განახლება !

მევსება სისხლით ძარღვები,
მეც მათრობს დროის დინება,
სულში თენდება სამყარო
ხორცში კი ისევ ბინდდება.

გაძვირდა ზეცა სიშორით,
ღრუბლები მიწად ვარდება,
ისტორიაში ვინ შევა
ყველა თუ გადაგვარდება.

მადლი ხომ საწინდარია,
ზეცაში ბინის დამდები,
ჯვარი თუ საფიცარია
ჯვარცმა კი ზეცის გამღები...
მაშინ დაბრუნდეს წინაპრის,
წმიდათა უდრკი მეობა,
თორემ ჩაიხშო,განქარდა...
იესოს მოწაფეობა.

ბოლო ჟამს - თერთმეტ იუდას,
სიტყვა მიეცა მმართველის,
ვერ ხედავს მოსახლეობა
ოხ,რა ცოტაა - ქართველი !

როგორ გრძელდება ვინ იცის?
სად გა-თავდება ბოლოს,
იქნებ ეს გზაა სიმწიფის
ლოდინის გზაა მხოლოდ.

გვეჩვევა მარადისობის,
უსასრულ ხვედრთა ხედი,
მემილიარდედ წამშიც ხომ
წყდება ვიღაცის  ბედი.
კომენტარები (0)