ბედი


ჩემში რჩება გადაუშლელ წიგნთა დიდი თაროები,
სათქმელი კი იმდენი მაქვს,აღარც გეუბრალოები .
მარადიულ დროებიდან,მე რომ შენთან მოვედი ,
შეხვედრის დღემ აისახა მეუსასრულოედი .
ზედა ცაში მომხდარია უკვე ჩვენი ჯვრისწერა,
აქ - მიწაზე ჩვენი მზე ჯერ მხოლოდ ამოიწვერა .
პარალელურ სამყაროთა რიგებიდან ვმაგრდებით ,
სადაც,როგორც უკვე გვითხრეს - ერთად გადავბარგდებით . 
ჩემთვის ისე ჟღერადია წმიდანების ნოტები,
რომ ფესვებიც მათში არის,ტოტებიც და ყლორტებიც .
დროის მიღმა დანახული დროში ძნელად მყისდება ,
მაგრამ მათი სიტყვა,აზრი მაინც რეალიზდება .
დღეს თუ გულის მყინვარწვერზე მე დამირგეს მიხაკები,
ხვალ შენ თავად გაოცდები,ისე გარდაისახები ;
დაგვერქმევა სახელები კამათშიც და მშვიდობაშიც
და ვიქნებით უცნაური წყვილი მარადისობაში .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი