შენზედ იტყვიან...
შენზედ იტყვიან ნეტავ ვისია? შენი მშვენება, ხოტბის ღირსია, შენი თვალები,შენი ხატება მე ლაჟვარდებად წინ მეხატება. შენზედ იტყვიან რომელ კუთხისა, ვის დაჰკარგვია, ნეტავი ვისა?! მიწაზე მისი მსგავსი არაგვყავს, ანგელოზია უთუოდ ცისა. ასე კეთილი, ასე ლამაზი, ასე მორცხვი და ხალასი, გონთა მპყრობელი,გულთა მპყრობელი, და გამოხედვით დამათრობელი. სინათლის სხივი მზეს მოწყვეტილი, ლამაზ ოცნების ნაზი ასული, ცა მშვენიერი, ცა მოწმენდილი, შენი მშვენება ზეცად ასული. მწვანე თვალება,გიშრის თმიანი, ბაგითა ვარდი და ტკბილ ხმიანი, გულითა სათნო,გონით ჭკვიანი, ფრიად ლამაზი ადამიანი. შენზედ იტვიან ესე არსება, ვის შეიყვარებს ნეტავი ვისა?! თუმცა მოიცა, უკვე აძგერდა, ამ არსებისთვის გული ვაჟისა. მაგრამ რას ამბობს ბაგე მდუმარე, რად არ გააამხელს სათქმელს გულისა?! ნუთუ არ ესმის გაბმული ჰანგი და სიმფონია სიყვარულისა. შენზედ იტყვიან ნუთუ ვცდებოდით, ნუთუ არ ძალუძს მას სიყვარული, იმ ვაჟის გულის გვესმის გოდება, არღა აქვს ქვეყნად მას სიხარული. მიწად გართხმული თავის ბედს წყევლის, ღმერთსა თხოვს ამ დიდ ტანჯვის დასასრულს, გარდა იმისა ვინცა უყვარდა ვერ ხედავს ირგვლივ ვერცერთ სხვა ასულს. ამბობს რად გავჩნდი ადამიანად, ნეტავი ის დღე რად არ დაიქცა, როს დავიბადე შვილად კაცისა, როს ჩემი გვამი მიწად არ იქცა. მაგრამ მოიცა, ნუთუ ინათა, ნუთუ მზემ მათთვის გამოინათა, მიწაზე მძიმედ დაგდებულ ვაჟის წინ ანგელოზი წამოიმართა. თვალინი უსწორა თვალთა ვაჟისა, გაჰხადა იგი ამ თვალთა წერა, გული უსწორა გულსა ვაჟისა და გული მისი კვლავ ააძგერა, ხელი ჩაჰკიდა, წამოაყენა, ხელი მთრთოლვარე გულზე დაადო, მას ჩასჩურჩულა ყურში ჰანგებად, და სიყვარული თვისი გაანდო. ამიერიდან შენზედ იტყვიან, მას უპოვნია სწორი გულისა, სალხინოდ მჯდომნი კვლავაც იტყვიან: "დიდება იყოს სიყვარულისა".
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი