Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_fum1ecbsov19honrnr6e5h5rbg, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
Exclamación - ირაკლი შარაბიძე | პოეზია

Exclamación


არ ვიცი,ნუთუ ვერ ვხედავთ?
არ ვიმჩნევთ,მიზეზს ვერ ვხვდებით . . .

არ გვჯერა და მაინც ყოველწამს 
ერთმანეთს ხელიდან ვეცლებით !

ჩვენ ერთმანეთის ტკივილი,
ბარძიმით გვასვეს უფალო !
და თუკი შენც დაიღალე სპეტაკ სულების ცდაში . . .

მიწიდან ასეთ სიმძიმით ვეღარ მოვფრინავთ უბრალოდ . . .
ფრთები არ გვეყო,უფალო
- თუ ვერ მოვფრინდით ცაში .

იქ უკვდავება გვინდება,
აქ მოკვდავებად ვერ ვრჩებით .
უერთმანეთო სიბნელით,
ირიბ ხვეწნით თუ ვედრებით . . .
იმქვეყნად მაინც გვინდება,
ამქვეყნად ვეღარ ვჩერდებით . . .

რა შვილი , 
მოდგმა ,
- კითხვას ვსვამთ !
სიტყვაში ნუ ჩაგვეჩრებით :

- ერს თუ გაეხსნა იარა,
ხვალინდელი დღე კიარა ,
ნეტავ,ვინც ამას ვკითხულობთ,
გათენებამდე შევრჩებით ? !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი