ვის უღიმიან სისხლისფერი ყაყაჩოები?
მათ ნაზ სხეულებს სიო არხევს კრძალვით შეხებით და მზის სხივები ფერს მატებენ წითლად ელვარეს. მათში სიცოცხლე სიხარულად გარდაიქმნება, მათი შემყურე ვერ ნელდება გული მღელვარე. სიოს შეხებით შეიგრძნობენ თავის სიცოცხლეს, უნდათ რომ წუთით დაგატყვევონ თავის ღიმილით და ეს ღიმილი ჩემს გრძნობაში მუდამ იცოცხლებს ვიდრე მათ სახეს არ შემიცვლის მწარე ტკივილი. მათ სილამაზეს ვერ ედრება სხივი მნათობთა და მათ მშვენებას ვერ დააჭკნობს მწარე დროები, მათი ღიმილი შევადარე ღიმილს მნათობთა, ვის უღიმიან სისხლისფერი ყაყაჩოები?.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი