Prometeo !
წარსულიდან მომავალი სახე, აწმყოში კი უკვე ისმის ფსტვენა, ბაზალეთში შეშრობილი ცრემლი სინანულით წამოიწყებს ცვენას . . . - მდუმარებით შემოსუდრულ მზერას, მხრებზე უმძიმს ღვთისშვილობის ვალი, სიჩუმიდან გამოტყორცნილ ბგერას მადლის მოსვლით ერეკება ზარი. ამირანი ჯაჭვს აიწყვეტს მალე, ცეცხლის ენებს შემოირტყამს ძალი, ყველაფერი გაცოცხლდება ირგვლივ რეალობის - მითს უჩანს კვალი .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი