მდუმარე ბერს !
შენ წერეთელის ენა გაქვს მწარე, ვაჟა ფშაველას ნაზი ფიქრები, შენ რუსთაველის ცრემლი გაქვს ცხარე გალაკტიონის უცხო სიზმრები. შენ ილია ხარ ერის წინამძღვრად, ბარათაშვილის ხმა იდუმალი, სიმტკიცით ჰგევხარ სამას არაგველს არ დაგიკარგავს ბრძოლის უნარი. შენ დავითი ხარ დიდგორის ველზე, პატარა კახის მამაცი გულით, შენ გიორგი ხარ თავად ბრწყინვალე და გლახაკი ხარ თავადის სულით. ცრემლებიც შენ ხარ მოწმენდილ ცაზე, მალე ველ-მინდვრებს რომ დაასველებს და საქართველოს ბოლო იმედი ქართველის სახელს რომ დაამშვენებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი