მ...ს
თუ მეგობარს ვერ ნახულობ და ამიტომ მოიწყინე, არ დაღონდე მალე მოვა სულ,სულ ცოტაც მოითმინე, იქნებ რა სჭირს,რა საქმე აქვს, ან ვის უნდა უთხრას რამე, იქნებ იმ ვიღაცის გამო კიდეც აღარ ძინავს კიდეც ღამე, რასაცგეტყვის დაუჯერე,რაც გულში აქვს იმას ამბობს, ერთი ვიღაც ძლიერ უყვარს და მის გამო ძლიერ დარდობს. მისთვის დათმო ყველაფერი,უარი თქვა თავის თავზე, ეჭვმა თვალი დაუბნელა, თეთრიაო ამბობს შავზე. ის გულქვა და გულბოროტი, გოგონაც ხომ არას ამბობს, და სატრფოის დაჭრილ გულსაც არ მკურნალობს არცა სწამლობს. მაგრამ ბიჭი ვერ წყნარდება: "უმისოდ არ გავიხარო, თუ მისგან არ არ მოვისმინო, ერთი სიტყვა: "მიყვარხარო" ასე ტანჯულს დარჩენია, რომ აფრქვიოს ცრემლთა ღვარი, აღარ ახსოვს მას არავინ აღარცერთი მეგობარი. ამიტომაც გახდა იგი "პატიების მათხოვარი", მაგრამ პატიების გარდა მას კიდევ აქვს სათხოვარი: რაც არ უნდა გითხრას მაინც,მასზე ნუ გაგეცინება, რაც არ უნდა გააკეთოს, ნურაფერი გეწყინება. ნურაფერზე გულს ნუ დასწყვეტ, შენსას ნუ მიაჯინდები, ასეთ დღეში ჩავარდნილსა ახლა სწორედ შენ ჭირდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
M...s?