მოღალატევ...
მოღალატევ რასა გრძნობდი რომ სწირავდი შენსა მამულს? რასა გრძნობდი რომ სწირავდი შენსა ენას და შენსა რჯულს? მოღალატევ რად გაცვალე უცხო ჰიმნზე დედის ნანა?! დედამ შენი გაჩენისთვის თვალნი ცრემლით დაინამა. შენ სამშობლო უარყავი დაივიწყე გვარი შენი, შენი გული ქვად გარდიქცა ტანჯვად გექცა ყოვლი დღენი, მოღალატევ შენ არ გქვია ივერიელთ მიწის შვილი, მიეგებე შენსა მტერსა ხმალამოწვდილს ხელგაშლილი. რად გაჰყიდე ეს წალკოტი,რად აქციე სისხლის ზღვადა?! რად ჩაუქრე მტერთ შემუსვრის დიდი ჟინი შენთა ძმათა?! ქართვლის დედას რას ერჩოდი, რად მოჰფინე ცრემლი თვალთა?! რად მიჰბაძე სხვათა უგნურთ,გამყიდველთა და მტარვალთა?! მოღალატევ დაე გითხრა სალანძღავი რაც კი უნდა, შენ ხარ ქრისტეს გამყიდველი, სულმდაბალი, ხარ იუდა, მოღალატევ შენ არ გქვია ივერიელთ მიწის შვილი, მიეგებე სამშობლოს მტერს,ხმალამოწვდილს ხელგაშლილი. ყოვლი კაცი შენა გლანძღავს ყოვლი ქალი გწყევლის შენა, შენთვის ქვეყნად არღა არის სიკეთე და მშვიდად ლხენა, წლების შემდეგ კვლავ გახსენებს აუგითა შენი ერი, როს შენგამო ვერ იქნება შენი მიწა ბედნიერი, შეიცადე მოღალატევ მოგეზღვება შენი მალე, სატანჯველი შენ გულს დაწვავს და დაგფერფლავს დღეს თუ ხვალე, მოღალატევ შენ არ გქვია ივერიელთ მიწის შვილი, შეეგებე შენი ძმის მკვლელს, ხმალამოწვდილს ხელგაშლილი. მოღალატევ რასა სჩადი, შენ საქციელს ნანობ ახლა? რად აბჯინე თვალნი ზეცას რად აღაპყრე ხელნი მაღლა? ნუთუ ნანობ,ნუთუ სტირი, ნუთუ თვალთ გდის ცრემლთა ღვარი, ჩვენ შენდობა აღარ ვიცით, შენ გაგვხადე ჩვენ ამვაგვარი. ნუღარ ნანობ, ნუღარ სტირი, ნუ დაგვიდგი ცრემლთა გუბე, მაშინ ამას არ ნანობდი გამოგვღადრე ოდეს უბე, ახლა უკვე გვიანია და მაგ ცრემლებს ვერვინ ნახავს, ჩვენ ვახტანგი, სოლომონი,ჩვენ ერეკლე აღარა გვყავს, მოღალატევ შენ არ გქვია ივერიელთ მიწის შვილი, შეეგებე მტერს ურჯულოს,სულის წამწყმედს ხელგაშლილი. სინანული გვიან არის, შენ სამშობლო აღარა გაქვს, არც თვისტომი, არცა მოძმე, არც მშობელი აღარაგყავს, ვერვინ გეტყვის დედის ნანას ვერვინ მოგცემს სითბოს მისას, შენ ხომ დედის კალთის ნაცვლად შეეფარე კალთას მტრისას, მოღალატევ შენ არ გქვია ივერიელთ მიწის შვილი, შეეგებე შენს რჯულის მტერს, ხმალამოწვდილს ხელგაშლილი. ფუჭი არის ეგ ტირილი მოღალატევ ხომ გითხარი, ვაჟკაცობით მოიჩლუნგებ, ცრემლ დენაში ხარ მაგარი, მოღალატევ მეცოდები, მაგ ცრემლების არვის სჯერა, ეგ ცრემლები უსულ-გულო, ბავშვმაც კი არ დაიჯერა, ამიტომაც დარჩი ობლად, დასნეულდა შენი გული, ყვავ-ყორანმაც არა შესჭამა, შენი ლეში დაგდებული. მოღალატევ შენ არ გქვია ივერიელთ მიწის შვილი, შეეგებე მტერს სისხლისმსმელს, ხმალამოწვდილს ხელგაშლილი. თუკი არ გსურს მოძმევ ჩემო სატანჯველი ესე გქონდეს, შენი წყევლა და აუგი შენი მოძმისგან გესმოდეს, დაუფიქრდი,დაუფიქრდი სანამ ღალატს დააპირებ, დაუფიქდი მაგ ღალატით შენ თავს ავნებ,აატირებ, ამიტომაც მოძმევ ჩემო ნუ გაივლებ ღალატს გულში, ხელთავიდან ნუ ჩაიდენ, მოღალატემ რაც ქნა გუშინ, ღალატი ხომ საქმე არის სამარცხვინო და ღმრთის საგმო, ვინც სამშობლოს უღალატა წმინდათ, წმინდა ხატი დაგმო. ვინც ღალატი ჩაიდინა სატანჯველი მან მიიღო, მისი ლეში დაგდებული მიწამაც კი არ მიიღო. ამიტომაც დაუფიქრდი სანამ ღალატს დააპირებ, დაუფიქრდი, მაგ ღალატით შენ თავს ავნებ აატირებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი