1 1 49
ტიტანების ბრძოლა !
ფრიდონ და რამაზ, დიდება !
თქვენს ხსოვნას ,
სევდა გვაღონებს . . .
ვერ ვხედავთ წუთისოფლიდან,
ზეცაში გაცვლილ ამბორებს . . .
კოსმიურ ბილიკს ვემთხვევით,
თქვენს მეგზურ ღვთიურ წინაპრებს,
ვინც თქვენს ნატერფალს მიჰყვება,
წმიდანებს გაუბინადრდეს.
დიდება ! საღმრთო დიდება !
თქვენს ნაღვაწს მოსდგა სიონი ,
და თუ სხეულთა დაფლვისას
ოხვრავდა კავკასიონი . . .
უკვე გადასცდით სამანებს,
სადაც მოგელით დიდება ,
იქ ჩვენგან ბევრი ვერ შევა
- სიკვდილი არ იყიდება !
უკვდავებაში გამყოლი,
მარადიული მეობა,
გვჯერა,ზეცაშიც აგრძელებს
ეროვნულ მოწამეობას .