მარადიული - მე და შენ
მე მოსეს დღეზე მომავლინეს,ჩემთვის სინა ხარ , ეს მე ვარ - შენი ნამსხვრევი ვარ,შენ კი მინა ხარ . მდაბალი მზერა,როგორც მზეში სხივი მძინარებს და გაღიმებით მთელს სამყაროს მიუჩინარებს . ჩვენ ვერ ვიჩქარებთ,ვერც დავუშლით,იმძლავროს ნებამ, თუ ციდან არსი ჩამოეშვა და გარსი დნება . ჩვენს ჩახუტებას შემოეკვრა უთქმელი ძალა ვიგრძენი - სიტყვა ზედმეტია,დუმილიც კმარა . მე ვინ ამიხსნის,შენ ვინა ხარ,რატომ მიყვარხარ, თუ მე ვარ მოსე უდაბნოში,შენ კი სინა ხარ . არსება ჩემი მტევნებია,შენში რთველდება და დამსხვრეული,იდუმალი გზებით მრთელდება . ამ სამყაროში გიერთდები წვეთი - მდინარეს, როგორც აწმყო და წარსულიდან გამომდინარე ; მჯერა,მე და შენ შემოგვკრებენ გზააბნეულებს - იქიდან,სადაც ჩვენთვის სჭედენ ათასწლეულებს !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი