მოლოდინი
კვლავ უძილობა მესიზმრება,არა სიზმარი, ცამ წვიმის წვეთით მზის სხივები ისევ დასერა, ათასი ფიქრით ჩემი თავი რად დავიმძიმე ხან ისე ხდება,როგორც მინდა,ხან კი ასე რა. იქ ნელი რხევა ჩამესმოდა ხეზე ფოთლების, აქ მთვარის შუქი ტბის გულს ნაზად გადაჰხვევია, ოცნებად დამრჩა ლაპარაკის ახსნა დუმილით მაგრამ,ოცნებას მდუმარება არა სჩვევია. სადღაც ზღვა ქუხდა აცრემლებურ შავ-თეთრ ბურუსში, ჩვენს ინდუსტრიულ საიდუმლოს ტალღა ინახავს, ხან ღრუბელი ჰქრის მეტეორთა ციურ უბანში და მათი ცრემლი,როგორც ნამი თუ დაგვინახავს. მძულს ეს სიზმრები უძილობის,მინდა მომშორდეს შიში სიცხადის და სიკვდილის ლანდი წყეული, ამ კითხვის დასმის მეშინია - "სიკვდილის შემდეგ" რა გაგრძელდება,სიცოცხლე თუ სიზმარეული ?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი