ქარიზმა


მე ამ ადამიანის სულ სხვაგვარად მესმოდა,
ჩემთვის ქარის ხმა იყო,მდუმარების ეზოდან .
ნათესაურ თვალებიდან,ტკივილიან მზერიდან,
მიყურებდა ერიდან და განცდა მქონდა - ბერიდან .
შეხვედრის თუ საუბრების სამომავლო ქარაგმამ,
დალექილი მკვდარი ცოდნა ვნებებივით ალაგმა.
მისგან იყო სალოსობა,წმიდანური შაირი,
ჩემში ხშირი დეჟავუ და განცდა ათასნაირი . 
მასში ჩანდა განულება,ამოქარგვა გენისა,
ძაღლი იყო ამირანის - ერთგული რომ ეღირსა !
ჭია ხვრეტდა შიგნიდან და ცეცხლში გამომშრალიყო
ამირანის გაოცების ბაზალეთის ტბა იყო . 
ძველი კაცი ახალს ისხამს,
განძარცვული გვცვივდება ;
მიწა ზეცას გადაისხამს 
- აპოკალიფსირდება .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი