ეროვნული მელანქოლია


მოვიდეს სუფევა შენი,
 ქართულ ვენახივით განაშენი .
- იმით მეც დავთვრები . . . 

  მერე ვიგალობებ,
  ზღაპრის ბულბულივით 
- ახლა მემღერება :

- 'დაიგვიანეს,ჯერ არსად სჩანან, ჰარულალო,
  მაგრამ სალამურს თუ მოჰკრეს ყური ?'
 
- ერთად გამოვფხიზლდეთ :

 'ჩვენ უდიდესი წინ გვიდევს ვალი,
 დაბნეული გვაქვს ჩვენ გზა და კვალი , 
 ჰ ა რ უ ლ ა ლ ო .'

 ერი საზეპურო,
 შენგან წილხვდომილი,
 ქრისტე მაცხოვარო -
 კვლავ შენ გევედრება :

 იყოს ნება შენი,
 ძველის გაელვება ,
 ჟღერდეს ახალივით 

- მე კვლავ მემღერება . . .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი