0 0 28
მე და კონტინიუმი !
ოცდახუთი წელია,რაც მიწაზე აღმოვჩნდი,
აზრთა მტვრევა მეხისა ვერ ამშვიდებს გუნებას .
შენი ხსოვნა მწველია,ჩემში რომ არ აღმოჩნდი . . .
ალბათ სივრცემ შეგრისხა,ენატიფე ბუნებას .
მესმის,ჩემი ამქვეყნად მოვლინების ხვედრია,
აღმოვცენდე მიწაზე,ვიწყო ცის ხმოვანება,
შენი ნატვრა დამყვება,ძალა გზნების მკვეთრია
თორემ,სხეულს მიწამებს სივრცით გარქოვანება .
სიმწრით ნაკვნეტ ტუჩებზე გმობის არაფერია,
გამოკვეთილ მისიას ახლავს თან შობილება,
წუთისოფლის ქუჩებზე გზები ალმაცერია
მაგრამ,ამ გზას ისახავს სულ სხვა განზომილება .
ვფიქრობ,თუ ვერ ავლაგმე ჩემში ძველი ქმნილება,
გარდასახვის გზად მრჩება ხელში კვლავ შვიდი ვარდი,
ღმერთო,შენგან განლაგდა ჩემში შენი შვილება -
სინდისის ხმის გავლით გთხოვ,ბოლომდე აელვარდი !
უცნაური ხატება,საიდუმლო ტვირთია,
როგორც,ელექტრონებში გადმომდნარი ვატები,
უხმაუროდ ანთება,მძლავრზე მძლავრი ბირთვია
კაცში უფლის უსაზღვროდ დიდი გამონათების .
ეს სამყარო მიღმიერ სამყაროთა წინდია,
განურჩეველ ჰანგებით,ვიცი ბევრი მეშლება
მაგრამ ჩემთვის ფარული გზებიც დაგიწინდია
სადაც სული განგებით მალე გადაეშვება .
ოცდახუთი წელია,რაც მიწაზე აღმოვჩნდი
შეერთებას მოველით ერთის მიღმა ორება,
სამოსელო პირველო,ღვთისგან გამონატყორცნი
დავბრუნდები მამასთან - ზეცა მეამბორება . . .