აღტაცება
მე შენში მიყვარს სამება ღმერთი, და სულიწმიდის ჩვენზე მოფენა, თუ შემეძლება,რად დავინანო ცის გადაწევა ან გადმოწევა . უწყვეტად მინდა არსების ნაწილს, მზრუნველობას და სიყვარულს ვგვრიდე, დღეს თუ ტკივილის წვეთები გაწვიმს ხვალ სიხარულის იხსნება რიდე . როგორც უხილავ უფლის დიდებას, შევუერთდებით აზრთა უკუნისს, რომ ჭეშმარიტი გრძნობის ნაყოფი ვერ გაიხრწნება ამ საუკუნით . მამა აკაკის ფოტოს შევყურებ, ხელში წერილი კრძალვით მიჭირავს, ჯერ არ დამდგარის შეგრძნება რად ღირს და რომ დადგება ეს დრო ხილულად ; გაგვახსენდება,როცა თან მსდევდი მარადიული წამის დროებით, იქამდე სანამ სულის თვალები დაინთქმებოდა ამაოებით . გაგვახსენდება შენი ცრემლები, რომ მირეკავდი გარინდულ სახით, წარსულის ნატვრა იქცევა აწმყოდ და განახლდება ყოველი ახლით . წინ გველოდება ბერის გამოსვლა, და მისგან მართულ კარზე კაკუნით, თოვლის ფანტელის მადლის წამოსვლა და ჩვენს თვალებზე ცრემლის რაკუნით . . . მადლიერებით დამლბარი გულით, გაგვახსენდება ყველა წვრილმანი, გაგავხასენდება ჩვენს შორის მჯდომი რომ ვერ ვცნობილობთ დღემდე ვინ არის . . . ჩვენ გველოდება ტკბილი სალოსი, თანამედროვე მამა ანდრია, მისი ნაღვაწით,მისგან ნალოცით მას თავად გრიგოლ ხანძთელს ადრიან . და გველოდება კვლავ სიხარული, გრძნობათა კრება,უფლით ნატიფი, მულმოდრეკილი ზეცას მიაპობს ბერების ბერი მამა დავითი . გაგვიმახვილებს სულიერ მზერას, ვინც დაგვყურებდა - მამა გიორგი . ის ჭვრეტდა შენთვის როგორც უღრან ტყეს, ყველაფერს როგორ გადავდიოდი . ჩვენ დავინახავთ ჩვენს ირგვლივ ყველა და ყველაფერი როგორ ზანზარებს, ბიზანტიაში ქართულად გალობს ღვთის მეგობარი,ჩვენი ლაზარე . ჩვენ გველოდება სტიქაროსანი, დიდი ზალიკო,სულმნათი პავლე, მე მაქვს წმიდანთა სიყვარული და შარავანდედად შენ შემოგავლებ. ჩვენ ღამისთევით დაგველოდება, მღვდლის ეტალონი - დიდი ილია, მთელი არსებით შეკრულ ჯვრის სახვით ჩვენს ფოტოზე რომ გადმოილია . დაველოდებით მოუთმენელად, წელს როდის შეკრავს დიდი ზონარი, დიდ იოანეს რომ მივაკითხავთ დაგვეფინება მხრებზე ოლარი . კვლავ ეღიმება მამა ფილარეტს, მირონი დასდის თვით წმიდა ნინოს, რომ შენში მყოფმა ჩემმა ნაწილმა უბრალოდ მიცნოს და გაიღიმოს . ეს მე ვარ,მუდამ ვინაც თან გახლდი, მარადიული წამის დროებით, დიდ სიყვარულით,სიტყვით,ნუგეშით და ხშირად ბავშვურ უმანკოებით . მრავალნი მრავალს დღეს ჰპირდებიან, ულევ სიყვარულს,მუდმივ მშვიდობას, მაგრამ სიტყვებში კვლავ იმალება დიდი ფარსი და უამინდობა . აქ წუთისოფლის შვილები თლიან, მაღალფარდოვან სიტყვით კელაპტრებს, მე კი საბრალოს,ვერ მიპოვნია სიტყვა,რომელიც ახსნის ყველაფერს . მეგობრობაში მკვიდრდება სწორედ, მარადიული ტრფობის ალერსი, გრძნობა - ნაჭედი მაღლა ღმერთიდან და წმიდანების ხელში ნალესი ! ამოიფრქვევა გრძნობის ვულკანი, ცად ბოლო ჟამის ზარი გუგუნებს, შევუერთდებით ერთმანეთს ისე - ვერ დაგვაშოროს ამ საუკუნემ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი