sacro siete !

7 ციფრია ღრმად საკრალული,
ჩემი მეგზური დიდი ხანია,
ეს თაიგული,ციფრებად კრული
ჩემთვის სხვა ენა,სხვა ანბანია.

7 ფერია ცისარტყელისა,
და 7 დღეა ყოველ კვირაში,
შვიდგზის ლოცვაა ყოველდღიური
და 7 ნიჭი ეკლესიაში.

უფალმა პურიც აკურთხა შვიდი,
და სამოცდაათ შვიდ-გზის შენდობა,
შენ თუ არ გახდი ბავშვივით მშვიდი
ისე თვით ქრისტე არას გენდობა.

სამყაროს შექმნის 7 დღე იყო,
7 ტონიანი ტაძრები ძველი,
შვიდმნათობიერ თამარი იყო
ქართველთა მეფე და ერის მცველი.

თვით უფლის ძალა ეგზომ საჩინო,
7 კონტინენტზე განლაგებული,
7 თვალი აქვს უფალს უჩინო
ვით თითო მოწმე თავდადებული.

7 ნაყოფი ქრისტიანობის,
შვიდივე ნიჭი სულიწმიდისა,
შვიდს ვინღა ჰნატრობს,ერთიც არაა
საზომი კაცის იმ სიწმიდისა.

რომელიც ქრისტემ მიწაზე დასდო,
7 სათნოებად შეკრა ეთნოსი,
7 წერილი აპოკალიფსში
7 მძვინვარე დგას ანგელოსი.

7 სასანთლე უფლის წინაშე,
7 ბეჭედი წიგნის გამხსნელი,
7 ვარსკვლავი უფლის მარჯვენში
სამყარო ისევ გამოსახსნელი.

7 საყვირი,მეშვიდეს გრგვინვა,
მშვიდობის ხმები როს იკარგება,
7 წყლულია და კაცთა გმინვა
მართალთა ხსნისას დგას ნეტარება.

7 თხოვნა აქვს მამაო ჩვენოს,
7 ნოტი აქვს მუსიკის ჰანგებს,
7 დემონი მაგდალინელში
აღწევს ბოროტის უმაღლეს რანგებს.

7-ჯერ დააწვა მკვდარ ბავშვს ელიშა,
და ჩააბრუნა სიცოცხლე მასში,
თვით უფლის წყევლა კაენის მკვლელებს
7-ჯერ დიდი აქვს,ვიდრე მას ბრალში.

7 ცხოველის წყვილი ჰყავს ნოეს,
თავის კიდობანს შეფარებული,
7-ჯერ იხილა ჩვენება ეზრამ
იაკობ 7 წელს შეყვარებული.

7 ასაკს გადის ადამიანი,
ბრმა სიკვდილამდე ყრმობის წლებიდან,
შვიდ სასიკვდილო ცოდვამდე დადის
ადამის მოდგმა ღვთის ედემიდან.

მოსესმიერი წმიდა შანდალი,
შვიდ განშტოებად არს დაყოფილი,
მაცხოვრის სიტყვა ჯვარზე ნათქვამი
შვიდ ბოლო სუნთქვას თანდაყოლილი.

7 სახელი ძველი აღთქმისა,
შვიდივე ღმერთის შესატყვისია,
შვიდია სოფლად სულ საოცრება,
დამეთანხმებით მერვე - შვიდია!
კომენტარები (5)

bla.ell - 23.10.2016

Auuuuuuuuuuuuuuuuuuuuu magijeb dzalian kargad war dzalian..albad bevri ganebivrebs aseti sityvebit...araushavs...mainc ver AR vityvi cuds radgan,umagresad wer..poeto..

Ivireanu ivireanu - 24.10.2016

მადლობა,ვცდილობ,მოყვარული ვარ

bla.ell - 27.10.2016

Chemtvis ro poeti iyo ARA?

Marishka - 23.11.2016

ძაან მაგარია,ნიჭით ხარ სავსე ნიჭით