთ "აღდგომას" ელი . ოთხიათასი წელია, ძილს ხედავ იბერიის, ზღვის კიდით უკვე ელიან ჩვენს დედას - ივერიის . კითხვებზე გვესმა პასუხი, "როდემდე",ანდა "სადამდის", წმინდები დადგნენ საზღვრებთან ნიკოფსით - დარუბანდამდის . . . როგორც ათასი წლის წინათ, ზღვას შედგა - გაბრიელი , ვეფხისტყაოსნის შინაარსს ბეჭდებს ხსნის "ტარიელი" !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი