რეზიუმე


ვინც მოგისმენს - მოგისმენს,
არ მომსმენი გაივლის,
სევდას მზით ამოივსებ
მერე ჩრდილით ჩაივლი.

არაფერი გიტაცებს,
როგორც უფლის სმენა,
სულიწმიდის ჭურჭლები
და ნასმენის ფსტვენა.

ირგვლივ ბევრი ჭურჭელია,
ინსტრუმენტი,ქნარი,
ზოგი ჭექა-ქუხილია
ზოგი მარტო ქარი.

ხომ გასცდება დედამიწას 
აქაური ჰავა?
გაიხსნება ხვამლი,
შიშალდინის ლავა!

გამოჩნდება ამირანი,
და ერთგული ლეკვი,
მითს თუ მითად წაიკითხავ
მეტს არაფერს გეტყვი.

გადავუხსნით მსოფლიოს,
იოანე-ზოსიმეს,
შოთას ვეფხისტყაოსანს
უფლის მოდგმის მოცილეს.

გააღიმებს ოდესღაც,
დაბერებულ ნაოჭებს,
სიტყვა დღეს რომ ითქმება
და ხვალ ყველას გვაოცებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი