ღამე


ჯერ არ მისვრია სხვისთვის ტალახი,
და მაწუხებდა ყოველთვის ხმები,
საკუთარ გზიდან გადმოსულ ხალხის
რომ სხვისი „ფართო“ გაეგოთ გზები.

მე ვიზრდებოდი,როგორც აჩრდილი,
რომელიც,თითქოს,უმიზნოდ ჰქროდა,
და ერთ ადგილას მწოლი ბავშვივით
ყველაფერს ბავშვურ თამაშით თმობდა.

ჩუმი ნაბიჯით ჩავივლი ტბასთან,
და მძინარებით შემოსილ ბათუმს,
მოვეფერები მის ანარეკლში
როგორც ბუნებას - მკაცრს,ჩუმს და სათუთს.
ღამე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი