Conversión
ერთი მეორის ვინც ვართ განგებით, საღმრთო ზმანებით დავილანდებით , ციდან გვირგვინი,მისი ტარება, იშვიათია და ნეტარება ! გამონაკლისი,როგორც წესია . . . მიმოიქროლებს, ვით ბედისწერა, სიკვდილის ღამეს - ჩვენი ჯვრისწერა . შემოგვეხვევა ცეცხლის ალები, ჯერ არნახული გარდაცვალების . . . მიღმიერებად - ჩვენ ერთმანეთის ! რა რომ გაყინულ ფერხთა წინდებით, სულით უფალზე თუ ვიწინდებით ? და ერთმანეთში ღმერთი ვიპოვეთ . - საერთო ღმერთი ! ჩვენ - ერთმანეთის გაერთარსებით .