მე და კონტინიუმი !
ოცდახუთი წელია,რაც მიწაზე აღმოვჩნდი, აზრთა მტვრევა მეხისა ვერ ამშვიდებს გუნებას . შენი ხსოვნა მწველია,ჩემში რომ არ აღმოჩნდი . . . ალბათ სივრცემ შეგრისხა,ენატიფე ბუნებას . მესმის,ჩემი ამქვეყნად მოვლინების ხვედრია, აღმოვცენდე მიწაზე,ვიწყო ცის ხმოვანება, შენი ნატვრა დამყვება,ძალა გზნების მკვეთრია თორემ,სხეულს მიწამებს სივრცით გარქოვანება . სიმწრით ნაკვნეტ ტუჩებზე გმობის არაფერია, გამოკვეთილ მისიას ახლავს თან შობილება, წუთისოფლის ქუჩებზე გზები ალმაცერია მაგრამ,ამ გზას ისახავს სულ სხვა განზომილება . ვფიქრობ,თუ ვერ ავლაგმე ჩემში ძველი ქმნილება, გარდასახვის გზად მრჩება ხელში კვლავ შვიდი ვარდი, ღმერთო,შენგან განლაგდა ჩემში შენი შვილება - სინდისის ხმის გავლით გთხოვ,ბოლომდე აელვარდი ! უცნაური ხატება,საიდუმლო ტვირთია, როგორც,ელექტრონებში გადმომდნარი ვატები, უხმაუროდ ანთება,მძლავრზე მძლავრი ბირთვია კაცში უფლის უსაზღვროდ დიდი გამონათების . ეს სამყარო მიღმიერ სამყაროთა წინდია, განურჩეველ ჰანგებით,ვიცი ბევრი მეშლება მაგრამ ჩემთვის ფარული გზებიც დაგიწინდია სადაც სული განგებით მალე გადაეშვება . ოცდახუთი წელია,რაც მიწაზე აღმოვჩნდი შეერთებას მოველით ერთის მიღმა ორება, სამოსელო პირველო,ღვთისგან გამონატყორცნი დავბრუნდებით მამასთან - ზეცა გვეამბორება . . .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი