ღიმილი შენი


ღიმილი შენი,ნაზი და თბილი,
გამცემი შენი ყველა ზრახვისა,
ჩემ გულს ატყვევებს ჩნდება სურვილი,
სურვილი მხოლოდ შენი ნახვისა.

ღიმილი შენი ნაზი,ნათელი
ამრევი ჩემი გრძნობა-გონების,
ფიქრებს იტაცებს მაყვარებს შენ თავს,
გული სხვას არვის დაემონების.

ღიმილი შენი ნაზი,ლამაზი,
ღიმილი შენი სახის მშვენება,
თუ სიყვარულზე არ მიპასუხებ, 
უშენოდ ჩემ გულს რა ეშველება?!

ღიმილი შენი ნაზი და ჩუმი
მაყვარებს შენ თავს ვტყუი მე განა...
სურვილი მიპყრობს ძალზე ძლიერი,
 მაგ ღიმილს ვუძღვნა მთელი ქვეყანა.


ღიმილი შენი ნაზი და ტურფა,
მსურს რომ მაგ ღიმილს ვუძღვნა ვარდები,
მე რომ მიყვარხარ ასე ძლიერად,
 ნეტავ შენ გულს თუ შევუყვარდები?.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი