1 252

სიყვარული


სიყვარული ის არ არის,
მიყვარხარო - ამის სულ თქმა,
არც ტუჩებით შეწებილი
ორი ფილტვის ერთი სუნთქვა.

სიყვარულად არ იწოდა,
გაძლება და ჭირით სულთქმა,
თუ ერთმანეთს არ იდარდებთ
და ოხვრაში დარჩით გულქვა.

სიყვარული ნუ გგონიათ,
ამ სიცოცხლის მავნე დრამა,
თქვენში ეჭვის მინდორია
და გგონიათ მელოდრამა.

სიყვარული ადგილს არ ჰგავს,
რომ ეწვიოს პილიგრიმი,
ის სისავსის გრძნობა არი
გრძნობა არც თუ ისე გრილი.

რაზეც დინჯად წერდნენ სხვები,
მეც მომინდა თქვენთვის მეთქვა,
სიყვარული არის უხმოდ
ორი გულის - ერთი ფეთქვა.
კომენტარები (1)

გიორგი ვასაძე სტუდენტი - 23.01.2022

ირაკლი.ლექსი: მდუმარე ბერს .გააქვს კიდე?