ჩემო სამშობლოვ


ჩემო სამშობლოვ ლამაზო სხვა შენისთანა სად არი?!
ბებერი მუხა,ცაცხვის ხე,შენ ხარ მოხუცი ჭადარი.
ცა ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტი  სახელი არი ეგ შენი,
ეს სილამაზე შენ რომ გაქვს თვით ედემის ბაღს შეშვენის.

შენ ვერა გიყო მიწის ძვრამ, წარღვნამ და დროთა დინებამ, 
შენი ყოველი კუთხიდან  თაფლი,რძე მოედინება.
რომელ მხარესაც გავხედავ სამოთხის ბაღი მგონია და ვფიქრობ ეს რა ლამაზი  თურმე ქვეყანა მქონია.

შენს სილამაზეს აქებენ თურქნი,სპარსნი და არაბნი,
თვის გულსა და გონებაში შენს სახელს წერენ ქარაგმით,
დრო ულმობელი შენ გახსოვს რა ტანჯვა გამოგივლია,
მაგრამ ამ ტანჯვის მნახველსა სულ აღმართის გზით გივლია

შენს ცოცხალ სახეს ამშვენებს  კავკასიონის ნაკვთები,
შენ მტერს ყოველი ქართველი ხმალზედა შემოვააკვდებით,
გმირთა მშობელი შენა ხარ იქნები ასეც მგონია!
ეს რა ლამაზი რა ტურფა თურმე ქვეყანა გვქონია.

აქ დავიბადე და აქვე მიწაში გავდგი ფესვები,
შენ ძირს დაცემას მშობელო, ღმერთსა ვთხოვ ნუ მოვესწრები.
"ცა ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო,
ერთსა გთხოვ მე რომ მოვკვდები შენს მიწას მიმაბარეო".

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი