"Bathusi"


მე არაერთხელ მსიზმრებია ეს, არაერთხელ . 
გამომაერთეს ამ სცენიდან და შემაერთეს . 
სიწყნარე პლაჟზე, მოთამაშე მშობელ-ბალღები . 
და არსაიდან მოვარდნილი დიდი ტალღები,
უცხო კუნძულის ქვეშა სიღრმე აბა რა ვიცი,
მაგრამ მერწმუნე, ვეღარაფრით ვეღარ დავიცდი,
თუ მომავალი დატრიალდა ჩვენს თავზე წაღმა
სან-რემო მხოლოდ ბეჭედია,მოგველის დამღა.
ბულვარი - პორტი . სანაპიროს მთელი მიდამო
და ქარტეხილით ახვეტილი საკარ-მიდამო .
უფალო ღმერთო, შეგვიწყალე ყველა ცოდვილი
და ეს ქალაქი,როგორც წელში გადამხობილი 
მაგრამ ზეცაში აღმავალი ლამაზი კიბე .

28.09.2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი