დედას
ჩემს გულს ზეცად ეხატები დედა, თვალში გიზის ვარსკვლავები მარად, ყველგან გესმის ჩემი გულის ძგერა რა დაგილევს სიყვარულის მარაგს. ზოგჯერ შვილზე მეტი ვხვდები შენთვის, როცა გხედავ ამ რთულ გზებზე ნავალს, ზოგჯერ დარდი,ფიქრს და კვნესას ერთვის რომ ეს წლებიც ძალზედ მალე გავა. მეჩვენება თუ ნამდვილად ნეტა, სამყაროთა შორის მიშლი კარავს, წუთი - სოფლის შენით ფასობს დედა უკვდავებაც შენთან მრჩება ვალად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი