სან - რემო


ბათუმი ღამის ბურუსში ღელავს,
და ვერდანახულ სინათლეს ითხოვს.
სიზმრის ზღვარს იქით სიკეთე ელავს,
სიზმრის ზღვარს აქით ბოროტი გვითხოვს ;
შენდობას ვითხოვ,
ყოველთვე ვხედავ,
ყოველდღე ვხედავ
მე ამას ღმერთო !
ჩემს არსებაში ჩამოიღვენთე
რომ ვულკანივით არ ამოვხეთქო .  
დიდი ტალღები მოვარდა ისევ,
ფეხები ვერსად ვერ ექანება
და გაუკვალავ ნაკვალებისკენ
სულ ყველა ერთად მიექანება .
საით ? არ ვიცი,უფსკრულებიდან
დიდ პირს დააღებს ლევიათანი
ქალაქი ისეთ ლოცვას დაიწყებს 
რომ ცამ შეიხსნას ცანი ცათანი .

19.07.2023.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი