7


შვიდი ციფრია ღრმად საკრალური,
ჩემი მეგზური დიდი ხანია,
ეს თაიგული,ციფრებად კრული
ჩემთვის სხვა ენა,სხვა ანბანია.

შვიდი ფერია ცისარტყელისა,
და შვიდი დღეა ყოველ კვირაში,
შვიდგზის ლოცვაა ყოველდღიური
და შვიდი ნიჭი ეკლესიაში.

უფალმა პურიც აკურთხა შვიდი,
და სამოცდაათ შვიდ-გზის შენდობა,
შენ თუ არ გახდი ბავშვივით მშვიდი
ისე თვით ქრისტე არას გენდობა.

სამყაროს შექმნის შვიდი დღე იყო,
შვიდტონიანი ტაძრები ძველი,
შვიდმნათობიერ თამარი იყო
ქართველთა მეფე და ერის მცველი.

თვით უფლის ძალა ეგზომ საჩინო,
შვიდ კონტინენტზე განლაგებული,
შვიდი თვალი აქვს უფალს უჩინო
ვით თითო მოწმე თავდადებული.

შვიდი ნაყოფი ქრისტიანობის,
შვიდივე ნიჭი სულიწმიდისა,
შვიდს ვინღა ჰნატრობს,ერთიც არაა
საზომი კაცის იმ სიწმიდისა ;

რომელიც ქრისტემ მიწაზე დასდო,
შვიდ სათნოებად შეკრა ეთნოსი .
შვიდი წერილი აპოკალიფსში -
შვიდი მძვინვარე დგას ანგელოსი.

შვიდი სასანთლე უფლის წინაშე,
შვიდი ბეჭედი წიგნის გამხსნელი,
შვიდი ვარსკვლავი უფლის მარჯვენში
სამყარო ისევ გამოსახსნელი.

შვიდი საყვირი,მეშვიდეს გრგვინვა,
მშვიდობის ხმები როს იკარგება,
შვიდი წყლულია და კაცთა გმინვა
მართალთა ხსნისას ცად ნეტარება .

შვიდი თხოვნა აქვს მამაო ჩვენოს,
შვიდი ნოტი აქვს მუსიკის ჰანგებს,
შვიდი დემონი მაგდალინელში
აღწევს ბოროტის უმაღლეს რანგებს.

შვიდჯერ დააწვა მკვდარ ბავშვს ელიშა,
და ჩააბრუნა სიცოცხლე მასში,
თვით უფლის წყევლა კაენის მკვლელებს
შვიდჯერ დიდი აქვს,ვიდრე მას ბრალში . 

შვიდი ცხოველის წყვილი ჰყავს ნოეს,
თავის კიდობანს შეფარებული,
შვიდჯერ იხილა ჩვენება ეზრამ
იაკობ - შვიდ წელს შეყვარებული.

შვიდ ასაკს გადის ადამიანი,
ბრმა სიკვდილამდე ყრმობის წლებიდან,
შვიდ სასიკვდილო ცოდვამდე დადის
ადამის მოდგმა ღვთის ედემიდან.

მოსესმიერი წმიდა შანდალი,
შვიდ განშტოებად არს დაყოფილი,
მაცხოვრის სიტყვა ჯვარზე ნათქვამი
შვიდ ბოლო სუნთქვას თანდაყოლილი.

შვიდი სახელი ძველი აღთქმისა,
შვიდივე ღმერთის შესატყვისია,
შვიდია სოფლად სულ საოცრება,
დამეთანხმებით მერვე - შვიდია !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

5 კომენტარი
.....8 წლის წინ

Auuuuuuuuuuuuuuuuuuuuu magijeb dzalian kargad war dzalian..albad bevri ganebivrebs aseti sityvebit...araushavs...mainc ver AR vityvi cuds radgan,umagresad wer..poeto..

მადლობა,ვცდილობ,მოყვარული ვარ

.....8 წლის წინ

Chemtvis ro poeti iyo ARA?

Marishka 8 წლის წინ

ძაან მაგარია,ნიჭით ხარ სავსე ნიჭით

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი