მიწისძვრა
ვეფხისტყაოსანს რომ კითხულობს,თითებზე ითვლის, ათი ტალანტის იგავიდან რამდენი ერგო, დროა მოისხა უთვალავი ნაყოფი სულში შენ ამ პოემის სიღრმეებში ჩარგულო ნერგო . ის ამ ეპოქის ცხრაკლიტულში მალულად ცხოვრობს, და სტრიქონების ჩრდილქვეშ მდგომი ელის განაჩენს, დღეს ჩუმად ქართველ წმინდანების მოქმედებს ქორო ხვალ ტარიელი უპირობოდ გვეტყვის დანარჩენს . მას ავთანდილიც ერქვა ალბათ სადღაც ოდესღაც, ის მოთმინებით შეკრავს სამებას ! უთავო მხედრის ცხენის ხმაა, ვიღაც მიმოდის . . . ერს განცვიფრებულს ენა დაება ; - მიმოაქროლებს თავით ხელში რუსთველი შოთა, სიტყვა შეჰბედა წმიდა სამებას : ღმერთო მაღალო ! შეიბრალე შენგან ნაფიცი, წამხდარა ერი ! რა დიდგორი,რაღა კრწანისი, ახსენი ფარდა,მე უკვე აქ ვარ მე ძველი მაცნე - აპოკალიფსის ! - მაღლა იელვა . . .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი