ლერწი,რომელიც ვერ მოჭრეს
ეს რა ძეობაა ; წილად ჩვენ რომ გვერგო ? ნეტავ გულის გულში სულთქმად ჩაგვენერგო . . . ამოუძირკვავად - ვაზო ჭეშმარიტო ! ძეო მამისაო - ზეცით მევენახის . თუკი გვეღირსება მართლის გამართლება ვაზის ერმა შესვას თანამეიახის. ისე მიგვაშვილე ცხადლივ უტკბეს დედას, რომ ჩვენც შენმიერი ჯვარცმა დაგვებედა . ღმერთო ჩვენო მეთქი,შემდეგ ღმერთო სხვისო ამით შეგვიბრალე და არ გაგვასხვისო .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი