1 1 264
წყვდიადი ოცნების ბოლოს
ათი წელია ამ ზღაპარში მიწევს ცხოვრება,
ვგრძნობ ლეგენდებად გაგრძელდება,უკვე ვღონდები,
ათი წელია საპაექროდ მიწვევს ოცნება
და მჯერა მკითხველს თავის გმირად მოვაგონდები.
მინდა ლექსად სწვდეს მთის მწვერვალებს ხმა დაფარული,
ჩემთვის ისხამდეს ზეცა სარტყელს შვიდფერ ცვალებით,
თან გალაქტიკის იქით ვიყო გადაპარული
თან ზეცა მსდევდეს თაბორის მთის ფერისცვალებით.
რად მინდა გულში სისხლის ფერი,ჟანგად რომ მექცა,
რთულზე რთულია მოვლენილი ეგ განაჩენი,
რად მინდა იქვე მომესაჯოს შავფერი ზეცა
სადაც შავია მოკლე დროში სხვა დანარჩენი.
მინდა მგზავრობით გავიკვალო გზა დაკარგული,
და მით ვისწავლო ხმა სიჩუმის - უდაბნოების,
მსურს გამოვცადო სიძულვილი და სიყვარული
თან მეგობრობა - თან კი სევდა უთანხმოების.
ეგ იმედები წვიმის წვეთზე უფრო სტირიან,
და ეგოიზმით უგუნურებს ჩემი მეობა,
კარები ირგვლივ ბედისწერით ჩაკეტილია
და დაჩაგრულის მირიგდება მდგომარეობა.
ვიცი მწერვალებს მოედება ძლიერი ქარი,
და განსაცდელში თუ არ დავრჩი სულით დიადი,
აქ თუ მეგობრის გასაჭირზე დავხუჭე თვალი
იქ მელოდება თვალგახილულს უცხო წყვდიადი.
..... - 22.10.2016
..... - 22.10.2016
ირაკლი შარაბიძე - 22.10.2016
..... - 23.10.2016