ჩემო, მე ასე არ შემიძლია...


მე შენ გაჩუქე ჩემი სიცოცხლე ჩემი გულიც კი შენთვის მინდვია,
მითხრა მოკვდიო და მე ვიცოცხლო?
ჩემო მე ასე არ შემიძლია...

ეს სიყვარული შენდამი წრფელი,
მაგ გამოხედვით ხშირად მიგრძვნია,
მითხრა მოკვდიო და მე ვიცოცხლო?
 ჩემო მე ასე არ შემიძლია...

შენი თვალები სულ თვალწინ მიდგას,
სიბნელეშიც კი ხშირად მიცვნია,
მითხრა მოკვდიო და მე ვიცოცხლო?
ჩემო მე ასე არ შემიძლია...

შენ ხომ არ გითქვამს არ მიყვარხარო,
მე კი ფიქრები არ შემიცვლია,
მითხრა მოკვდიო და მე ვიცოცხლო? 
ჩემო მე ასე არ შემიძლია...
  
შენ ჩემზე ბრაზობ მაგრამ გიყვარვარ,
მე შენი გულის ფეთქვა მიგრძვნია,
მითხრა მოკვდიო და მე ვიცოცხლო?
ჩემო მე ასე არ შემიძლია...

ვიცი გიყვარვარ მაგრამ არ ამბობ,
ფიქრები შენი მე შემიცვნია,
მითხრა უჩემოდ შენ იცოცხლეო?
ჩემო ასე არ შემიძლია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი