აღტაცება


მე შენში მიყვარს სამება ღმერთი,
და სულიწმიდის ჩვენზე მოფენა,
თუ შემეძლება,რად დავინანო
ცის გადაწევა ან გადმოწევა .

უწყვეტად მინდა არსების ნაწილს,
მზრუნველობას და სიყვარულს ვგვრიდე,
დღეს თუ ტკივილის წვეთები გაწვიმს
ხვალ სიხარულის იხსნება რიდე .

როგორც უხილავ უფლის დიდებას,
შევუერთდებით აზრთა უკუნისს,
რომ ჭეშმარიტი გრძნობის ნაყოფი
ვერ გაიხრწნება ამ საუკუნით .

მამა აკაკის ფოტოს შევყურებ,
ხელში წერილი კრძალვით მიჭირავს,
ჯერ არ დამდგარის შეგრძნება რად ღირს
და რომ დადგება ეს დრო ხილულად ;

გაგვახსენდება,როცა თან მსდევდი
მარადიული წამის დროებით,
იქამდე სანამ სულის თვალები 
დაინთქმებოდა ამაოებით . 

გაგვახსენდება შენი ცრემლები,
რომ მირეკავდი გარინდულ სახით,
წარსულის ნატვრა იქცევა აწმყოდ
და განახლდება ყოველი ახლით .

წინ გველოდება ბერის გამოსვლა,
და მისგან მართულ კარზე კაკუნით,
თოვლის ფანტელის მადლის წამოსვლა
და ჩვენს თვალებზე ცრემლის რაკუნით . . . 

მადლიერებით დამლბარი გულით,
გაგვახსენდება ყველა წვრილმანი,
გაგავხასენდება ჩვენს შორის მჯდომი
რომ ვერ ვცნობილობთ დღემდე ვინ არის . . .

ჩვენ გველოდება ტკბილი სალოსი,
თანამედროვე მამა ანდრია,
მისი ნაღვაწით,მისგან ნალოცით
მას თავად გრიგოლ ხანძთელს ადრიან .

და გველოდება კვლავ სიხარული,
გრძნობათა კრება,უფლით ნატიფი,
მულმოდრეკილი ზეცას მიაპობს
ბერების ბერი, მამა დავითი . 

გაგვიმახვილებს სულიერ მზერას,
ვინც დაგვყურებდა - მამა გიორგი .
ის ჭვრეტდა შენთვის როგორც უღრან ტყეს,
ყველაფერს როგორ გადავდიოდი . 

ჩვენ დავინახავთ ჩვენს ირგვლივ ყველა
და ყველაფერი როგორ ზანზარებს,
ბიზანტიაში ქართულად გალობს
ღვთის მეგობარი,ჩვენი ლაზარე . 

ჩვენ გველოდება სტიქაროსანი,
დიდი ზალიკო,სულმნათი პავლე,
მე მაქვს წმიდანთა სიყვარული და
შარავანდედად შენ შემოგავლებ.

ჩვენ ღამისთევით დაგველოდება,
მღვდლის ეტალონი - დიდი ილია,
მთელი არსებით შეკრულ ჯვრის სახვით
ჩვენს ფოტოზე რომ გადმოილია .

დაველოდებით მოუთმენელად,
წელს როდის შეკრავს დიდი ზონარი,
დიდ იოანეს რომ მივაკითხავთ
დაგვეფინება მხრებზე ოლარი .

კვლავ ეღიმება მამა ფილარეტს,
მირონი დასდის თვით წმიდა ნინოს,
რომ შენში მყოფმა ჩემმა ნაწილმა
უბრალოდ მიცნოს და გაიღიმოს .
 
ეს მე ვარ,მუდამ ვინაც თან გახლდი,
მარადიული წამის დროებით,
დიდ სიყვარულით,სიტყვით,ნუგეშით
და ხშირად ბავშვურ უმანკოებით . 

მრავალნი მრავალს დღეს ჰპირდებიან,
ულევ სიყვარულს,მუდმივ მშვიდობას,
მაგრამ სიტყვებში კვლავ იმალება
დიდი ფარსი და უამინდობა . 

აქ წუთისოფლის შვილები თლიან,
მაღალფარდოვან სიტყვით კელაპტრებს,
მე კი საბრალოს,ვერ მიპოვნია
სიტყვა,რომელიც ახსნის ყველაფერს . 

მეგობრობაში მკვიდრდება სწორედ,
მარადიული ტრფობის ალერსი,
გრძნობა - ნაჭედი მაღლა ღმერთიდან
და წმიდანების ხელში ნალესი !

ამოიფრქვევა გრძნობის ვულკანი,
ცად ბოლო ჟამის ზარი გუგუნებს,
შევუერთდებით ერთმანეთს ისე
- ვერ დაგვაშოროს ამ საუკუნემ .
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი