მოდი, ისევ მოდი
მოდი,ისევ მოდი სანამ ცოცხალი ვარ, ისევ მომანათე მწვანედ თვალა სხივი, ისევ მომანათე მწვანედ თვალთა სხივი, მოდი ისევ მოდი სანამ ცოცხალი ვარ, მოდი, ისევ მოდი სანამ გული ჩემი შენზე ოცნებებით კვლავაც ისე კრთება, მოდი ისევ მოდი სანამ ფიქრი ჩემი , ისევ შენთან მოდის,ისევ შენით კვდება. მოდი, ისევ მოდი სანამ სევდიანი, თვალი სიბნელეში ისევ შენ გიყურებს, ისევ შენთან მოდის გული დარდიანი, კვლავაც ისევე ცნობს გზად შენს ნაფეხურებს. მოდი, ნუ მოუსმენ სიტყვებს უსარგებლოს, მოდი, ერთხელ ენდე გულის ნაკარნახევს, და რომ არ ვტყუოდი,და რომ მართალი ვარ, ამას შენი გული თავად დაგანახებს. მოდი, კვლავაც გითხრა უკვე გამხელილი, მოდი,გაგიმხილო სიტყვა დაფარული, იქნებ შენც გიყვარვარ,ამას რად არ ამხელ, იქნებ ჯერ არ არის გრძნობა გაპარული. მოდი, ისევ მოდი სანამ ცოცხალი ვარ, ისევ მომანათე მწვანედ თვალთა სხივი, ისევ მომანათე მწვანედ თვალთა სხივი, მოდი ისევ მოდი სანამ ცოცხალივარ. მოდი, შენც მითხარი ის რაც ჯერ არ გითქვამს, ის რაც მაგ ღიმილით მე ჯერ არ მიგრძვნია, ის რაც გულში გიდევს,ის რაც არ მითხარი, ის რაც მაგ თვალებში მე ჯერ არ მიცვნია, მოდი, გავამთელოთ გრძნობა დამსხვრეული, მოდი, დავივიწყოთ ის რაც წინად იყო, ანდა ოცნებები ქარებს გავატანოთ, კვლავაც უიმედოდ გული დავიწყვიტოთ. მოდი, ერთხელ მოდი თუკი გყვარებივარ, მოდი, თუ ისევ გსურს თვალი აგიხილო, გითხრა დაფარული ის რაც არ გცოდნია, ის რაც არ გცოდნია უნდა გაგიმხილო. მოდი,ისევ მოდი სანამ ცოცხალი ვარ, ისევ მომანათე მწვანედ თვალთა სხივი, ისევ მომანათე მწვანედ თვალთა სხივი, მოდი,ისევ მოდი სანამ ცოცხალი ვარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი