Inhumanity
მამაო ჩვენო,რომელი ხარ ცათა შინა, დღეს რომ პურის ნაცვლად გვშია, იქნებ ის მოგვმადლო ? სულის შიმშილია . ხედავ ? ვერ ვნაყრდებით სხვისი ცხოვრებით და სხვისი ხურჯინებით, მხოლოდ სახელებით,ფორმა-მუნდირებით დავიარებით და ისე კაცმა რომ თქვას, შენც ხომ დაიღალე ? იყოს ნება შენი,როგორც მაღლა ცებში ისე მომაკვდავთა მიწაზე, ერთი ხომ ვერ აიტანა ზეცამ სატანა და ჩვენ ათასი გვყავს დედამიწაზე . . . მოვიდეს სუფევა შენი, ქართულ მზის სხივებზე დანაფენი - ხელის შეშველებად . იქნებ აბოს ფერფლი ცრემლში აურიო დიდი რუსთაველის და თავს დაგვაფრქვიო ? რამე გვეშველება ? !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი