თამარ
რა დამავიწყებს იმ მზიან დღეს, იმ ლაჟვარდს ცისას, რა დამავიწყებს მზის სხივების გაცისკროვნებას, თითქოს ჩიტებიც სულ სხვაგვარად ასცილდნენ მიწას, თითქოს ჰაერიც სიამეს ჰფენს კაცის გონებას... ეს იყო ის დღე როცა მივხვდი ჩემთვის ვინა ხარ, მაშინ პირველად ერთურთს შეხვდნენ ჩვენი თვალები, იმ წუთს ვიფიქრე ნუ თუ მართლა მე შენ მიყვარხარ?! შენი ღიმილი მსგავსი იყო ფერიცვალების... იმ წუთიდანვე მაგ თვალების ვიქეცი მონად, შენმა ღიმილმა დამიამა მე იარები, ბაგემ კი შენმა სიტყვები თქვა ჩემ გასაგონად, ახლაც კი შენით მონუნუსხული დავიარებ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი