Adios a los georgianos !


გვევსება სისხლით ძარღვები,
ჩვენც გვათრობს დროის დინება,
სულში თენდება სამყარო,
ხორცში უდროოდ ბინდდება.
გაძვირდა ზეცა სიშორით,
ღრუბლები მიწად ვარდება,
ისტორიაში ვინ შევა
ყველა თუ გადაგვარდება . . .

მადლი ხომ საწინდარია,
ზეცაში ბინის დამდების,
ჯვარი თუ საფიცარია
ჯვარცმა კი ზეცის გამღები . . .
მაშინ დაბრუნდეს წინაპართ,
წმიდათა უდრკი მეობა,
თორემ ჩაიხშო,განქარდა
სიმართლის მოწამეობა.

როგორ გრძელდება ვინ იცის?
რად გათავდება ბოლოს,
იქნებ ეს გზაა სიმწიფის
ლოდინის გზაა მხოლოდ . . .
გვეჩვევა მარადისობის,
უსასრულ ხვედრთა ხედი,
მემილიარდედ წამშიც ხომ
წყდება ვიღაცის ბედი ?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი