წამზომი
ვდგავარ ჩაბრუნებული პირამიდის წვეროში, აწმყოს ხედვის სიმძიმე გულში დამიმარხია, ჯერ მომავლის წვეთი ჩანს,როგორც კვირტი ღეროში უფრო ქვემოთ,ფესვებთან საიდუმლო არხია. კვლავ ვიფიქრებ,სადამდეც შემრჩენია გონება, სანამ არ აყვავდება სულში იასამანი, და თუ ჩემში უფალი სადმე მოიპოვება სწორედ მისგან ეშვება სინამდვილის სამანი . ძველ ბათუმში ტალღები მიენარცხა ვაგონებს, პარლამენტის შენობა ანთებული ჩაქვრება, მაშინ სიქსტის მადონა ცრემლებს მაიადონებს და იმ წლების ნაღველიც ხილვასავით გაქრება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი