1 2 229
გოდება !
წუთისოფლის ბილიკზე გადმოღვრილი წყალი ვარ,
შარაგზა ვარ აჭარის და რაჭის მთის ბზარი ვარ,
სააქაოს ვტირივარ,საიქიოს სტვირი ვარ
სხვა რა გზა მაქვს - გავმაგრდე,მაგრამ განა რბილი ვარ .
ამირანის მოდგმა ვარ,გმირთა გმირი როდი ვარ,
კლდეზე მიჯაჭვული ვარ,ემოციის ლოდი ვარ .
ჩემო არსთა გამრიგე,კამათლები გორდება ,
გუშინდელი შეცდომა დღევანდელით სწორდება?
გმინავს მრავალტანჯული სული იმქვეყნიური
კაცი ნახევარი ვარ და ცეცხლი ვარ ღვთიური .
ვგრძნობ,სიცოცხლის რკალი ვარ
და სიკვდილის ცელი ვარ,
რადიუსის სიზუსტის საიდუმლოს მცველი ვარ .
მარადიულ დროების ქვის ნათალი ძეგლი ვარ,
ხვალ თუ ავატარა ვარ,უკვე ანარეკლი ვარ .
დღეს თუ გამომშრალი ვარ,სამომავლო ქვევრი ვარ,
უცხო მოყმე თუ არა,ტარიელის ცრემლი ვარ .
რა სამოთხის ბაღში ვარ,თუ კრძალული ხილი ვარ ?
გახსოვდეს რომ ხიზანი,მაგრამ შენი შვილი ვარ !
დღევანდელი გოდება ცას მოსწვდება უფალო,
ვინძლო ამაოების ჭიდან ამომიყვანო .
გარჩა პროგრამისტი - 26.07.2022
ირაკლი შარაბიძე - 30.07.2022