ურაპატრიოტიზმი
- გიორგი ბრწყინვალე 17 წელიწადი მონღოლებს ხარკს უხდიდა (დროსა და მშვიდობას ყიდულობდა) ! - დავით აღმაშენებელი 9 წელიწადი სელჩუკებს ხარკს უხდიდა (დროსა და მშვიდობას ყიდულობდა) ! - დღეს "ყოველი მეორე აკვნიდან გადმოვარდნილი ურაპატრიოტი" 24/7 - ზე რუსეთს აგინებს და უეცარი საფრთხის შემთხვევაში (საზღვრებთან ჩემოდნებით ხელში აცოლშვილებული დგას გასაქცევად) . ვერ გეტყვით რომელი ტერმინით მოგისვრიან საქართველოს ისტორიულ ნაგავსაყრელზე,იმიტომ რომ ყველაფერი მეორდება,უფრო მასშტაბურად . უშუალოდ გიორგი ბრწყინვალეს - ბებია (გვანცა დედოფალი მოუკლეს) - ასევე ძმა - ვახტანგ მესამე მოუკლეს , მამაც მოუკლეს - დემეტრე თავდადებული და საერთოდ,დინასტია ამოუწყვიტეს . ოჯახის წევრებ ამოწყვეტილმა ბიჭმა მოსახლეობა ამოწყვეტილი და ტერიტორიულად დაგლეჯილი ერი ჩაიბარა და ისეთი ტაქტიკური სვლები განახორციელა,რომ დღემდე კვლევის საგნად რჩება,საიდან და როგორ ასეთი სივრცული აზროვნება ასეთ პატარა ბიჭს . დავითს შეგნებულად არ ვეხები . ასევე სასხვათაშორისოდ ვწერ,რომ ერის გამამთლიანებელი გასაღები ჩვენს წმიდა და დიდებულ მეფეთათვის (დავითი,თამარი,გიორგი ბრწყინვალე) ყოველთვის ეკლესიის განწმედაში მდგომარეობდა . ამით იწყებდნენ - ერის ხერხემალს მეტასტაზებს აცლიდნენ,რომ ერი წელში გამართულიყო და ჰორიზონტის ცქერა მერე დაეწყო . თბილისის II საეკლესიო კრებაზე (1185 წ.) მეფე თამარმა კრების გახსნისას ბრძანა : “გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განხადეთ გულარძნილნი, იწყეთ ჩემ ზედა " (ჩემგან დაიწყეთ ეკლესიის წმენდა) . ნუ თვალ ასხამთ მთავართა სიმდიდრისათვის, ნუცა გლახაკთა უდებ ჰყოფთ სიმცირისათვის” . ასე მიჰყავდათ წმიდა მეფეებს საქართველო ტიტანურ საზღვრებამდე,ჯერ ზნეობრივად და გონებრივად,შემდეგ კი ამას ტერიტორიული მთლიანობა მოჰყვებოდა . აი ასეთი იყო ერის აღმშენებლობის,კულტურულად მოოქროვებისა და სულიერად ბრწყინვალების ხანა ! დღეს კი,როდესაც აღმაშენებელს ნატრულობ ადამიანი,მინიმუმ "დაღმამშენებელი" არ უნდა იყო, "შიდაოკუპანტი" - იგივე . არ გამომრჩეს კიდევ ერთი დასაკვირვებელი ფაქტი;რომ დიდგორზე დაცემული უკანასკნელი მებრძოლიც კი აღმაშენებელი იყო სინამდვილეში - დავითი თავი და კრებსითი სახეა . ბირთვიდან ამოიძერწებოდა ხოლმე ისტორიულად ასეთი პიროვნება . ამოდიოდა ბირთვიდან,ვულკანის კრატერიდან,ჯოჯოხეთიდან - ანუ მოსახლეობის ტყავიდან .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი