ხიბლი


ჩვენ ეს ცხოვრება სადღაც მიგვაფრენს,
და ვის ჭიქაში ვინ რა ჩაყარა,
აღარ ვიდარდებ,წვეთი სინათლე,
თუ დამეცემა და თუ მაკმარა. 
მე არასოდეს ვყოფილვარ დიდი,
და მითუმეტეს ალბათ პატარა,
გადასასვლელი მსურს ვიყო ხიდი
ქვეშ წყარო ვიყო მხოლოდ ანკარა . 
წუთისოფელი არის მირაჟი,
ჩვენი საერთო ფრენა-წუხილით,
მაშ,გვეპატიოს ეს ვოიაჟი
და თვითმფრინავის მსხვრევა ქუხილით .
მე ვადღეგრძელებ იმ სინამდვილეს
სადაც ტკბილ ჰანგებს ააგუგუნებს,
ვერ მოსმენილი აქ სიმფონია
გაჟღერებული იქ - საუკუნედ .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი