არაბესკები


პოეზია     ლექსები  ციკლიდან _ "მავრი"! 
 
__*___
ავგუსტინ...
ეს მე ვარ ფაიდე.
აჩრდილი ჩავლილი კირთებით.
შენს ცოდვებს ჩემს მხრებზე გავიდებ,
აწ დამჭკნარ ტიტებით ვირთვები.
რომეო, მაგემე სამსალა,
კაპულეტს კვლავ ეტრფის მონტეგი.
აკლდამა შლეგ სნებას დამალავს,
უსიტყვოდ დაშვრება სონეტი.
ვილჰემით ვიწყები გრეტჰენი,
ვერტერულ ვნებებით ვმთავრდები,
რა მოხდა, მცირე ხნით ვიგვრიტე,
წარმავალ ჟამზეც ვარ თავდები.
მერი ვარ, ცისფერი მერდინით,
მუზათა სიზმრების მხილველი,
ბოლო ლექსს აუწყდა წერტილი, _
ცას, ეფემერული ფრინველი... 
 

უცხო ნაპირი 
 
უკვე იმედსაც ჩაუცვამს ძაძა,
სიკვდილთან ერთად ხელკავით მიდის,
საწუთროს ზარი _ დაღლილი ფრაზა
მიეთ-მოეთით, სათუო მითით.
დრო მაიძულებს, რომ მივიხურო
უდარიბაბო ყოფის დარაბა,
ბედს უჩუგლუგოდ ვეკირითხურე,
ვერც ღმერთად ვიქეც, და არც ბარაბად.
ახლა ახლოა სხვა სანაპირო,
წუთისოფელში დავყავი სტუმრად,
სხვა ზეცას უნდა ავესაფირო,
მიწას ვუტოვებ ხსოვნას სასთუმლად. 
 
 ვალენსიური დღიურიდან 
 
თითქოს მანტია მასხია ქარის,
იმხელა შვება იგრძნო სხეულმა.
თუმც თავქარია სურვილი ქალის,
ვერ დაიტია ერთმა რვეულმა.
მთის იქით ზღვაა, ზღვის იქით სევდა,
მე რომ ტალღებში მსურდა მეტოპა,
ნიჟარის ნავით თუ მიმარწევდა
და მირწყულებდა უიმედობას.
ავედაისე ღამის პაემანს,
ტარანტელობდნენ ქარში პალმები,
ვერ მაკარმენა იმ ესპანელმა
და კორიდობდნენ ცეცხლის ფამები. 
 
* * *
არ ვხუმრობ დღემდე რომ ევა ვარ,
სამოთხის ვაშლი მაქვს ნაგემი,
ვარანობს საწუთრო ავარა,
სამყაროს ამოთქმულ საგებით.
კალამი  ატყვევებს კალამბურს,
კითხვები ხილვებმა დაბურა,
იმ პირველ ცეცხლოვან ამბორით
გაიხსნა კოცნათა ~კაბურა". 
 
 ანტრაქტის შემდეგ 
 
ზაფხულია და მაინც მაციებს,
ვერ ვთმობ პოეტურ ვარიაციებს,
უფრო თამამად მოგართმევთ ფორას,
წლებს არ ჩავაცმევ შავ ანაფორას.
ავუქარიბდი დროის მაქციებს,
წარსულიც აწმყოდ გადავაქციე,
სიზიფობს წუთი _ წამით დევნილი,
მეც ვმოდერნიზობ ძველ ვოდევილით.
თუ ვერ მარულობს ხვალის არილი,
მოვიხსნი ნიღაბს ფერუმარილის,
გედის არიას ვიმღერებ მაშინ -
გთხოვთ გამაცილოთ მქუხარე ტაშით. 
 
 
 ზეციურ გაზაფხულამდე 
 
ციურ გაზაფხულს ვუფერავ ფარჩას,
გუმანი გემოდ აღარ მღალატობს,
გაღმა უმდილი მანდილი დამრჩა,
მეც ამა ქვეყნის ვგავარ კალატოზს.
ცაცია ბედმა მომანდო ქაფჩა,
მიწა საფლავად არ მებორცვება,
სადღაც ნაოში იმედი დამრჩა
და ვატან ქარებს ჩემს ბზე ოცნებას.
ხუთი კუთხიდან სურვილის გარდა
ერთი წერტილი ამოვიზმანე,
დრო მომატმასნის დაუმრკვნელ ფარდას,
კვლავ დაფეიქრობს ფიქრი მიზნამდე.
ყოფის საცერზე ნაცარი მჩარჩავს,
მაინც უიფქლოდ მატულობს ფეტვი,
გვირაბის ბოლოს ნათელი არ ჩანს,
ისევ უმუმლო მომავალს ვეტრფი. 
 
ინფანტა ფანტელი
   ამ ფრანტმა ნისლებმა იციან,
ამინდი ქუფრად რად გათვალეს,
ოცნება დაბურულ სივრციდან
მოიხსნის უნომრო სათვალეს.
თაკარა ფერიდან გამამდე
მანძილი ხილვადობს რუნდების,
მალაქთა სათქმელი გამანდეს,
ცივ ციდან კვლავ შენთან ვბრუნდები.
დავყვები ღამეთა ნამღვიმევს,
მოვლახე ტატნობი საფრენი,
უმრქვნელი ნაღველი აღვივებს
ღრუბელში ჩაფუთნულ საფუარს...
ნისლებმა ალბათ არ იციან
სიბილა დილა რომ გათვალეს,
ოცნება უნომრო სივრციდან
დაიბნევს დაბურულ სათვალეს. 
 
ციურ შიკრიკებს 
მებრალება თებერვალი,
ხან წყალია, ხანაც თიხა,
თავზე ზამთრის ცოდვა-ბრალი
აგურებად დაიტეხა.
მოარტისტობს შლეგი მარტი,
რიტორიკულ რეტრო ნოტად,
მოიკითხავს კარავს ნატვრის,
კვლავ ისესხებს დროს, _ იოტას.
აფეთქებამ კვირტი გათქვა,
ძუ სურვილებს აღარ სძინავთ,
ღრუბლის მაქვით, სირმის ძაფად,
მოდის ქოროდ, სევდის წვიმად...
უცებ ქუფრი ფიქრიც გაქრა,
ბაღი ღობის აზღუდს იკრავს,
დღემ იმატა მთელი აკრით, _
მამცნო ჩიტმა, ცის შიკრიკმა. 
 
 დედას 
 ცხადიერ ტაძრებს ვემშვიდობები,
ავედაფნები ეთერულ იფანს...
ქარი დაჰყმუის ყოფას გოდებით,
პილატე პეშვებს მერწყულთან იბანს.
თითქოს გაზაფხულს მობეზრდა მარში,
მორცხვ, მოცარტ იებს ცის იავნანა.
ხან უდაბნოა, ხან სამარია...
ვინ მითანაგრძნოს ეს სულთათანა.
დღეს მონატრების მდუმარე ბაქანს
განდეგილ დედის წამოცდა ლანდი,
მკრთალ მოგონების შორეულ მაქმანს
მისივე ხსოვნის ვუალით ვრთავდი.
რადგან სიზმარი ჰქვია ღვთაების,
დადუმდნენ მისი სუნთქვის ქნარები,
დამოკლე კვეთდა ყოფის ტაეპებს
სამყაროს თითო ამომთქნარებით.
ხმილვიან ხილვას კვლავ მივენდობი,
მზე მიდიაზებს სივრცის მკრთალ მაკმანს,
თავს დამნუგეშებს ზეცა შენდობის,
ვდედისეულობ სიცოცხლის აკვანს. 
 
 * * *
თუკი მომიხმობ, ფრთებს ავიაფრებ,
ქარს გამოვტაცებ სივრცეს საბლიდან,
დავემგზავრები აფრენილ რეფრენს,
ვერ დამაკავებს სცილა _ ქარიბდა. 
 
ნატვრის კენწერო
ეს ლექსია თუ ელექსირია?!
რომ ამაქარვა სიტყვის ქარავნებს...
და უპალიტრო ფერთა ვერსია
უცისარტყელოდ ამიკარავეს.
მიწა ურწმუნო, სისხლდანთხეული
ასჯერ დავტოვე, მოვედი კვლავაც,
სულთქმნა გამანდეს სამოთხეული,
ჟამმა უკარო გზა გამიკვალა.
ამიჩითილდნენ ქოთნის ლექსები,
უზენაქაროდ ვებრძოდი ზამთარს,
თუმც უსასოო ამ ესეებით
ვენიამორე ქიმერულ ამქარს.
ურიბირაბოდ გაკრთა ირიდა,
მდოგვის მარცვალსაც ხნულში
               ღრმად სძინავს,
დღე დაიღვარა ცა – საფირიდან
და ნატვრის ტოტზე დაიდო ბინა. 
 
ცხელი ზამთარი 
 ძვირფასო, ცხელი ზამთარი მიდის
შოთი გრძნობებიც ნუთუ გაცივდა?!
ჩამოუფქვია განგებას ბინდი–
აწმყომ იმედიც ჩაკბიჩა ციდა.
მოგონებები ცრიდა და... ცრიდა...
უავგაროზო ხმილვას შევეხე,
შევხავსებივარ წადიერს რიდედ,
ტრფობის ჭექანიც თავთ დავიმეხე.
ვაითუ გაწყდეს ის წვიმის თოკი,
მარტთან ტრელობა თუნდაც დამბრალდეს,
მწედ დაფიონებს მოვითივთიკებ
და გაზაფხულის ვიაფრებ მამბრედ.
         
 * * *
ნოემბერია,
მზე გადამწიფდა,
ზვინის აბზაცებს გააქვთ ართვალი,
ქარმა ზამთარსაც შემოსცხო სიფთა,
ძირს გაადინა ზღმარტლმა ზღართანი. 
 
ლაქარდანა 
 მოწურწურებს წყარო ცქნაფა,
ლაშე ენა აუქაფავს:-
ბუტაფორულ იასაო,
ჩამოვუწერ სიასაო.
არ მისტუმრებს სავლებსაო,
სამრეცხაო ვალებსაო.
შხეფი ვერ ამისვრიაო,
შუბლი დაიისვრიმაო.
მოკურკურე ნიავმაო
კაბა გაუნიავაო.
ხათუნასაც რა რჯიდაო,
უქმად რისთვის გარჯილაო,
ლექსის ჯღაბნით გართულა და
ზეცა დაინათლულაო.
გამაკვირვა წყაროკინამ,
სანამ ვყარო ცეცხლში რკინა?!-
-შევაჩეჩებ კალამსაო,
ავწევ ზავის ალამსაო,
ან გამოვწერ წამალსაო, _
აღარ მივცემ სალამსაო. 
 
 სიზმრად ორაკულთან 
 
დავესიზმრები მთვარის ორაკულს,
ღრუბლის სინესტეს შეიწოვს ტელფი,
ზეციურ ჰანგებს ვეკარაოკე,
მზის ზარნაშისკენ წამიცდა ტერფი.
დავცქერი მიწას, დაცვარულ ოფლით,
გაღვარცლილია ქერი და პური,
თვალი ანათებს საწუთისოფლოს,
უჯვრო მსჯავრით დუმს ზღურბლის ებგური.
ვეიალკალე ორაკულს სიზმრად,
ბილიკს ვასწორებ იმლიკი ხვედრით,
მირინოს ჟამმა ამომისირმა,
აწ აწმყოს სამწყსოდ არარას ვვედრი. 
 
  კარვების დღესასწაულზე 
 
რას დამაკავებს სიყვარულის ბარიკადები,
მიწიერ ვნებით დაგეშილი ლაჟვარდშიც  მომსდევ,
მზის სხივთან ერთად არასოდეს დავიკარგები,
თუმც სამუდამო მისადგუროს უდაბნო მოსემ.
ჰა, გამოვედი კარვიდან და ფრთებს ავშლი მართვე,
წვიმის სავარცხლით გრძნობებს ვვარცხნი,
ცის მადლის პოვნით,
თანანადებნი, უამქვეყნო ვალი არ მმართებს,
ქარაშოტივით მესამუმა გზნება პოეტის.
გზა საით მიდის? _ ჰარიჰარად ვერ გავცემ პასუხს,
ჯერ ვარ ისარი გატყორცნილი ზესთა ქორალში,
ვერ გადავუხდი ახალ აღქმას ძველიდან პასექს,
სარიტუალო რომც ჩამაცვან გვემის ოლარი.
მიწიერ ვნებით სივრცეებში თუ მაინც მომსდევ, ,
დღის სამოსელით შემეფეთე წარმართი მავრი
დაუურვებელ ტრფობის ცეცხლით შევივსებთ თასებს,
სანამ  წაგვლეკავს ყოფის წარღვნა ტკბილი კოშმარით. 
 
 წუთის სიმწიფე 
 
ვერ განიკურნა განგებამ წვივი,
კოჭლობით მიჰყვა დღეთა მჭევლობას,
ნათურა მთვარე ცას გადაეწვა,
გულს იჭვის სირმაც ესამჭვალება.
დავუცდი... დარდის სიმწიფეს ველი,
ეგებ თავისით მოსწყდეს ავად ხეს,
კვლავ ამიმწვანდეს წუთის წიფელი,
შურის სამსხვერპლოს სისხლს არ დავანთხევ.
ცას კარვად გავშლი, ქარს ვიხომალდებ,
ბორჯღალიც ეგებ სხვა გზით წავიდეს,
რომ ვარსკვლავებით ახავდეს ხომლი,
მეც გაზაფხულის სხივებად ვწვიმდე. 
 
შაგრენის ტყაოსანი 
 
ისე მიყვარხარ, რომ უნდა დაგთმო,
რის ვეფხვის, .. .შაგრენისტყაოსანო,
ეულ ღამეს შევთხოვ, _
სასთუმალთან  აქ    მო...
ამომტრედებულა ტრფობის საოსანო.
კარვობს მონატრება სამსხვერპლოზე,
სანთელს შევაბღავლებ ცალ რქას,
ბროლის ოცნებებსაც შენით ვამსხვრევ
გითმობ უდილეგო ცარგვალს.
რა ვქნა, დავამიწო სიყვარული?
–სამყაროს მეხი არ დაჰკრას,
ყალმით მექიშპება აკვარელი,
ვერ თმობს მონატრების საკრალს. 
 
ქარის მეგზური
“მომეცით მასალა და შევქმნი სამყაროს”.
                                             ე.კანტი    
მთვარის სიზმარი დაფლითა დილამ,
დღე დაბურული ქარივით მქირსლავს,
ქარმა საწუთრო ამიუმდილა,
ვინ გვამია და ვინ სიბრძნის ქისა...
მოგონებების იფეთქა კვირტმა,
ხსოვნის ყლორტებზე ცხადიერს სძინავს,
თუმც კანტი-კუნტად კანტის კირკიტმა
ის თქვა: რაც ლაოს, _ “დაო დე ძინმაც”.
ბრძმედი სამყარო გვარძნილ ტყავს იცვლის,
მას განახლების საყვირიც გვამცნობს,
ალის სიმძიმეს აწონის ცვილი?
ვერც ძალისხმევა გვხმობს სამამაცო...
მზემ ცა დააგზნო...
               სადა ხარ მავრო!
ამ უზმნო კითხვებს არ მაზიარო...
ყოფა დე მიწას დაეყავაროს,
ბედიც მიწვევდეს - სალაზიეროდ. 
 
აქ...
აქ ისევ ღამეა და სული დევნილი,
ფიქრები ნისლებთან ორგიებს მართავენ,
ნაცილი ოცნების ლანდივით მანდილი
უსივრცო ზეცათა ფრთამალი მართვეა.
ვინ არის მოთავე? აწმყოა მოდავე!
დუმილი ადუღებს უტყუარ სიტყვას
ეს ურდო ცნებებიც  დილემებს ბურდავენ,
ტყვიით დაგეშილი ტკივილის ტყვე ვარ...
კვლავ იტყვის მავანი, რის ავან-ჩავანი,
გარდა ბორკილების მონა კარგავს სხვას რას?
შორია სამებით ავსილი სავანე,
უცნობი ცდუნების სახრავი მსახვრავს.
პოეტურ იმედებს კითხვები კოდავენ,
ტატნობმაც აკრიფა კამარა კაბა,
დღე-ღამის წრიალში მივწვდებით ქორალებს?
უმრწმესი წუთები სიცოცხლეს კაფავს...
ვიგემებ ვაზის სისხლს,_ყოფის საკართანოს
დაგზნებულ სიზმრიდან აისი ღზევდება,
აღვადგენ დავრდომილ სხეულის კართაგენს,
მიწიდან სიცოცხლის ზეფრენა მზემდეა. 
 
 მას მერე... 
 ენეკნა ევა ადამის წესს,
ცხოვრების მაცდური ხირაულით,
ბგერებმა ფიქრები ვერ დამუწეს, _
აკუწეს ხილვები ფარული.
მას მერე... კამათობს კამათელი,
იუღლებს კართაგენს სოდომი,
ისამოთხებდა კი  ნატამალი 
ქალწულად შებერწებულ ადამის?
–როგორ... ან სადამდის?! 
 
ბედის თასმებით 
 ციკლოპი მთვარე თვალს მიხამხამებს,
მის ელამ მზერას ვერ ვემალები,
ქარმა გახედნა ქურანა ღამე,
ცას შეაბერტყა ღრუბლის ნალები.
ოლოლო... უკან რა დამაბრუნებს,
ვერ დამაკავებს სივრცის თასმები,
შენთვის გავთელავ უდროო რუნდებს,
ზღვა გალაკტიკებს მივეტმასნები.
ვინ მიმამკემსა ბედის სარჩულზე,
ან რად მმასპინძლობს ყოფის თალარი?
თუ დავასკუპე კითხვა ალჩუზე,
ანკესს მოჰყვება არსი მთავარი...

თებერვლის დილა 
 დღემ ლაინერი სიზმრის დახია,
ზეწრად გაშალა ღრუბლის ეტრატი,
თუკი გაწვიმდა, მასზე ახია,
თავს რას დამაცხრა ქარ-ტერტერათი?
არა კმაროდა? ის ფინფლი სევდა, _
კბილდაკრეჭილი ბედის კარედი?!
ვიცოდი განა? თუ მომისევდა
კვარტეტ კირთებებს მეფის კარეტით?
მეც შევიფერე, ტანზე მოვირგე,
პლისე ნისლების სიასამური,
მისტერიიდან მომტირის კირკე
და მინადირებს ტრფობის ამური.
ვარ სანაპირო... წინ ზღვად მზე ღელავს,
მედუზა გემებს მომავლის ველი,
კვლავ აღმოხდება ღამეს სახელად _
დილა და ყოფის გზა გასავლელი. 
 
 უტყვი ლიტანია 
 უტყვი ნეტარების ფარდებს შევეხიზნე,
ჩემო გაზაფხულო, უნდა მაპატიო,
ხედავ? მიგატოვე, მაინც შეგელიე,
ვპოვებ საალერსოდ ვარდის სიმპატიას?
თუმცა, ის ჩემს საფლავს თავის ნებით ამკობს,
თითქოს გულშიც კი აქვს დაკლანჭული ფესვი,
სრაა, _ სასახლეა, მშვიდი ეკლის კუბო,
ტრფობის საკართანო ცხელი სისხლით შევსვი.
სულის აღსარებას ზეცა იზიარებს
ვარსკვლავ სამყაროსკენ შურდულივით მიჰქრის,
ისევ ჩამოჰკრავენ ზამთრის მწუხრის ზარებს,
თეთრი ფერის სივრცე ავირჩიე ლიკრის.
როგორ ვიმყოფინო ღრუბლის ნედლი ადლი,
მგზავრის ბედით ხსოვნა თუ მეაივნება,
უნდა ავიტანო გულუხვ მიწის მადლი,
ახალ დასაბამის, რომ მიუფლოს ნებამ. 
 
* * *
ხელთათმანივით მესროლე... მატი!
გავსარმე სვლა და გზები გავკვერე,
უცებ გამოვდე შენს კოცნას კვანტი,
მეკობრე ვნებას “ავეჰაკერე”. 
 
* * *
სად მიტუსტუსებ ნიავო,
მაგ ფარატინა ფლოსტებით,
იყუჩე, აღარ იავო,
ავ ქარს ნუ აედოსტები.
რად იზლაზნები  ღრუბელო,
ღამეს ნუ დაუზავდები,
მზერა შევკაზმე უბელო, _
წყალზე მე გაგეგზავნები. 
 
მე და შემოდგომა 
 
ფოთლებს ბოტკინივით შეხვდათ შემოდგომა,
ღრუბლებს დაუპყრიათ ზეცის სისადავე,
ჩემთვის გვიანაა ახლა რამის გმობა,
ვტოვებ ნამდგმურალ და აულ მისამართებს.
  ვიცი სულერთია ყოფის უვერტურა,
საწოლს შეწითლული თრთოლვა სიყვარულის,
წამი ნაწამები წლებსაც დაემდურა,
მთვარე რემეს უყეფს-ყოფის ყარაული 
       ბედს კვლავ გამოიწვევს ჩემი ირონია,
თუმცა რელიქვიებს ვანდობ სიყრმის  ტიტრებს,
თუ ამ სტრიქონებში უტყვი მინორია,
ხანგრძლივ ღამეების გზებზე მივუთითებ.
 
პანაცეა 
 რა გიწყალობო... არც აღარა მაქვს,
ურცხვ პანაცეამ მარტო დამტოვა,
პაიკი პიარ ყვავის ტუზს მიაქვს
და ანარცისებს ნამქერთა თოვას.
   თუმც ეს ფუეტეც ნისლია ტბების,
გედის ბოლერო _ ბოლო ბალეტი,
ვერც სალონური ვალსებით ვტკბები,
დუელში მიწვევს ბედის ვალეტი.
   ოცნებაც დაჭრეს ცამეტი ტყვიით,
აკორდი ტოვებს ნოტებს ოქტავის,
ყოფა ყიამეთ სამყაროს ტყვეა
და სამსალების მასმევს კოქტეილს. 
 
* * *
გავსხალი ღამე, სულ მისხალ-მისხალ,
ჩამოვაწამლე ცას ვარსკვლავები,
მითხარი რამე... შიშხინებს გული,
შემომაცურე მხრებზე მკლავები...
ლეგა სიტყვები სულ ფუჭად ვკინძე,
საწოლს წაწლური სწყურია ბოდვა,
ჰა, საბოლოოდ ვიხსნი საკინძეს,
გიფენ გაშლილ თმებს და,  ვიხდი...
_ ბოდიშს! 
 
ვით ცის მანანა 
 
გზა ისევ ცისფერ სამყაროს ეძებს,
იქნებ სიზმრებმა მაცნობოს სად ხარ...
ოდესმე მზემდე ზეაღსვლას შევძლებ,
ახლა ჟამს ვუხდი მიწიერ სახადს.
  კვლავ ვერვის ვანდობ როდეო ვნებებს,
ამ ქართა დოღში პასკვილებს ვნასკვავ,
ვერ ვეგრანელე სუროგატ სნებებს,
სულის სივრციდან არეკლილ ვარსკვლავს.
    ამ პოეტური პალიტრის ფონი
ფარული ფიქრის ნეგატივს სახავს,
ცას უნდა შევწვდე მშვიდ სიმფონიით
და ვიმანანო სხვა გარდასახვად. 
 
* * *
ნახევრის ოთხზე სხეულს დავტოვებ,
ავეფრთოსნები დღესა თუ ღამეს,
მთვლემარე ლეთა ამინაფოტებს,
ამიაისებს ცა მოსისხამე.
     წუთებს და წამებს წავაცლი ისრებს,
დროს უცვლელ სივრცეს ჩამოვაცილებ,
ჩავუსახლდები ზეციურ სიზმრებს
და უზესკნელო მიწას დავცინებ... 
 
 სევდის ტაძრამდე 
 
სულს ვერ აწონი...
სული _ სულია!
ვერ ეგუება დროს და სამანებს,
და იქნებ სული ღვთის სანთელია,
ჩვენში რომ ნათლობს ზეცის სავანედ.
  ხვალ ჩვეულ ტკივილს დაველოდებით,
რა გადასწონის ტანჯვას პინაზე?!
შემოვიმსხვრიეთ სიმწრის ლოდები,
გაგვეღიმება იმ  ფლიდ  ფინალზეც.
   ნუ ბედუინობ!
სველ უდაბნოში ამოვიშენე ქვიშის კელია,
მოდი, მოვძებნოთ ოაზისები
ცხადის სიზმრებში თუ არ გველიან.
   იმ სევდის ტაძარს ვერ მივემხევლე,
ღვინის წარღვნიდან ვივსებ ამფორებს,
გაინავარდებს სული _ ფერია,
ყოფას  არყოფნად  გადააფორმებს.
   ჟამს უჟამობა აემდურება...
 ზეცის დარბაზსაც  ნებით დავტოვებთ,
კვლავ  დავბრუნდებით წუთის მდგმურებად,
სულიც დაითმენს  ყოფით  ატომებს...
.....მანამ კი,  სანამ      ხსოვნად   მათოვენ
სევდის ტაძრამდეც მოვალ... მადროვე.

* * *
ღამე კვლავ ლექსად გადავათეთრე,
ვაორლესულე ბგერა მახვილი,
ეს რა მესიჯებს ვუგზავნი ღმერთებს,
ასე უმწეო და თავდახრილი...
   ცა ისევ დუმს და ვარსკვლავიც ბჟუტავს,
კენტ ეტიკეტად ჰკიდია მთვარე,
ცქვრილა  ოცნებაც კი გამებუტა,
ღრუბლებმა თავი რომ მოიმთვრალეს. 
 
 * * *
სადღაც აქ ახლოს
ჩამოვარდა ვარსკვლავი ციდან,
ვძებნე... ვერ ვნახე, ზომით იყო სულ ერთი ციდა,
ხომ არ გინახავთ?!
მისი პოვნა იცით რად მინდა?!
ციურ ოცნების ასრულებას იგი დამპირდა... 
 
თეთრი თილისმა 
 პურივით უნდა დავტეხო რითმა,
მონატრული ვარ თეთრ ლექსს და ღამეს,
გაუფერმკრთალდა წლებს ბზინვარე თმა,
თვით სნობი სევდა დავიმუღამე.
თავდავიწყების თაკვერი შევსვი,
თუმც მახარებდნენ საეჭვო მაჭრებს,
მიზარნაშებდა ცის ებანს ზევსი,
სიცხადის დახლთან სიზმრით მევაჭრნენ.
შენს სარეცელზე წამექცა ღამე,
ამიჩითილა ვნება მუნარი,
სიზიფესავით ზე დავიდაღმე,
ტვირთმა დაბეგრა წონის უნარი.
ამ თეთრ ხმილვიდან თეთრ ლექსად ვიქეც,
დილამ დაღვარა ღრუბლიდან ხსენი,
დოვლი! _ ჩამესმის, დოვინ და დოველ...
მუზის თილისმა კოცნით ავხსენი.
არ ვათრევ ყურით რითმისთვის სიტყვას,
ვერ ვესესხები მარტს რეტრო რიტმებს,
თუ ჭორფლიანი ყოფა გამრიყავს,
ავიქარიზმებ ტრფობის ქარიტებს. 
 
 ტრაქტატი წვიმასა და თოვლზე 
 
1.    წვიმა
    ცერა-ცერად, კანტი-კუნტად,
    წვიმა იწყებს ჩვეულ კამათს,
    ალვამ ტოტი აკანტურა,
    შეეგუა ცის ამანათს.
    სანამ სულ არ გავლუმპულვარ,
    მივუხურავ კარ-ფანჯარას,
    ბინდში მოჩანს მთვარის ლუპა,
    ქუჩაც ციცქნა კაფანდარა.
    უმალ მინის ზედაპირზე
    წკაპაწკუპი იწყებს კანკანს,
    ვითომ რიტმებს იზეპირებს?
    საკურკუროდ მოკამკამდა?!
    ბედს ეწერა ენის წვერზე
    რაც ჩალხანა, ის ალხანა,
    ფიქრმაც იწყო დგომა ცერზე,
    ღრუბლის მიჯნა გადალახა.
     
 2.    თოვლი
ცრიატ-ცრიატ, ნება-ნება
ბარდნის ისე, გზა აღარ ჩანს,
თოვლს რას ვერჩი, თავნებაა,
გუნდა ლექსმა ამიჩარჩა...
ბუხარს ცეცხლი ასჩეჩვია,
ნაკვერჩხალი აკვარანცხდა,
შენ რომ დარდი შეგჩვევია,
საფრთხობელას მოჰგავს რაცხა...
თეთრი ნოხი გაგიშალე,
არაკი ვთქვი ამ იმლიკით,
ფანტელებმა წაგიშალეს,
გასაქცევი გზა _ ბილიკი. 
 
 შუშის პირამიდა
(სუვენირი საწერ მაგიდაზე)
დავეძებ რითმას
ერთ წერტილში ვპირამიდდები,
მუზის ონკანი უსტრიქონოდ
ხახამშრალია,
რამპა პარპარებს, ვეღარ
მშველის პირამიდონი,
ახლა წინწყარო გადამარჩენს
ან მაფშალია.
მიწის სხეული ვერ მამძიმებს
და მივლაჟვარდებ,
ქარმა ფოთლებთან შერიგება
ნებით ინება,
თუ ამაცეკვებს, ამოკენწლავს
კენჭიან დარდებს,
ქალის სამხილიც უთიბათვოდ ამეზვინება.
დღემდე წარსულით  ნეფერტიტად
ვაწვიმ ფარაონს,
მივათრევ აწმყოს, უსაწვავო
საბედო ბიდონს,
უპრიანია, აპრილები ავიმარაო,
სანამ ტკივილებს ჩავაყლაპებ
აბ პირამიდონს. 
 
 
ოცნებიდან გაოცებამდე 
 ამოუწყვია თავქვეშ ხელები
ჩემს ოცნებას და ბავშვივით სძინავს,
ცხადი კი თან მდევს ხველებ-ხველებით,
ივლისის მზემაც ძლივს გამიცინა.
ვერც ქარებს ვუხმე...
ბაბუაწვერებს გადაუშლიათ ფუეტე ფატა
ჩემზე თავნება ბედის ნაწერებს
ჰარი ჰარალოდ, ფეტვივით ვფანტავ...
რაც არ უნდა ვთქვათ, ბოლოც ეს არის, _
საფლავის ბორცვი დადგება მცველად,
თუმც ზეციური ვარ ემისარი,
მაინც მაოცებს ვარსკვლავთა ცვენა. 
 

* * *
მიშრიალებს შემოდგომა,
თავზე ზვინი დაუკოსავს,
ეზოგება ზამთრის გმობა,
ქაჩალ ხედებს ნისლით მოსავს.
აფრუტუნდა საკვამური
სახორხიდან ქშინავს, ხრჩოლავს,
რითმა ლექსის აკვარიუმს
ითხოვს თავის დასახრჩობად...
როგორც იქნა მოვიცალე,
ჯინის ბოთლში მამწყვდევს ბოღმა,
სანამ ღამე ჩამოვცალე
ბორჯღალი  მზე ამობობღდა.
ბოლო იყო უარესი,
მუზამ ქიმი ჩამიკვეთა,
ლექსმაც _ როგორც სამურაიმ
ხარაკირი გაიკეთა... 
 
 ტრფობის რიფებზე 
 ეს რა ბრძოლაა, თუ ანგარიში
დაუძლევლობის ისევ ფრე დარჩა,
რისთვის მოვიხმე შვიდივე რიში,
ან აფრახსნილი ჩემი ფრეგატა?
უკვე ვაქიშპე საშველად ქიში,
აზრთა ჭიდილიც დიდხანს ვერ გასტანს,
თურმე მაჯიბრა ჯებირებს ქვიშის,
დოსტ სურვილებსაც მითვლიდა დასტად.
ვინ დამიწესებს სხვა ნომინალებს,
თუ აუცხადდა ნატურში ნატვრა,
ოღონდ კოცონი კოცნის მინავლდეს,
ისევ სტარტერი აიღოს სტარტმა.
_ მაშ, რისთვის ვიხმე შვიდივე რიში,
აფრებახსნილი ჩემი ფრეგატა?! 
 
იკებანა...
კვრინჩის მდელო მოხრუკულა,
იკბინება მზეკაბანა,
ვარდკაჭკაჭას, მელიკუდას
კონამ მორთო იკებანა.
ავუსრულე ლექსსაც ნატვრა, _
ვეკაპიწე რითმის ფოცხით,
სადედოფლოდ მივუსტავრე
სამარაო მინდვრის ცოცხი...

* * *
მშვიდი შემოდგომის იერს
ნებსით გამოვსტყუებ ერთ წამს,
ყოფას ყმუილამდე მშიერს
ვუწნავ მონატრების ლერწამს.
წლებით ნაწუმწუმებ ჭაობს
ეს დღე დაეფინა ლორთქო,
ჭირთა ნასუფრალი ჭარბობს,
ვეღარ მაქიმერებს ოქრო.
მაინც ვაჩხრიალებ ბამბას,
ვსვლეპავ შემოდგომის სურვილს,
სხივთა ნარჩენებით ვლამბავ
ნუკვას –შემობურულს ურვით. 
 
 ნანა გაბუნიას 
 სამოთხის სადგომზე ღრუბელი ნანაობს,
ყოფასაც ხომ ხედავ, აქვს ყინჩი სამხილი,
იქიდან აქამდე სულ ვსულთათანაობთ,
რა ვაშლი, რის ხურმა, ვიგემეთ სხვა ხილი...
ქიმერებს დაუთმე აგუნას ლაგუნა,
გაშალეს საკრალურ კდემათა კარავი,
იმ ყავის ჭიქიდან, ბედმა რაც გარგუნა,
ხან ქვიშა დარჩა და ხან სულაც არავინ.
წყალნი კვლავ წამოვლენ, ყველა წრე იხსნება,
შენს ხეზე ბარტყულა ბუდეც ხომ ნანაობს,
სიტყვებით შეგამკეს მზის მუზა-მისნებმა,
გამად რომ გაგვანდო, გაბუნა ნანაო! 
 
 
   

ულალა მამბო
          სომერესტ სანტოსს 
 ნიავმა სიმღერით არაკი მამცნო,
უმ სათქმელს თვალებით უთქმელად ვამბობ,
თითები თეძოზე ფარულად ანცობს,
მალულად ნუ მეტრფი, ულალა მამბო...
პალმების მარაო ირაოს ლამობს,
ღამეა ბოლერო, მთვარეა მანგო,
სურვილი სურვილებს გადავალამბოთ,
ბუნგალოც გაგვართობს, ულალა მამბო.
უმ სათქმელს მშიერი თვალებით მანდობ,
ფიესტას ფიასკო, – კოცნათა ამბოხს,
მაცდური ღიმილით არაფერს ვამბობ,
ულალა,  ულალა,  ულალა მამბო!.. 
 
 ნაცარქექია ვნების ანატომია 
         ადამს–ევასაგან....
 
თითქოს სიზმრად გამომეცხადე, _
და ზმანებიდან აზმანე ცხადი,
ამეცხაურე თვით მეცხრე ცამდე,
ვითარც სიტყვა და ღვთის განაცხადი.
 მერე მიწიერს შეეხე გამას,
ხან კაცი იყავ, ხანაც კენტავრი.
მინას არ ჰქონდა მრე ამალვამა,
მარტივ მამრავლად აცერი მავრი.
 ბაბუაწვერას ცრიატს აჰყევი,
ბედსაც შეუნდე, – რაც არი, არი...
უარჩევანო ყოფა აყეფდა,
ვნებას – უფუტე ტრფობის ნაცარი.
 არ გეკართანე ერთ მუფარახად,
ვერც შერიგების ვერ გშველის ნეკი,
– ხელახლა რომ არ იქცე ტალახად,
ჰა, დაიბრუნე ნაკლული ნეკნი. 
 
 ზამთრის ბრალი  
უსტარი ვერ გადავწერე,
დარდი შევკარ ზამთრის  ბოხჩით,
დეკემბერი შემოსულა,
ნაბდითა და  თეთრი ჩოხით.
 მავრი ღამე დაბალეტობს,
ყელს მიყულფებს თოვლის სარმით,
ძველებურად ვარბალეტობ
ვესტერნული რკინის მასრით.
 ბედთანა ვარ ბარი-ბარში,
არა ვჩივი: უხ, ვახ, დრონი...
თუმც დაბლაგვდა სიტყვა ბასრი,
დაერწყულა ფიქრს  მირონი.
    არც წარსულ წლებს დავწუწუნებ.
მომავლისაც არ მაქვს ვალი.
აწმყო აშრობს ყოფის წუმპეს,
–ამდინრებს დროის წყალი.
  მაგრამ ახლა ეს განწყობა.
არის მხოლოდ ზამთრის ბრალი?!-
ვურიგდები ხვედრს და მყობადს,
შენზეც!
  ბედზეც...
       თოვლზეც  მწყრალი.... 
დევის ქალივით
 
 
ისე ვექადნი ვაჟასა, თავი არ გამაბერტყინოს,
 ჭიად შემიჩნდა ლაჟვარდსა,
 გული ჭმუნვით რო მეტკინოს.
 ვაი, ისეთ დღეს დავაყრი,
 თვლებ ელეთები ცვიოდეს, 
ბედიც შესტვენდეს ავყია.
 სიქაც ნაბუნდღად ეწოდეს.
 ასე ზარტეხილ-ნაგვემი- 
ჩემს აჩრდილს დაახარხალებს, 
ეს რა ვაშლი აქვს ნაგემი, 
დევის ქალივით ვხარხარებ…
 
 
სხვისი ცოლი
 
 
შემოდგომამაც გამოიმარტა,
 ზვინებს მოაპნევს ყოილთ ნაფიფქებს, 
ალბათ, თავისთვის ქორწილს თუ მართავს, 
ზამთრის ძაგძაგი ვის არ აფიქრებს?!
 ქარმაც შემოსცხო დიმპიტაური, 
ფოთოლთ მაყარნიც შემოფათხუნდნენ, 
მე არ მომადგა კარს ბედაური?!- -
ეს სხვისი ცოლი, არ გამათხუეს???


(ღიღინო ცახურს- ნუგზარ ბერაძეს)
•	ერთხელაც ალბათ ისე გავაფრენ…
•	.. -ფრთების ამოსხმა მომეჩვენება,
•	 სივრცე მინისლავს აფრიან ელფებს, 
•	მერნად აწყვეტილ დროთა ჭენებას…
•	 მონატრებული მიმიხმობს ზეცა, 
•	ისე ვით მიჯნურს,-რჩეული სატრფო, 
•	მარაო ხსოვნას,- წარსულში ვკეცავ, 
•	ცხადის კარიბჭეც განვლიე მარტომ…
•	 არყოფნასავით სიცოცხლეს ვითმენ, 
•	ირაო გზნებით რაც რამ მთენია, 
•	ბგერებს სიტყვების შევასხი ფრთები,- ა
•	ზრთა რეფრენი -ჩემი ფრთებია…




პოეზია ციკლიდან :  “ლილიტ!” 2007–2010
                                    ყინულის სასახლე
                             (ტარჯეი ვესოს)
P. S.                                        ეს აღთქმის უსტარი _ თოლია ლივინგსტონს...
                                                          შეხვედრის ნიშატი _ საღამოს ოთახი.
 
                        მიხმობენ...
იქ! - სადაც არა აქვს წამს რიყე
და სადაც მუდამ ჩქეფს საწყისის ჩანჩქერი,
უსაბლო, თავნება ქარებმა წამიღეს,
ამ მუდნე თვალებით მოლოდინს გავცქერი.
     უოცნო ხილვებში ფარული დალდეა,
სულშიაც დავმუწე მზიანი ზამთარი,    
ორეულ ჩრდილებში ვარსკვლავი დავლანდე,
ყინულის სასახლეც აკლდამად მზად არი...
          ის სივრცის ცრემლია, უკარო კარავი,
სარკასტულ სარკეთა უსახოდ საოხი,
გახსოვდე... მარტო ვარ, არ მდგმურობს არავინ,
რექვიემს მიქარვებს საღამოს ოთახი.
          გპირდები, შევხვდებით ფრთე თავისუფლებით,
ზღვა ზეცა გვიზიდავს, უცხო და ეული,
არ ელით სადგური ვერცხლისფერ თოლიებს,
მერწმუნე,  მიწაზე მძიმეა სხეული.
   კანდელზე დილამდე ბილილებს სანთელი,
 რიბრაბოც სივრცემდე შიშვლდება ხვალამდი,
 ეს აღთქმის დუმილიც გალღვება სათმენი
 და თოვლის ღიმილიც... ნახვამდის! ნახვამდის...
                
უკვდავება
(გულის დედოფლის პოემის მითიდან) 
 დაგვათენდება საგუნდრუკო ოქროსფერ მურით,
ვით ტკბილი ოხვრა  აღმოხდება მზე ცვილის სივრცეს,
წმინდა ალერსი ღამეული, ზემიღმიური,
ესალბუნება თბილი ლტოლვით ობოლ სიცივეს.
            ძვირფასო! მუდამ მენატრები, დაუსრულებლივ,
დავდივარ... ვეძებ შენი სუნთქვით გაჟღენთილ ღამეს...
კედლიდან ჩემდა სანუგეშოდ ჩამოსულები _
კრთიან სულები და უშენო უკუნეთს რთავენ.
          ვარსკვლავებს მიღმა შევძლებ შეგხვდე, ვერ გაგიმტყუნებ
დაუღამებელ კუნძულებთან აღთქმულ პაემანს,
ჩვენ ვგავართ ცეცხლში მოლიცლიცე სინათლის ტყუპებს,
ვინც განვუცხადეთ უკვდავება გულის პოემას. 
 
 
 ვარსკვლავბიჭუნას
            ჩათბუნებული ხორბალივით გაღივდა ეს დღეც
და საკრალური მთვარის სარკე ნებით იმტვრევა,
ზმანებაც თითქოს ჩემს ზღაპრებში თავის თავს იზღვევს,
თუმც, ჟამთასვლისთვის, წუთისოფლის მიწის მტვერი ვარ.
მაგრამ, ვარსკვლავი ცაზე მრბოლი ჩემს გულშიც წყდება
და ზამბახების საიდუმლოც ჩემშივე ჰყვავის,
ეთერულ ზღვიდან ამოხეთქეს, იხუვლეს წყლებმა,
მთის ექოსავით მეც გამოვცემ ჩანჩქერთა ხავილს.
 ჩვენი  წარსულის იტოტება  ფესვი თუ ნამხე,
    და ველით  ტბათა ლურჯ ველებზე ლოტოსის გაშლას,…
ვერვინ  შემადრის უცხო ზეცის ღრუბელთა ნამსხვრევს,
ვერც სიტკბოს შხამით ვერ დამათრო სამოთხის ვაშლმა.
ალილიტებულს, ხელს ჩამოჰკრავ სხეულის სიმებს,
სიშიშვლე ხორცის გალაქტიკის ბინდბუნდშიც კივის,
და თუ სიკვდილი კვლავ დაუსვამს სიცოცხლეს მძიმეს,
ავიდარბაზებთ ზეცის კარვებს იდუმალ კიბით!.. 
 
 


მზიანი სიზმარი 
 სხეულებს სული აპერგამენტებს
და ასამოსლებს აპკის პერანგით,
მზიანი სიზმრის მზერით გამენდნენ
საგალაქტიკო არქიპელაგნი.
  ამ სიჩუმეში რა ხმები ისმის,
ზეაღმტაცი და ზესხივოსნური?!
აიფრთოსნება გუმბათი ისლის
სხვა ზეცისა და წინკარის სხვენზეც...
               მანამ სიზიფეს თავგაბეზრებით
ხარისებრ ვიტან საწუთროს სახრეს,
დროს დავუფინე არაბესკები,
წარმავლობიდან რაც გამოვსახე.
         რომ სხივის ისრად მწვერვალებს ავცდე,
მწედ მოვეფინო მწყურვალ ნაპირებს,
ავეგრიგალო პროტუბერანცებს,
ეგებ სიკვდილთან შევპირაპირდე.
      რომელი ზეცის ჟღერამ გამანდო
ეს მელიმური პარტიტურები?!
მეავგაროზა ვუალით ლანდის
მთვარე  ფერწერის  მკრთალი ტიტრებით.
                  რადგან შენ გესავ თაღზე შუქურად,
შეწევნად ჩემდა სუფევად არსობ,
არ მსურს უშენო სუნთქვა შიკრიკად,
ღამე უმზეო და უალერსო...
              მსურს, უგუმბათო ტატნობებს ავცდეთ,
უდაბნოს ზღვების სფინქს-პირამიდებს,
ვეპარტიტუროთ პროტუბერანცებს
და აღდგომაში შევპირაპირდეთ!.. 
 
მარტოობის თალამონი 
 მიხმობს მარტოობის მისტერია
ნების იდუმალი გახელებით,
ზეცა აღარ იცვლის ინტერიერს
ერთხელ ამოთქმული სახელებით.
   ნუკვით ვენაპირე სამყაროებს,
არსთა გარდასახვის პანტომიმით,
ბგერა სიტყვით გაშლის მარაოებს
გზნებადანაღმული ატომივით.
   ყოფის უფსალმუნო სამოსელით
ვსტუმრობ წუთისოფლის თალამონებს,
პეშვებს ცას მივაწვდენ საესაოდ,
შევთხოვ თანაგრძნობის თანალმობებს. 
 
 გპირდები...
 ლოდინმა დაადნო ვნებათა თითბერი,
ბაგეებს ამბორის აღმოხდათ ტიტები,
ბუმბულთა ფრთის აშლას სახავენ თითები,
მზის წნულზე მქრალდება ასტრალის ტიტრები.
            რაც უფრო შორით ხარ, მით უფრო გცილდები,
ბადისებრ მოვქსოვე ბოლერო ბინდები,
ქარებმაც მულენის მოირგეს წინდები,
მომძებნი, მიპოვნი... მპირდები, მპირდები!..
           სარკმელთან ჩასაფრდა უმთვარო უკუნი,
წარსულმა გამანდო მომავლის თიკუნი,
დავარცხნილ გრძნობებით ქვასავით ვფითრდები,
მოგძებნი, გიპოვნი... გპირდები! გპირდები!.. 
 
 ის   მელის! 
 ნისლის პენუარს გაიხდის ღამე,
გადმოშლის მთვარის ოქროსფერ დალალს,
ერთ სურვილს ჩუმად ავისისხამებ,
ქმრისათვის, თუნდაც... ნიშნავდეს ღალატს.
   ის მელის, მელის ხატებად მერის,
დემონით, ჟინით და ზღვა კირთებით,
უკვე გადასცდა ალერსი მერმისს,
მისი მკერდიდან კვნესის კითარა...
  ინესაც მე ვარ, და ვარ, _ ავგუსტა,
ყველა კურთხევამ ერთად იდარა.
ის მოაგელვებს მერნისფერ მუსტანგს,
თავისუფლების ელდორადოებს,
პაჟებს, ბანოვანთ, ცრემლიან უსტარს,
როდეოებს თუ ტორეადორებს...
           ის მელის, ... მელის ...
              ზმანებად მერის...
                    საზეციერო მარმარილოთი. 
 
  სულის რტოებზე 
 ხემი ჩაუწყდა მწუხრის მაესტროს
და გარიჟრაჟი შლის ცისფერ აფრებს,
ააფორიზმებს ბედი ფაეტონს,
ზეცად შესაპნულ ღრუბლიან ქაფებს.
     თუმც ამ ბუნდოვან ბანოვანებით
კვლავ უვერთეროდ მოვიწყენ, ლოტე,
სიტყვის სამოთხის წნულ ანბანებით
ღვთიური გზნების სუნთქვით დამლოცეს.
     მზე კვლავ აღმოხდა სივრცის როიალს,
ეს სევდაც სატრფოს იერით მტოვებს
და ვუფენ ფერხთით ცის ამ არეალს
რტოებს სულისა _ სალილიტოებს. 
 
 ღამის მეჯლისი 
 ღამემ გამთვალა და მთვარეც მიწვევს,
თითქოსდა ვალსის მოუნდათ ცეკვა,
მეც ავენისლე წვიმების წვივებს
ცისკრის მირაჟით ,- მიმწუხრის ერქვანს...
         ო, ეს სამყარო რარიგად ბრუნავს,
აივუალებს მეტამორფოზებს,
მძივად ასხმული ვარსკვლავთა ბროლი
სხივად ირეკლავს ციურ ოფორტებს.
           საბანთებანოდ მოირთო არე,
პუანტეებმაც ფუეტე გასთქვეს,
სიზმრის მთიები აიმაკრამეს,
აფარვანებულ  მირიად მართვედ.
          ღამემ გამთვალა და მთვარეც მიწვევს,
თითქოსდა ჩემთან ისურვეს ცეკვა,
წვიმა ისხამდა უხილავ წიწვებს
და ეხლებოდა ეთერულ ეკრანს.
 
ტრფობის მაგია 
 ნუღარ მიყურებ იმ სარკმლის მიღმა,
სულს რომ მიმღვრევენ ხსოვნის გედები:
ღამემ უკუნიც ამომიგმანა,
უორეულოდ დავეხეტები.
            ზმანება არ ჩანს, ... შენც იგვიანებ!
ამინდიც მიწვევს დანამდურევი,
თრობად მიიქცა ტრფობის მაგია
ვნებანაწური ნანდაურებით.
         ეგებ ცივ სივრცეს მთვარე წამოსცდეს,
უროიალო ქოროს – ფუგები!
 შენც  მიგზავნიდე წარღვნება კოცნებს
ვნების კოცონთა დაფუფქულებით. 
 სივრცის თაბახზე 
 სადღა წავიდე... თეთრია ღამე,
ფითრივით სევდა მინამავს თვალებს,
სვეს, ნათრიაქალ დღეებს ვუხამებ,
თვის მთვარეებმაც თვლემით გამთვალეს.
         მალე ვარსკვლავი დამისვამს წერტილს,
ზღვა მოთმინების საზღვარი მოჩანს,
რისთვის მერგუნა ქარები ცეტი?!-
ბოლო ერთი აქვს ამაყს და ოჩანს.
       ცის თეთრ თაბახზე მივლამბავ სტროფებს,
ვერთქმული სიტყვა მთის ექოდ მაწევს,
აწმყო წვავს ყოფის გარდასულ ტორფებს
 და იმეორებს   CD-ზე ნაწერს. 
 
  წუთნაქმარევი 
 წყალს ისევ წყალი იზიდავს,
სხივს,- სხივი ამომზევების,
ჟამს შეემზითვა იზიდა,
მითებმაც დაბზნეს ბზეები.
       ამოეხეტნენ ხევიდან
მოტაშფანდურე ქარები,
ხვედრს ავედევნე მხევლად და
დროც მტოვებს, წუთნაქმარევი.
         რომელი კაჟის ქვა მე ვარ
ან გასასხლეტი ჟაკანი,
მომწკმუის ბედი მწევარი,
მატყვევებს მიწის საკანი.
         არსთა მანანა თუ ვილმე,
სიცხადეს შევეკალმები,
საწუთრო ავიდილილმე,
დავტოვე ნისლის კარვები.
     რადგან... წყალი წყალს იზიდავს,
თვალი _ თვალს, ქვესკნელს _ ზესკნელი,
დრომ გაამზითვა იზიდა,
წუთია წუთზე მკვნესელი. 
 
ბგერათა ატომი 
 ქარებო... ქარებო...
სადა ხართ? მომყევით!
სიცოცხლის მაგემეთ ლეწვა და ზანზარი,
ჩაჰბერეთ საზურნედ ღრუბლთა ლოყები,
ქშინავდეს უცეცხლო გზნებათა ხანძარი.
         გრიგალთა თარეში, სულების ყივილით,
რუხ ტაძრებს აცლიან იდუმალ საბურველს,
დილა მზეს შენატრის უმწეო ჩვილივით,
თვალთმაქცობს საწუთრო წუთთან მოსაუბრე.
         ქვესკნელით განიღო აღდგომის კარიბჭე,
სხეული ამიწებს მიწიერ სარკოფაგს,
ახალი სამოთხის მებაღე _ ყარიბი _
წმინდა ნეკნს ულერწავს მთვლემარე არყოფნას.
          თუმც... ჯერაც ღამეა, მრუმე და უძღები,
ბგერათა ატომი _ მეტყველი დენთია,
დასაბამს სასრული ქარაგმად წინ უძღვის,-
ღვთიური მარცვალის ნაყოფიც ღმერთია! 
 
 იდუმალ სატრფოს 
 მევიოლინე სიოს სოლოა...
ფოთოლთა ფრენით, აფარფატებით,
სევდის ვალსები უსიმბოლოა,
ცით დაფენილი ნისლის ფატებით.
         ურექვიემოდ მიგვასვენებენ
და  არყოფნაშიც  ვრჩებით ცოცხლები,
რა   დაანაყრებს საწუთროს  სვავებს,
ან  ტყვე  იმედებს   ჟამით  მოცელილთ.
          მოცარტოვნების ისმის ფუგები,
ტანჯვა მასათა – კერპი გენების,
უფსალმუნებო ფთე ქარბუქების,
ყოფის დაფდაფით, გეჰენეებით.
            საბედისწერო აბოდლერებით,
გიშრის ტბებით და შავი ტიტებით,
ავხორცი ვნების, თრობით ბოდვების,
სვე  სატრფიალო აფირფიტებით...
          ისევ  შენს  სულთქმას ველილიტები,
        მიმზევ ზენარსთა  სიტყვის  ფიქალით,-
ამიფრთოსანე ცა ლილისფერი,
უსაზღვრობაში  შემიღე კარი!
                                    ჯორჯ გორდონ!... 
 
ერთ საიდუმლოდ 
 ჩემო ძვირფასო...
ნუ მწერ შორიდან,
ჩვენ გალაქტიკის ზღაპრებშიც ავცდით,
იქნებ მიწისთვის არც კი ვშობილვარ
და ვარდისფერი სხივი ვარ კვარცის.
     ჩემო ნუგეშო! ერთმანეთს ვეძებთ
საუკუნეთა სხვადასხვა ჭრილში,
და ვგავართ სანთელით ჩანასკვულ ძეწნებს ,
ბანთაბანება საწუთროს ჩრდილში.
       კვლავ მპოულობდი ხელისცეცებით
მაშინ, _ ნიავს თუ მანინოს ღრუბლის,
და ჩაგესახე  არსთა ცვილებით,
დავტოვე ზეცის გუგათა ზღურბლი.
        დავაგვიანე...
დაწერილს ჩემთვის
სისხლით ნაპკურებ კრებულთა უსტარს,
ვკითხულობ...
    ვტირი...
        და მე... ვით ლემი,
ვერ ვთმობთ  ჩარაზულ საბედო ურტანს. 
 
 *    *    *
ყოფის ქალამნები მიჭერს,
ხვედრი მოვიზომე სრული,
ლოცვა სინანულად ვიბჭე,
კენტად მეკუნტება სული.
   მიხმობს ულუჯესი ზეცა
ფაფარაწეწილი ღრუბლით,
ლექსი მონაზონად მკვეცავს,
ბედის  აისბერგობს ზღურბლი.
    ჟამი უჟამობას ნაცრავს,
მრავალს ამთლიანებს ერთში,
სულთქმნით ვაღივღივებ მარცვალს,
ვთანაშემოქმედებ  ღმერთში. 
 
*    *    * 
 ზეცა ჰგავს ყინვის სასახლეს ზამთრის,
გათოშილია ბაღი სამოთხის,
ვერ ვეგუები განგების კაპრიზს
 ყოფის  ქარების  უმწეო მოთქმის...
      მაგრამ... მიწა ხომ არსია ყოფის,
 სივრცისაც გვერგო სინათლის ადლი,-
 სულშიაც ტრფობის ბარღნარი ჰყვავის,
ვით ღმერთებისთვის მიძღვნილი მადლი. 
 
 არყოფნის საზმარი 
 თითქოს დავტოვე სხეული,
პეპლისებრ გადავფარფატდი,
ზღვარი ჩნდა გადამსხვრეული,
ღრუბელთ ფიტულებს ვფანტავდი.
             ყოფა სიზმარი ყოფილა,
ჭრელი ქაშმირის სადარი,
სოფელმა იოფელია,
დაფერა ხილვის საფარი.
          უდაბნოს ცხელი კენჭივით _
ქარმა წამიღო ხავხავით,
-დრომ დამიკიდა კანჭებზე,
მიწაც შემირჩენს ხახვივით.
         დღემ პირი ამოიკემსა,
თვალნი დაევსო ქარგვაში,
მზერა ვერ მოიკესანა,
ჩაეგო ღამის ქარქაშში.
    აპრილებს მიველამპარე,
აღმართად მექცა დაღმართი,
არყოფნას გამოვეპარე,
ჩემს წილ სამყაროს დავნათი... 
 
 თოლია ლივინგსტონს 
  ჯონათან!
თითქოს ტალღებს ვნებდები,
თითქოს ფრთებს ვერ ვწევ,
    ლურჯ ზღვარს რომ გავცდე,
მეცეკვებიან მრუში ვნებები,
ბოლო წვეთები სისხლის რომ გავცე.
        ისევ მრე მითრევს ჟამის მორევი,
ვით მაგნიტური იონის ველი,
რა დამრჩენია აქ, -ორევუარ,
თუკი გზა მზისკენ მაქვს გასავლელი?
          ხანდახან, როცა დაღლილ ფრთებს ავწევ,
ყოფის ნაჭდევი ჭრილობა მტკივა,
და ძალისხმევის ცათამბჯენ ამწეს
გადავცემ გზნებით ნაბოძებ მტკაველს...
            ბრძოლიდან ვიწყებ ხელახალ ბრძოლას,
იმედი  ხვალის ისევ რომ აღდგეს,
მთვლემარე თვალი იღვიძებს ბრძნული,
ზენარსთა  ტრფობა ვერ აღმიგავეს.
  აჰა, მივფრინავ...
        კვლავ ვკვეთავ სივრცეს,
ნათელს მივყვები სიცოცხლის მიღმა,
სადავე სულის სამანებს მივეც
თავისუფლების და ფრენის მირქმად. 
  საწუთროს ქაშმირს 
 ბედის  ქაშმირო! აჰა, გნებდები,
თეთრ ხელთათმანად მოვირგე ღამე,
შავ როიალზე თეთრი გედები
დეკორაციებს ლანდებად დგამენ.
            შენ, დილის სხივო, ჯერაც არ იცი
მრუმე კედლების სახვრა და მახე.
ვერც მთვარის ისმენ ვნებიან სიცილს
 ვერც მის ორეულს უწოდებ სახელს.
           რომ სხვა გემო აქვს სიტკბოში ტკივილს,
ტკივილს კი სიტკბოდ ვით აქცევს ზენა,
მდუმარედ ისმენ ქარბუქის კივილს,
ცის  ბგერებს სიტყვად რარიგ ქმნის ენა...
              სინათლის იქით სხვა სინათლეა,
სხივთა სამეფოს გზნება და ნიში,
ლამის დამათროს რძით ამალთეამ,
ნუთუ   კაც-თიხის ნეკნიდან ვიშვი?!
        უნდა დაგნებდე,  ჩემო  ქაშმირო,
ხელთათმანივით მოგარგე ღამე,
მიწამ საზომად ზღვა იარშინოს,
იცვლიდეს დღეღამ ცის მოსასხამებს.
            ახედე! მზიდან მზე ამოვიდა,
ციდან _ ცა, ღამის გუგიდან _ მთვარე.
ეს ყოველივე იშვა თავიდან,
და არსთა სულის ახალ გზებს რთავენ. 
 
გრაალის მცველი 
 ეს სიკვდილამდე ერთ სიკვდილს უდრის
და აღასარების საგუმბათოებს,
ან ერებოსულ დაღდასმულ ურდოს,
დღე ქვიშის ფერფლად რომ დამათოვეს.
          სხივით ნაპკურებ ცვარს მპირდებოდნენ
ანგელოსები და სალოსები,
იმ უკანასკნელს ერქვას პირველი,
ვინც იფრთოსანა მზის სამოსელი;
         ვინც დრო გაკვერა უკვდავებისთვის
და წინ აღუდგა ომების წარღვნას,
სათნომყოფელი ნუკვა-ვედრებით
ზეცა და მიწა ვინც გადაძარღვა.
          - ის გარდასახავს ზესკნელად ქვესკნელს
სიტყვას ნაყოფად დაათავთავებს,
ააგალობლებს ნუგეშით მკვნესელს
და დასასრულში ჰპოვებს სათავეს.
           მანამ, სიკვდილი სიცოცხლედ ღირდეს,
სამარადჟამო გზის გამოწვევად,
აწმყო, საწუთროს მყოფადად ღვრიდეს
და სანეტარო მადლის მოწევნად. 
 

ვნების კარვებით
 ორქიდეული იდუმალებით 
 ვაარქაულებ არქიპელაგებს,
გუნდრუკებს ვუკმევ საწყისის აკვნებს,
სარკმელს ვუქოლავ სიზმრის პელაზგებს
და გეცხადები ცხადიერ აკმედ.
მადლიერება მოჰგავს რძის ჩანჩქერს
და ტალღოვნებას სულის პოემის,
ხინჯი ყოფისა ხიწვად არ ჩამრჩეს,
ან სატფურება ამო ბოჰემის.
მსურს, ისევ შეგხვდე,
                 თუნდაც მიწიერ
ან ზემიწიერ გარდაკვეთაზე,
გელოდებოდე მწვერვალის მწირი,
ჟამიჟამ ვეღარც დრო ვერ მკვეთავდეს.
ქარივით ვშლიდე ღრუბლის სარეცელს
ძუძუ ბორცვების სასთუმალების...
 ოდეს  ევამდელ ვნებად გაგეცნე,-
ორქიდეული იდუმალებით...     
 
 
მხოლოდ სინათლე 
 უცებ შენი ხმა ვერ გავიგონე,
ტყუპი ტემპები ერთმანეთს ჰგვანან,
დრო სულ სკუპსკუპით ავისტრიქონე,
ვერ შევაჩერე დღის განდაგანა.
რემად ფერებმაც იხუვლეს ერთხმად,
უპანტომიმო პლასტიკა მიკვირს,
როგორ შევრჩები ხეს ფოთლად ერთხანს _
ღამის მეჯლისზე მივყავარ სიკვდილს.
ამ უსალოსო სამოსელს ვიცვლი,
მინდა დავუშვა საწუთროს ფარდა,
აღარაფერი მრჩება სახსოვრად,
აღარაფერი _ სინათლის გარდა... 
 
 სისხლის ხელწერა 
 ღამეა... მაგრამ მაინც ვთენდები!
სულის სიბნელის საკრალში ვიშვი,
კანდელს ეცემა ცვილის ღვენთები,
სტალაქტიდური იერის ნიშნით.
და მირამორად შეფანტულ მძივებს,
სასულიეროს ვარსკვლავთა თაღის,
ვუტოვებ სიტყვას დაუხსნელ მძევლად
უგრავიურო სახების დაღით.
ჩემი ვარსკვლავიც შევტყორცნე ზეცას,
გულის ლავაში ამოვლებული,
გზადაგზა ხვედრი გრაგნილებს კეცავს,
მთვარის ქორალში მივანებული.
ფიქრის ბაღნარში ეს აზრიც ჰყვავის,
გარდენიული სურნელით თქმული,
საოქტავებო ვუალად ვყავი
მუზა, ჰეტერულ ვნებით აღქმული.
სივრცის კალკიდან იმედებს ვიწერ,
მიწის მოსავალს ამოვმკი აწვე,
ყოფამ ხელწერით ვერ დამივიწყოს,
საწუთროს ტრფობაც მზის მზემდე ამწვდეს!.. 
 
 ლეში
(`ბოროტების ყვავილებიდან~) 
 
როტონდის კაფე...
ქშენა სულების...
მრე ოხშივარი კაეშნურ ყავის...
ლანდები ბთენით გადმოსულები,
ხსოვნის სამოთხით, მარად რომ ჰყვავის...
შარლ...
    კვლავ ღამეა გიშრული ისე,
ტბის მიმოტალღულ პანტერა ტანის...
სულიც სიზმრეულ  მზით დაისრული
და ფანტომურად სვე-ანატანი.
      _ მადამ, თქვენც აჩრდილს მიგიგავთ სახე...
–ჰო, მარადიულ ღვინით დავთვერი...
–მაგრამ ეს მხრები,  ზედ  კულულთ მახე
ბედს რას უქადის ცის ავთრათებით?
       –არც რას... და მაინც
            ძვირფას სხეულის
გვამს დასევიან მიწის მატლები...
-ხედავ, ამ ბოდვას რა მოჰყვა, ბოდლერ,
საცნაურ მსჯავრით თუ მიმადლებით?!
წლებს სვავი ჟამი წუთებად კორტნის,
 როგორც ნაუბარ, ნამღერი  ბგერის,- 
  გაღებულია ბოლო აკორდი,
და  ანგელოზთა ბუმბულთა  ბღერიც...
            ეს რაპირული სიბასრე ენის
ვეღარ უტოლებს ორ ნიშას საზღვარს,
სულს სამსალური მიჰყვება სენი
და ისაკლისებს ხორციელ ზვარაკს. 
 
          სხივთა სავანე 
 ცით შეპყრობილი –ზეცამდე მივალ,
ვერ დავამიწე განცდა ეული,
და სულის კანი ისევე მტკივა,                            
როგორც სხეული სამოთხეული.
ვეღარც სიცხადე აღმიქვამს ცხადად,
შევენაკადე ხსოვნის მდინარეს,
სხივმა ოცნებად გარდაქმნა სცადა,
მეც  ერთ აკორდად  ავემდიდარე.
ავემდინარე... და სიტყვის კონებს
მეწამულ სხივებს ვუწნავ კოცნებად
თავისუფლების უფლებას ვმონებ,
ცეცხლით ნაპკურებ უკვდავ ოცნებას!.. 
 
  გეზის გარეშე 
 ისევ ასწია სულმა აკორდი,
მზერით შეაღო სიტყვათა ტალა,
უაფროდ, ყოფის დავტოვე პორტი,
ღმერთი შორსაა, ახლოს –სატანა.
დე, ამ მგზავრობას ეწოდოს ფრენა,
უშუქურო და გეზის გარეშე,
დავტოვებ ღრუბლის იდუმალ რეფრენს,
ქარად ვიქცევი მიმოთარეშედ.
და თუ იმედი იმიმინოებს,
თუ მიქორწინებს ნათელი ტალღად,
დავუფენ მიწას ცის მანინოებს,
გავცემ დაგროვილ საუნჯეს ღალად. ...
 
სატრფიალო ეპისტოლე 
 მე შენ მიყვარხარ! ისე ვით ლილიტს,
იმ სუნთქვით, რამაც შეძრა ყოველი,
და ეთერული საუნჯით, თლილით,
გაცოცხლებულა დღის სამყოფელი.
სხვა აღდგომისთვის ვქსოვ ახალ სხეულს,
ცას შევაგრაგნე გველის პერანგი,
ცეცხლში ალივით ვიყავ ცხებული
ცოდვის დამღით და ყოფის სვირინგით.
ძვირფასო, განა არ მეღვიძლები?!
განა ვერა გგრძნობ ერთ-ხორც და ერთ-სულ?!
მაგრამ ევაც ვარ გამოღვიძების,
რაც გვაშორებდა ჟამიჟამ ერთურთს.
მაინც ხომ შედგა დიდი შეხვედრა
ცისა და მიწის გარდაკვეთაზე,
ჰიმნად ქცეული ტრფობის ვედრება
ავაცისკროვნეთ სულისკვეთამდე.
მე შენ მიყვარხარ, ვიდრე სხეულად,
ვიდრე ადამად დაბედებამდე,
სამყარო რამაც ააცხაურა
აღსაზევებელ დაბადებამდე.
მე შენ მიყვარხარ უწინ და მანამ,
ვიდრე სამოთხის ანათემამდე
ცვარს გვიპკურებდა პურად მანანა
დაღამებიდან გათენებამდე...
მსურს, კვლავ შეგიგრძნო, როგორც სისავსე,
ვით სიმრავლიდან სულთქმნა ერთამდე,
რომ სასოებით ამაოსანო
ზე-საქორწინო გაღმერთებამდე!.. 
 
                   

 შენი სახელით...
 აწ ვეღარ ვიტან წვიმების კანკანს,
ვერც გარდენიებს ფანჯრის რაფაზე,
ახლა ფიქრი ვარ ნამზე კამკამა,
 ქარებმაც ნისლი  შემომაფარეს.
        სამყარო  იქსოვს მზის სხივით სურვილს,-
მეტყველ სივრციდან  სიცოცხლეს თესავს,
 მიმიქათიბებს ციტატად  სული,-
 ვარსკვლავურ  არსით ზეცად რომ ესავს..
          როგორც თოლიამ, მალე ძალიან
უნდა დავტოვო საწუთროს სკორე,
გეჰენიიდან ქვე მიმძახიან
მიწაც  ლაჟვარდით ვერ  ამოვქოლე.
           ყოფიდან ისევ ვიქცევი სიტყვად,
სიტყვის ფსკერიდან  ლაკადა  ღვინოდ,
დე,  მზის ამოსვლას აღმოვხდე  უტყვად,...
სიცოცხლემ  ჰანგად შემომღიღინოს...
           
 ტოტიდან ტოტზე 
 შეუძლებელს მხდის...
უნდა გავექცე...
ან გავარიდო თავი ამ გნიასს.
ვტოვებ გრძნობებით დაჭმუჭვნილ ვექსილს
და ბაგედამსკდარ თეთრ მაგნოლიას.
       მიწიდან უცებ ზეცად შევსახლდი,
ტოტიდან ტოტზე გავცვალე ბინა,
განწყობა აღარ შემრჩა მისხალი,
სარკისებური დღეც დაიბინდა.
              ამ მარტოობის გაბმული გამა
უშენო ხარისხს უმატებს გრადუსს,
ვერ გამოსახავს არსს ამალგამა
და შერჩა დაფას ერთი სვლით გარდე...
          უნდა განთიადს ავესისხამო,
წინკარიც ეგებ გაიხსნას უცებ,
ისე ახლოა გულის ციცაბო,
კაცს  შესაძლოა, ფეხიც დაუცდეს.
        შეუძლებელს მხდი...
უნდა გაგექცე...
ბოლოს  ყველა ცდა იქნება გვიან....
ვტოვებ გრძნობების გაფლანგულ ვექსილს
და ბაგეგახსნილ თეთრ მაგნოლიას. 
 
 `პირველად იყო ქალი...~
(სუად ალ საბაჰ)             
 
უკვე ბინდია, ზეცაც გაბანეს,
მთვარე მიძვრება ღრუბლის საბანში,
ბეღურასავით სმენა გავნაბე,
ლექსებს მიკითხავს სუად საბაჰი. 
 ნუთუ სურვილებს გაუდით ყავლი
დღეღამეული გზის ქარავანში?
და იდუმალი სისხლის ყივილით
ჰულაგუც მიცდის ტრფობის კარავში.        
 უნდა მის მხრებზე გამოვნაპირდე,
დავტოვო დედა-პლანეტა მიწა,
იქნებ მარტოკა წოლას აპირებს,
ევას კანონებს არაფრად იცავს?! 
 შემოვეხვევი კოცნის არშიად,
ის კლავიშია, მე _ როიალი,
მაგრამ შაითან!  
ყველა კაცშია,
დესპოტი, როგორც შაჰრაიარი. 
 უკვე თენდება, ზეცა გაბანეს,
ცაც იზმორება ღრუბლის საბნიდან,
გერმის ბალიში ცრემლით დავნამე,
ვიშეჰრაზადე  დრო საბაჰიდან... 
 
ახსნილი ტაბუ 
 ერთ საიდუმლოს ამოვბეჭდავ ვარსკვლავთა  ნებით,
გაცხადდებიან ზიარებით ზეცის  ბაღები,
ცად ელვასავით რაპირულად გამკრთალი ნიმბი
შეაკრთობს ღამეს  მირამორულ  მიმოთაღებით.
        ეს უნდა მეთქვა წვიმის ხმით ან  ნათებით მეხის,
ნელ ხმათა ნატიფ ჟღერადობის ციურ ჰანგებით,     
სანამ სურვილთა ცთუნებანი ისევ თავს მესხმის
და ოცნებანი პირმოთნეობს გრძნეულ განგებით.
           მხოლოდ შენშია მოყვავილე სივრცის თალარი
თვით სამოთხეც კი, მიმქრალი თუ ხორცივით ცხადი,
 საუფლო სულთა,- უსხეულო, ნეტარ ფრთამალი
არსად გამანდე მეცხრე ციდან მეათე ცამდი.
          სალი კლდესავით ბედის წარღვნით ვარ გალუმპული,
ო, სიყვარულო, ბევრიც მტანჯე, თუმც მანეტარე,
მივაყურადე იდილიურ ქარაგმულ მანტრებს,
მიმარაოებს მუზისფრთება  გზნების ბუმბული.
          სანამ  ვებრძოლო  სურვილებით ვნებათა დუელს,    
ვეღარ მზაფრავენ ნოსტალგიით ზამთრის ქარები,
ყველა ტკივილი გაივლის და შევრჩები დუმილს,
ფარვანას  გზნებით ისევ შენსკენ მოვექანები.
               რძედაუშრეტელ ალიონებს მზით შობა ელით,
   არსთა ზმანებებს სამოთხემდე გაუდგამთ ფესვი,
საგზლად  თან  მიმაქვს რაც შევიცან ქვეყნად ყოველი
 საწუთროს ცრემლის ერთი ყლუპი სიცოცხლის  შესმით....
                  
 
 



ლექსები ციკლიდან: -                          „ფუეტე“
2011 წელი 24. 02---  20. 04 
 
პარიზული დღიურიდან
 გახსოვს?   ეს  მე ვარ ხათუნა,
ბავშვობის ალუბლის  საყურით,
დროება რაკრაკით  გართულა,-
სარკაზმულს  იგონებს  საკურებს.
„პროკაფე“  და დენდი გარემო,
არქაულ ტრფობათა  ქორალი,
გარეთ წვიმს,  ამინდი კარმენობს,
არმადა  ჩავლილი  ქოლგების.
შორეულ,  გაბოლილ წლებიდან
შევსრულდი  ბალზაკის ასაკის,
გარითმულ იერით გვწვდებიან
რიტმები  განგების  კანკანის.
ამ დროის  ეპოტაჟს  ვაჩოქებთ,
როტდამიც   ირთვება  მარტივით,
განწყობის  ფერწერას  მჩუქნიან,-
მონმარტი,  შენ!   წვიმა  და  მარტინი....
                          
 * * *
თებერვალს  ყინვა  ნუსხავს,
ალოლოებულა ცაც,
იკრებს დღეების ნუსხა
დროდან არეკლილ წამს.
სამყარო  ვარსკვლავით  იკრავს,
ოცნებით გაღეღილ  კარს,
ღამეს  შეუმოკლებს  მირკანს,
მთვარის  სანამგალო   მკა.
ფუეტე,  ბოლერო ფიქრებს
ეგზნება  გრძნობების  პა...
ალი  უელვარებს  იერს,-
ფოტოდან   მომღიმარ   ქმარს... 
 
                      ლენას                    2011. 24.02. 
 
უცებ გავიდა კვირა,
თითქოს დაჩქარდა დრო,
მოგონებათა  სკივრით
წარსული  აწმყოს  მტრობს.
რძისფრად თეთრდება დილა,
ხეთა  ირხევა  ბრბო,
სარკლმელს ეკვრება ფთილა,
მზერა,-  ფიფქების ბროლს.
ანელებს  კადრთა  კვეთა,
წამთა  წიკწიკით  სვლას,
ლენა  ბებოსთან  ერთად
ლამბადა  ყავას  ვსვამ... 
 
დავარდნა მაღლა... 
 იმ  წარსულ    განცდებს თოვლივით ვფანტავ,
არ ვიცი ვინ  ვარ...და არც ის,  სად ვარ...
ნატრულ სურვილთა მოვირგე ფატა,
გზებს ვერ ვცნობ...სად რა...
ვეპალიტრები  ცხოვრების გამას,
ირგვლივ სახეებს,  მავანთ და მავანთ,
ტკივილს  ირეკლავს  მრე ამალგამა,
სარკის  პრიალი რას  აღარ  მალავს...
დავისხამ  ვისკს  და  წიწაკის  არაყს,
თრობის გრადუსით  ვცვლი გეზს  და სავალს,
ამ  ლაით ყოფას გამგები არ ჰყავს,
და  …ვარღვევ სამანს,-  
                             ვვარდები მაღლა!!!
ტრიალებს  ჭერი, ზე  მიჰქრის  ზეცაც,
ხარისხი ხუთი ვარსკვლავით  მთენთავს,
განწყობას   სიფთა  ფულივით ვკეცავ,-
და  ვინც  გამკიცხოს ....   
                                  იმისი  დედაც!.....
 
     თოვლის ბუმბულებს… 
 
ეს ბუმბულს ჩეჩავს  ქარი,
გზადაგზა  ტალღად  ღელავს,
ფრთებმოშრიალე  ქორო,
ხეებს ვერცხლისფრად ღებავს.
თეთრად შემოსა მთები,
ძილისპირულა თოვლმა,
ზამთრის ფაფუკი თმები,
მიწას  ეფრქვევა  თრთოლვად.
დაობლებულა ბაღი,
ჩიტებს ვეღარსად ვხედავ,
ფიქრით შევმინე თაღი,-
ვუხმობ -    ქარმერნიან    მხედარს.... 
 
ხმადალექსილი 
 კარი გამიღე, შენთან ვბრუნდები,
მიმიღე მთვარის  დაღდასმულ  ღამედ,
როგორც გავთენდი, ისე ვბინდდები,
სვლას  სხვა  სალბუნი ვერ  შევუხამე.
დრო  დახლზე  აწყობს  წუთის სასმისებს,
შუშის საათის,  იერით ქვიშის,
რაც იყო ხიბლი,  -ავისამოსლე,
ყოფის  ჯადოსნურ  ზღაპრიდან  ვიშვი..,
თუმცა,  შიშველ  ვარ... ფრთებგანძარცვული,
უმართებულო მამონებს  ვენდე,
ცის უსხეულო სალოსებს ვუცდი,
არ მსურს დავნებდე  უმზეო ედემს.
თვალსაწიერთა  ყოფითობანი
ბოჰემურ ტრფობით ამიმხევალდნენ,
ვერ ვისამრეკვლე  ლოცვის  ებანი,
გზნებად გავენდე ღრუნლების  ხავერდს.
სამყარო  უძღებ  სხივად  მიმიღებს,
ხმადალექსილი  პოეტთა  ქნარით,
სულს  ემძიმება  სხეულის  მღვიმე,
შენთან ვბრუნდები....განმიღე კარი...
  
 ყინულის ორნამენტს 
 რა ჰქვია თებერვლის ყვავილს,
ყინვას რომ უსწორებს თვალს?!
რად ვყვედრით ცხოვრებას ჩავლილს,
და  ვიწყებთ წუთების თვლას.?!..
სად ლაღობს ფარვანა ფიქრი,
პაექრულ  ხილვებით  პა,
დრო მაინც  ქარივით მიჰქრის,
წბილ წლების დარჩება ფხა...
  მომავლს  არა აქვს სარქველი,
წარსულიც არ იშენს ქვას,
მე ვიცი, ოდესრაც  გავქრები,
რომ  ჟამის  წისქვილი მფქვავს.
ვსიზიფობ, - და ვკერპობ ლოდივით,
ახლიდან  კვლავ ვიწყებ  თვლას,
არ  მიყვარს ხვეწნა და ლოდინი,
ვისაც სურს,  რაც უნდა თქვას...
შევეტრფე  ყინულის  ორნამენტს,-
ამეტამორფოზებულ წყალს,
ჩემებრ რომ სითბოთი ლღვება და,-
მზის ნატრულ  ყვავილებს რწყავს.... 
 
              თებერვლის  ნოტები 
 თებერვლის ჭყაპია,  ცა  ალმაცერადი,
ამინდი უმზეო, ნისლში მაცქერადი,
ასეთ დროს ფიქრებს ვქსოვ,  გზნებისგან ვიცლები,
თუ მწყერებს არ ვაფრენ,- ...ვჯერდები  ციცრებით...
სადაა  ალმური  თვალდანამჭყიტავი,
ერთ წველა  ყველივით   ლექსს  ამოვჭყინტავდი.
შევძახე  მეზობელს,  ხომ  უნდა  გავერთო?
ჩვენ ყველას ერთი ზნე,  მადლი გვაქვს საერთო...
-დიდ კასრში წნილი მაქვს,  თან ვხარშავ ლობიოს,
ჭადი და ზედ ლორი, - მცირედსაც  ვყოფინობთ.
ვახსენებთ მაღლა ღმერთს, დავლოცავთ მსოფლიოს,
იმედი  ამინდობს,- თბილი და ნოტიო.
გარეთ კი ჭყაპია,   თებერვლის ნოტებით,
კარებთან  მიცდიან   წითელი  ბოტები. 
 




 ხვალ...
 
მზერა პირაღმა ჭვრეტს  ჭერს,
და  ზედ მოსრიალე  ბუზს,
ცნება გადასცდება  ბჭეს,
ღამე  აზუზუნებს  ბლუზს.
ნუგბარ  სიზმრებამდე  ვწევ,
ცხადის  უტიტრებო  კადრს,
ფიქრი,-თვლემას ირჩევს მწედ,
ძილი  გადამაცმევს   ჩადრს...
აღარ  გავაგრძელებ ბევრს,
შენთან  გავათენებ  ხვალ...
რაზე  ვეპაექრო  ბედს?!-
ვაგებ  მარტოობის ხმალს.
 
    კოცნების   ვალსი.. 
 ეს  დღეც  გულმოდგინედ  ჟღერს,
ისევ  საზრუნავით   მცდის,-
ვესვრი  შამპანურის  შხეფს,
და  ასლს, -ლაჟვარდოვან ცის.
დრო  კვლავ  გამიგრძელებს  როკს,
წამიც  ვესტერნულად  მკლავს,
სურვილს  ვუპიარებ  როქს,-
მხარზე  გადაგადებ  მკლავს.
ჩხირით ავიკეცავ  თმას,
კოცნის აგიცეკვებ  ვალსს,
აღარ  დაგანებებ  თავს,
წარსულს  გადავუწნავ  ვალს..
ჟამის  სწრაფ  ბაიკზე ვსვამ,
ბერწ  და  შინაბერა  აზრს,
ბედი  ბლუზს  უნაცვლებს  ჯაზს,
გრძნობაც  ბიკინამდე  ჩანს....
ისევ კოცნის ვიწყებთ ვალსს.
კიდეც  ვეწევით   და  ვსვამთ...  ვაუ..... 
 
არყოფნის მღვიმეში 
 ვაგროვებ  წარსულის  ნამწვავებს,
ვაბოლებ  ახლებურ  ბოჰემით,
ისევ  ის  სალბუნი  მაწამებს,-
მუზათა  მეტყველი  მოლბერტი.
        მატყვევებს   იდალმურ  ოდებით,
  სულიერ  საბწინით  მაოცებს,
ფუგებმა   ნაფუებ  ნოტებით
აურა  ნიმბებით  დამლოცეს....
       დაფლეთილ ნისლება  მღილებით
ზეცისკენ    ფიქრ-ფარას  მივდენი,
არყოფნის იდუმალ  მღვიმეში,
მიმყვება  სიცოცხლის  იმედი.... 
 

 სამშობლოს 
 
ქართლის  სხეულის ნაწილი მქვია,-
აქ დაბადების გავმხდარვარ ღირსი,
ღვთის კვართის მადლით ვეღარ დამრკვნიან
სამტროდ და ვზეობ ცის კათარზისით.
თუმც, რა ვაება დაგითმენია,
ვაზიც უხვ ზვრებში სიმწიფით ტირის,
ჯვარცმულ  ჯვრის თასმა ნინოს თმებია,
ცის კაბადონის ფერი საფირი...
დრომ  რომც  მომიმკას ყოფის თავთავად,
ან ფოთოლცვენის სიომ დამსითნოს,
რძის ნაკადულებს ავისათავებ
და  სვეტიცხოვლის ვიმზევებ  სითბოს... 
 
  წმინდა ლაშქარი 
 
დღეს  სიტყვას ბრძანებს მეფე აიეტ!
მამათა მამა კოლხთა და ქართლთა,
ქორონიკონი სიბრძნეს ვერ იტევს,
აანბანებურს საცნაურ ცათა.
დიდება სამწყსოს და სიბრძნის საწმისს,
ტყავს ვერძისასა ნავლებს ოქროთი,
მას კვლავ მედეას ცრემლები აწვიმს,
 და უნამცვრევებს ფსკერს ჟამთა ორმოს.
შორით, ირაოდ,- არწივის ლანდი,
კავკასიონის ქედს ქუშად სერავს,
ამირანს ქვეყნის გულღვიძლი ელმის
მოურჩენელი მტრობის სირსველა.
და  ანბანს ,- ზეცით  ოქროთცხებულის,
საკრალურ სიბრძნედ საწმისს რომ ლამპრავს,
აეფორიზმა  მეფე ფარნავაზ,-
და  დედა ენა  გაშალა აფრად...
მერმედ..ცის მადლით მოვანდა ნინო,
ვაზი ჯვარისა, ჯვარცმულად ახსნა,
წმინდა, სათუთი თმა და მანინო,
ემანდილება სულიერ დახსნას...
ზეციურ მადლის წმინდა ოფორტად,
მგლისთავიანი აარსებს თბილისს,
ვარან  ხოსრო  ტანგ!-  მეფე ქართველთა,
ქართული რჯულის  საუფლოს ჩრდილი.
ბაგრატოვანნი.... მეფე დავითით,
აღმშენებელი ერთობის  მუჯრად,
ბრწყინვს  მეფენი ქართლის დავლათით,
ერთსულოვნებით  უებრო   ბურჯად.
გადის  დროება და  მოდის თამარ...
თეთნულდი ქართლის,  დედაც და მამაც,
 დიდება  მისი გვირგვინობს მარად,
შოთამც   გვაპურა სიტყვების მანა...
იყო  ქეთევან დამშრალ  ზისვარით,
ქვეყნის ლეჩაქით, დაშანთულ მკერდით,
ცოტნე... დემეტრე .... ვითარც სიზმარნი,
თავდადებულად  აღმდგარნი  მკვდრეთით.
იყო... და რაც ვართ,  ვარსებობთ ფესვით,
მდინარედ გვიფეთქს  სისხლის იორი,
ჩვენ ვიყავით და  ვიქნებით მარად,
ერი!-    ლაშქარი  თეთრი გიორგის! 
 
                         მეფე დავითი
ოდეს გაავლო ნათელი ღამეს,
დახსნა კლიტენი საკრალურ ცათა,
  საწუთიერო ყოფას უხამლებს-
სვეს მეფობისას და რჯულთა ადათს.
ეგულზიარა  აღმსარებელთა,
ხატაღზეოს ტაძარი სულზეც,
ერი თხოულობს აღმაშენეო,
აღმადგინეო  თმენის  სასრულზე.
ვინც ლეწა  მტერი და შეკრა ჯარი,
რწმენითცხებული გამარჯვებამდე,
მწედ მოახურა მამულს აბჯარი,
არსობისა და ერთობის მუჯრად,
დასხა კარავი და ლოცვის კვეთით,
სასულიერო მიაგო ზეცას,
მიწას აბჯინა ხმალი და კვერთხი,
იმერ -ამერი მწედ  გადაკვესა.
თქვა:- მე ვარ დავით!  მეფე  ქართველთა
გულზე დამადგით ყოველმან ტერფი,’
საუკუნოდ ვხმობ ჩემს სპა ამქართა,  
სხეულვარ  მიწის გოჯით და ტელფით.
გულზე გადავლილ ყოველ ნაბიჯით
ზე ვიმართები ვითარცა ხრმალი,
მლოცველიც მე ვარ, მეფეც და მცველიც,
საგანთიადო  კურთხევაც  ხვალის.
ჰე, მეომარნო!   წინ გვიხმობს ზარი,
ალამი  მრწამსის, სიწმინდე  ცათა,
აღსდექ  მამულო,   ვითარც  ლაზარე,-
მადლ  კურთხეულხარ  აღდგომის  ძალთა . 
 
 ბარისხასოში 
 ბარისახოა,  რჯულთა სახატე, 
 მეზირი  წარსულ ნაპრალებს ლოკავს, 
 მზერა  ვერ  იტევს გრძნეულ  არხატებს,
 სულს ემძიმება  სხეულის კოკა... 
 თვე  ყოველღამ  კბეჩს  ხმიადად  მთვარეს, 
 ღრუბლის   ქიქიმო   მწვერვალებს  გასცდა, 
 ღამეს ,- საწაწლო  ტარიგად  რთავენ, 
 მთებს  ენისლება  ფარული განცდა.... 
 
 
თავისუფლებას... 
 ყველგან  ომია... ჭიდილი, მახე,
დროც  მონადირის  იერით  მზვერავს,
მთელს  ჩემს  სიცოცხლეს  სხივებში  ვახვევ,
მარად  არსობის  სულიერ  მზერად...
ახალი   დღე  კვლავ ერთ ბრძოლას უდრის,
ან, გამარჯვებას...
         ან,  დამარცხებას...
ვერ  შევეგუე  ყოფიერ  მუნდირს.
ნამწვი  ხელახლა   იელვებს ცეცხლად.
მაინც...ცხოვრების გავივლი  სკორეს,
წუმპეს,  დაცემას,  გარდაცვალებას,
წლებმა წარსული უკვე დაკორტნეს,-
ახალი  სისხლის  გადასავლებად.
ამ გეჰენიურ  საწუთროს  საკანს,
ვერ  ვისადგურებ  სულის  სუფევად,
კვლავ   ვხმობ  არსობის  უტკბილეს  სამკალს,
უფლის  უფლების ..... თავისუფლებას!!! 
 
 საწუთროს გამით... 
 დავბორიალობ  ფურცელ... და ფურცელ...
ვსტუმრობ  გაცრეცილ  ინკუნაბულებს,
სამყარო  მზერით  ცხადდება  უცებ,
და მჩუქნის  ჰანგებს  ცად განაბულებს...
ო, უნდა ვთხოვო ანგელოზს ფრთები,
ცოცხალი სივრცე  უცისფრესს  ფრესკებს,
სანამ  აწმყო  სწევს  ყოფიერ  აფრებს,
და  სიტყვა  იკრებს  მზის  არაბესკებს.
ოცნების  წარმართ  ბილიკზე ვხვდები-
ფიფქებად  ნათოვ ორეულ  სიზმრებს,
სულში  არეკლილ  აღმასვლის ხედით
დრო  მარადიულ  იერით  მიმზერს.
ოდეს  არყოფნას  დაკოცნის  წუთი,
ხიბლს  საცთუნებელს  ვერ  ვეტყვი უარს,
  მესაწუთრება  გამა   სათუთი,-
სანამ  დავკეცავ  ყოფით  გრიმუარს. 
 
 რატომ?...
ხვალ  ქორწილს   ვიხდი  ცაში,
ქარია  ჩემი  საქმრო,
განვიბანები  ცვარით,
მართავს  ნისლებით  მაქო...
რატომ  დამტოვე ,  რატომ... 
 სურვილს ცრემლებით  ვალტობ, 
 ნატვრის  არგონს  და  ატომს, 
 ოცნებებს  ვეღარ  ვანდობ. 
 ტკივილი  ტკივილს იკრებს,- 
 როგორც არ  უნდა  ვმალო, 
 შენით  დატვიფრულ  კირბებს, 
 გულ საფიცარად   ვმადლობ . 
 ამ  სატრფიალო ჭავლებს, 
 სანამ   ვუცქირო  ცერად, 
 სანამდე  წ ყალნი  წავლენ, 
 და  მქვია   ბაბუაწვერა.. 
 ეს  ბუმბულების  ფატა 
 ჩემი  ფრთებია , ხედავ? 
 ვერ  დავუდგები  ნატვრას, 
 და ვერც სიყვარულს  მხევლად. 
 ხვალ  ქორწილს ვიხდი ცაში, 
 ქარია  ჩემი საქმრო,- 
 მონატრებათა  წადილს 
 მუამბრე  კოცნით ვაქრობ. 
 რატომ  დამტოვე.. რატომ.... 
 
 დედის  დღეს 
 ( სალომე   და თეონა  პატაშურებს) 
 
ცაზე  ღრუბლები  აკარაკულდნენ,
მარტმა  ზამთარსაც გახადა  ქურქი,
სხვენზე  წვიმებმა  გაირაკუნეს,
ხოშკაკალებით  და  სეტყვის  კურკით.
ეგ  არაფერი...
მაღლა  მზე  ყოჩობს,
აქა  იქ  ცხრა თვალს  სხივებით  ჭყიტავს,
-და გულგაქედის   ყოჩივარდებმაც
ყვავილთა რხევით შესძახეს... ჭიტა!.. 
 
 ლექსის საკანი 
 ვეღარ  დავტოვებ   ლექსთა  ლაბირინთს, 
 ბგერიდან  ბგერა  რითმებად  მართავს, 
 სახიერ  არსთა  საწყისი  ბირთვი, 
 სივრცეს  გარდაქმნის  სიცოცხლის ქარტად. 
 ვუმზერ  ვარსკვლავთა  ვერცხლისფერ  ჩიტებს, 
 ღამეულ   ფრთოსნებს  ბედისწერათა, 
 მრავალწერტილებს  კითხვა  ვერ  იტევს, 
 წუთთა  თუ  წამთა  მსხვერპლშეწირვათა...
 ნატრულ  სურვილთა  თრობით  შემიპყრეს, 
 სულს   დამაბედეს   ცხადის  საღათა, 
 ყოფამ  და  ჟამმა  ერთად  წილი ჰყრეს, 
 მზეს   მაზიარეს   წარმოსახვათა. 
 და დავრჩი   ლექსში გამოკეტილი, 
 უსაზღვრო  სივრცე- გზნების  ამარად,- 
 -გაცხადებული  სიტყვის  ეთერი, 
 მასამყაროებს  მარად  და  მარად.... 
 
 არსობის ძაფით 
 ეს  უხილავი  ფრთები  გვამძიმებს, 
 გვსურს  ვარსკვლავების შევწვდეთ  ოცნებას, 
 კითხვებით  დასმულ  წერტილ  მძიმეებს, 
 ვეღარც  სევდა  შლის,  ვერც  გაოცება. 
  შემოდგომა  კი,-  იღებავს  დალალს, 
 და  აქარვისფრებს  ვარაყებს   ზვინთა , 
 ბუნება ერთვის უჩინარ დალაქს,- 
  აშიშვლებს   რტოებს   ქარ-ანაზვირთად... 
 აგვიფარფატებს   შრიალა ფოთლებს, 
 მომავლის  ნებით  მყოფადსაც  დახვეტს, 
 წუთები  ცხადის  სიზმრებს  იორთქლებს,-
 და  ტყვია- წამის  გასროლით  დაგვხვრეტს. 
 ცას  ვეხუტებით  ნატვრის სიმძაფრით,- 
ჩვილ  ვარსკვლავებად   ქცევას  ვაპირებთ, 
 ...და  სხივნაფენი  არსობის   ძაფით, 
 მარტოსულ    სულებს   ავისაფირებთ. 
 
 სიმშვიდის  მითი 
 გაზაფხულის  ცას   აფრთიანებს  მერცხალთა   გუნდი, 
 ხსოვნის  კვამლით  და  მოგონების   ყუით   ვპურდები, 
 თითქოს  ისევ  ვთხოვ  კერიასთან  დიდედას  გუდუნს,- 
 შორი  ბავშვობის  თბილ  ქვეყნიდან  სევდით  ვბრუნდები... 
 ახალი განცდა.. გზათა ხლართვა.. მრე მირაჟები.. 
 შენ  ჭკუას კარგავ,    -  მეც გაოცებ  ამ  ამარტებით, 
 ფეთქდებიან  მირაბელები,, 
 საამუროდ    ღუღუნებენ    სხვენის  მტრედები... 
 კვლავ  გვათრობს  ვნებით  იზაბელა  ცხოვრების  ლხინი, 
 დაზეპირებულ,  გარდაუვალ  განგების  მითით, 
 რა სიმშვიდეა... ფარდის  მიღმა  ლივლივებს  სხივი, 
 და  გვისათუთებს   მზესთან  შერწყმას  ცა  მიამიტი... 
 
 ნატვრის პეპლებით 
 
 მზეწვია ლექსი  ვერ იტევს ფიქრებს, 
 რითმის  ჩარჩოდან  გაღწევას  ლამობს, 
 ენძელა  მარტიც   აისებს  იკრებს, 
 ბეღურა ფრთებით შლის ზამთრის ალბომს. 
 არადა მართლაც,  ფარული განცდა 
 ნატვრას,-  პეპლების  ბაბთებით იბნევს, 
 სანამდე  სურვილს   ქარი არ დაცდის 
 და  გაუფანტავს  ცას  ნისლის  კიბეს... 
 დღე  იმედისთვის  არის  საბაბი,- 
 მარტის  ჩინარა  ვნებებს  ვერ იტევს, 
 ველის  ყვავილთა  დიბა-ზარბაბი, 
 თბილ  ქვეყნებიდან   ჩამოაქვთ   ჩიტებს.... 
  
ბუზიკური  შაირი...    
 დიაცებურად  გვაყრის  ქოქოლას,- 
 ქარი  ავყია  ქრის  და  ტმუკაობს, 
 მთას  ეფინება  ნისლთა  ქოქომო, 
 ქარაფს  ევლება  თოვლის თოქალთო... 
 დაგივანდები... თუ  ვიწადილე, 
 სიცივეს  როგორ დაველულვინო?! 
 საკინძე  მალავს  ძუძუთა  საწდეს, 
 ვნებას  აქეზებს   წაწლობის ღვინო... 
  თუ  ამიმღერებ  ემაგ  ბუზიკას, 
 სანანდაუროს  გტყორცნი  შაირებს, 
 მხოლოდ მთვარეა  ამ  ტრფობის  ბზირი, 
 ღამეც   არშიყად   ავიარშიეთ..... 
 
  წერატანილი 
 სივრცემ  გაშალა  ცისკრის  საარი,
გაიზმორა   და   გაინარდიშა,
ცეკვავს   დავლურით  სარკმელთან  ქარი,
სულ  მთლად  გაგიჟდა ,  თავი  აიშვა...
მიჰფანტა  ტოტთა   წუღა.- წაღები,
თოთო ლერწამის  სტვირივით  ტირის,
ლამპიონის  წინ   წერატანილი
მართავს  სუროთა  ფოთლებით  სტრიპტიზს...
რა  ქნას  ნიბლიამ,.... ჯერაც ნისლია,
აპრილი მარტის  სესხულობს  გვირგვინს,
თან  ატანს  ქარებს  სითბოს  ნისიად
და  ბუდეს  ეძებს  ჭალების ირგვლივ..... 
 
 
 
სიცოცხლის სევდა 
 წარსულს  გემო  აქვს    დედის   მურაბის, 
 შემწვარ  სულგუნის და ერბო კვერცხის, 
 დრო  მაწანწალა  ძაღლივით  გარბის, 
 დაბზარულია დიდედას  კეციც... 
 რა  აღარ  მოხდა... 
 ყოფის  წისქვილმა  დაიტრიალა ბედის  ბორბალი, 
 ხან  დაუფქვევლად  აღმოხდა  გმინვა, 
 ხანაც  სალხინოდ  შემოსცხო  დოლი... 
 როგორ არა  ვთქვა, 
 ვადედებ ხსოვნას, 
 ისევე  როგორც  დიდედა  მაწონს, 
 სასულთათანო   შენდობა  ცხონდა, 
 ნათელს  ვერ ვანდობ ყოფიერ  სასწორს.... 
 წლებში  ჩავაწე  ეს  ბოლო   წამიც, 
 ან  ყოველივე   მიდის სადამდე?!... 
 თუმც,   რაღა დამრჩა გაცრეცილ ცამდე, 
 შემცივდა...დედა,   სადა ხარ....დეეეე.... 
 
 ---*---- 
დიახ, ბატონო, 
- ხშირად  ვსტუმრობ  ზედა  სართულებს, 
 აქ,  სადაც არსთა  გარდამოხსნა  ნათელით ბრწყინავს, 
 ღრუბლის  გორგალი  მნე ოცნებებს  კაეშნით  ნართავს,
 თურმე  სამოთხეც  ეგუება   ყოფიერ   ყინვას..... 
 ეს  კი,  მუზათა სამყაროა,   ცისფერ დარბაზით, 
  ბაბუაწვერა  გალაქტიკა   ბოლეროდ    ფრინავს, 
 ცისარტყელების   გადაშლილა  დიბა-  ზარბაბი, 
 ხან  პარნასია  ღმერთთა  ბინა,
                                          და ხანაც-სინა.... 
 ჰოდა  ასეა, - თერძი კერავს, ჯამბაზი მასხრობს, 
 გლეხი თავდახრით  ჩასციცინებს თავის ადლ მიწას, 
 მე   ლექსებს  ვაცხობ,- ხშირად  ვსტუმრობ ზედა  სართულებს,
  და  გურმანივით  ვაგემოვნებ  მუზათა  ფიჭას.....
    
 ფოთლის  არაკი 
 ამ  უჩვეულო  აბეღურებით 
 ეს შემოდგომა მზისკენ  ფარფატებს, 
 მიდის ფოთლების  ნაფეხურებით, 
 გზადაგზა   ტოვებს  ყვითელ  ბარათებს. 
 დეკემბრის  თვე  თეთრ იმედებს იკრებს, 
სულ სხვა მადლსა და ხსნას ელის ციდან, 
 ესათბუნება სიზმრეულ ფიქრებს, 
 ცისკარცხებული  სარქალი  ვითა... 
 სევდით  მთავრდება  ფოთლის ამბავი, 
 ქარითდაღლილი, ნამგზავრი ცითა.. 
 თუმც,  საშობაო თოვლის საბანი,
 მწედ  ეფინება მშვიდად  და  წმინდად... 
 
 
 დღის სამოსელი
 სივრცემ  ჩაცალა ღრუბლის მათარა, 
 ეწკაპაწკუპა  სარკმელს წვიმებად, 
 მარტმა აპრილთან  დრო  გაატარა, 
 მალე კვირტებსაც გაეცინებათ. 
 ქარიც გაჯავრდა და აბუზღუნდა, 
 ახია მაგას ,- ასე რომ უქრის, 
 ფისო  კარებთან დგას  აბუზული, 
 რა ნელა  გადის  დღეები  უქმი... 
 ნეტა,  ეს გოგო სად  დატრაშუნებს,- 
 -ფათუშა  ბებო  შვილიშვილს უცდის, 
 ჟამი კი  ქარგავს ყოფით  არშიებს, 
 და  ყოველ  დილის  სამოსელს  იცვლის. 
 
 უფლების ფიცი
სად დასრულდება  ეს  გზა  არ ვიცი,
უფალს  დილიდან  ლოცვას  ვავედრებ,
ღამემ  აავსო  დღეების  ვარცლი,
მზე  გაზაფხულებს  აიხავერდებს...
მეც  აღარ ვიხდი დროის  წკაპუნებს,
მაინც  გაცვდება  ოდესღაც  ვიცი,
სანამ ოცნება  ცხადს  დააპურებს,
ალბათ  კვლავ მოვალ  უფლების  ფიცით.
დღენდე  ბგერიდან  ბგერას  ვამრავლებ,
სიტყვის ტაძარი  სამყაროს იტევს,
თოთო  აზრს  ლექსის  ლილაში ვავლებ,-
სიტყვითვე  ავხსნი  არსობის  კლიტეს... 
 
 -ხსოვნის ნაპირთან-
ძვირფასი იყო ის დრო და წამი,
შენს ხმას და სუნთქვას ხსოვნით ვაცოცხლებ,
თუმცა  მანძილი მოკლეა  ცამდი,
არ  აქვთ  სამანი ზეციურ კონცხებს.
წამით  ჩერდება  საწუთროს გემი,
სიმუხთლეს ჟამის ტკივილით ვხვდები,
ლურჯი პალტოთი, დახრილი მხრებით,
ლანდად გიგონებ,  ბავშვივით გელი...
ბაბუ,  გახედე  სხივფერ აისებს,
ჩემი თვალების სიცოცხლის ბთენით,
-შენც  შემაგებე  უცხო  დაისებს,
მარადისობის  გაშლილი  ფრთებით... 
 
ელიკოს
ღამის ფარდაგზე დაკრუტდა  მთვარე
ჩეკს  წიწილებად  ბედის  ვარსკვლავებს,
სხივები  ირგებს   დილის  სათვალეს,
და  მზის  პეპლებით  დღეებს   ნასკვავენ...
      ოქროსფერთმება  ღაღანებს  კალო,
საცვალგახდილი  ბდღვინავს  ზაფხული,-
-მაშკუტა,  ქალო,  რო  მაჭანკალობ-
მაგ  კაცს  ჯობია  მინდვრის   საფთხული.... 
 
 ყოფითი გამა
მძევლობს ალმური სასიყვარულო,
გრძნობებს  რომ  იწეწს  ლტოლვათა  ქარში,
გასცდება  გზნების  საყარაულოს-
ბლიც...მზეც თუ  მოჰყვა  სტროფების კადრში...
რაღა  ჩარაა,  იტყვის მავანი,
ნაღმებს  ტრფობისას  ვინღა აფეთქებს,
წავიდა  ჟამი  აეროვანი-
ვუალს  რომ  სწევდა  წამის საფეთქელს.
სხვა  გეზს  მონიშნავს  ქარის  ქანქარა,
სატეკილოებს  არჩევს   აგავებს,
ალთა   ლამუნი  ფერფლად  ჩამქრალა,
მოგონებებიც  ვნებებს  მარგლავენ.
  აღ არაფერი იცვლება თითქოს,
გარდა  ყოფითი  პოდიუმების,
დღის  ნეილონი,  ღამეულ თექას
რთავს   პატრიციულ  ცის  პეპლუმებით.... 
 
სასერენადე... 
 დამიგროვდება  ხოლმე  სათქმელი,
ვით  საბუდარში  თბილ თბილი  კვერცხი,
ვაგოგლიმოგლებ  დღეებს  ათქვეფილს-
სურვილ  დაწუწნულ   წუთების   კვეთით.
კვერცხის  გულივით  თამთამებს  მთვარეც,
ზეცა  ჰგავს  ბეზე  ღრუბლება  ცილას,
ბედი  ჩამოჰკრავს  იდუმალ  თარებს,
საჩინო  ვარსკვლავს  ამომიცქვრილავს.
არადა,  თითქოს  სიზმარიც  ახდა,-
აისომბრერეს   რიტმებმა   რითმა,
მისერენადებს    ქარი ,-  ვით  მახას,-
ბესაბე  მუჩო.... სენიორიტა.... 
 
 იმედის მალა 
 წარსულის  ხსოვნას ისევე ვმალავ,
როგორც  დიდედა,-ტკბილ  შოკოლადებს,
წლებსაც  ადნებათ  მომავლის  მალა,
ვნებებმაც   სხვენზე  მოიკალათეს.
რაც  უნდა იყოს,  ბოლო ერთია...
საწყისი  იყო  თითქოს  მრავალი,
ან  გვახვედრებდა  ბედი ერთმანეთს,
ხან, - ჩიხი იყო გამოსავალი.
არადა,  ცეტ   წუთს  მეც ისე ვმალავ,
როგორც დიდედა  ჯიბის  ქვეშ  კანფეტს,
და  ვუთვლი  მანძილს მომავლის მალას,-
-გულში ვიხუტებ  სიცოცხლის კანდელს. 
 
 
ამ ამბავს... 
 ზეცა  მაბოლებს  ღრუბლის  ნაფაზებს,
და  მასმევს  შავ  და  ცხელ  ღამე -ყავას,
თანაც ვარსკვლავურ  მზერით  აფასებს
სარკმეკლზე  მორთხმულ  ქოთნის  აგავას.
ზაფხული  სიცხის  არტახებს  იჭერს,
საჭყუმპალაო  გედის  ტბას  სახავს,
რა  სათვალთვალო  მიეცათ  ბიჭებს?-
პლაჟზე  ნებივრობს   შიშველი  მახა.
დღეების  ბანქო, -  წუთებს  ატუზებს,
ნიავი  არწევს  პალმების  ჰამაკს,
გრადუსიც   ცხელი  ჰქონია  კაკტუსს,-
- რომ  მიტეკილებს ლექსად  ამ  ამბავს... 
 
 საიუბილეო                              
 ვიოლა ღლონტს-გზირიშვილს 
 საიუბილეოდ  იგაზაფხულა ,
თებერვლის ოცში  სამყაროდ გაჩნდა,
და დარჩა ასე,-  ბრთებ  ზაფრანულად,
ნეტარძეულტა  საწუთროს განცდად.
საგურამოში  მოპატარძალდა,
ნორჩ  იასავით  კოხტა  და  სადა,
მადლით  იღვაწა  სულის ტაძართან,
სიტყვით  დააცხო  ლექსების  ქადა...
ქალაქს  დაუთმო  ხმა  ოპერების,
სოფელს  მანდილად შემოვლებია,
მზის  სისათუთით მივეფერებით
მუზათა  დობილს,  ვიოლა-ვიას... 
 
 ეპიტაფია 
 საანგელოზო ნატვრით  დამტოვეს,
ცად  შემატოვეს   ვარსკვლავებს  მიმქრალს..
უგაზაფხულო  წლებმა  დამთოვეს,
ხვალ  გულში  ხმელი  მიწაც  ჩამიკრავს.
ახლოს  ჩამორეკს  სამრეკლოს  ზარი,
დღე  კვლავ  ღამესთან  იქნება  უბრად,
სულს  გადაუვლის  საწუთროს  ზვავი,-
ღვთიური  მადლი .–ყოფიერს სუფრას...
შემოქმედებას  არა  აქვს  ზღვარი,
ღმერთს  დავეპურე  სამყაროს ხილვით,
ამაოების  ცხადიერ  ზღაპრით
მარადისობას  მოვტაცე  სხივი... 
 
ყოფის   გალერეა 
უკვე  ზამთარს ფეხისგული ეწვის,
ყინვის  ნაჭუჭს გადმოასკდა ღელე,
მიწას ჭანგის  ასწეწვია ბეწვი,
ბაღი  ტოტთა  იორკესტრებს  ხემებს.
მზერა  სწვდება კენწერომდე  კაკალს,
და ლაჟვარდის ნისლისფრთიან ყვავილს,
ქარი ცეკვავს და ხეების კანკალს,
ყრანტალ ყრანტალ ეყლარტება ყვავი.
კალათივით შემოღობილ  ნაკვეთს,
შიო  პაპა  ადრიანად  ბარავს,
იალაღთა  კარაკურულ  ნასკვებს,
ღრუბლებივით  შეჰფანტვია   ფარა...
 ყოფის  წარმტაც  გელერეას  ვნახავ,
დროის  მრავალ  ჩარჩოთი და  უჯრით,
და  სამყაროს  ამ  საოცარ  ნახატს,
სული  თარგმნის  სიტყვის ცოცხალ  ფუნჯით. 
 
 გადაამინდებით... 
 გადაგიამინდე,
                       აღარ მესიზმრები,
გაწყდა  მოგონების  ბინდში  ბონდის  ხიდი,
გულზე  წვიმებივით  ისევ  მეისრები,
ნეტარ  საცთუნებელ  ოცნებათა  ხიბლით.
გრძნობა  იზმორება  თავხედ  ხვედრის  ჯიბრით,
ვნების  საბოლთაო  აფორიაქებით,
ფოტომოგონება  დაგვაქვს  გულის  ჯიბით,
პერგამენტადქმნილი  სულის  იალქნებით.
ვეღარ  ვნატვრისხეობთ,
                    ნისლად ვლაციცდებით,
სნება  მაგიური  ბედის  თილისმებით,
ღამე  ჩამოგოგდა  ვარსკვლავთ  აციცრებით,
ამომარიტებულ   ყოფის  ტირიფებით...
გადაგიამინდე....
                  მაინც მენატრები.... 
 
  საფო  ქარიზმები... 
 მაგზნებს  ეფეოსურ  ქნართა ამურები,
მუზა  პეგასური ფრთიან ქარიტებით,
ტრფობამ  ააფეთქა   გულის  ამულეტი,
გადასიზმრბული  ცხადის  გარინდებით.
აბახუსებიული  დროის  ფოლიანტით,
ტურფად  ნახარჭალი  ნების  საფრინეთი,
არსთა ნებეული სურვილთ ორიენტი,
მორთავს დღეთა ქარტებს  ლაჟვარდ  საფირონით.
მზისებრ  ვიმაისე  ვარდთა  ნარდიონით,
საფო ლარიქსული სიტყვის ქარიზმებით,
მტოვებს  მარადისი   ყოფის  სავარდისი,
დაისს  შეფარებულ  სხივთა  ქარაქალით... 
 
  ჩვეულ  მონატრებით... 
 იმ  დღის  მოგონებას  ღამე  გავუთიე,
წითლად  ვუხასხასე  კოცნის  პომადები,
ჟამი  მოგონებას  ხსოვნით  აუთოვებს,
სურვილჩამოლოცვილ  ცვილთა  მონადებით.
ახდა  სასიზმრეთი  მთვარის  ქადაგებით,
ოპა….-  დალევია ქარსაც არაქათი,
ყინვა  მარმარილობს  თოვლის  ქანდაკებით,
აკაეშნებული  ვნების  მარაქათი.
ცხადად  აგიხდები  წლების  ნარგიზეთით,
ასე  უდილადოდ  ჩავლილ  მონატრებით,
ისევ  გისაწუთრებ  ყოფის  სიგიზგიზით,
შელაჟვარდებული  სულის  მონასტრებით... 
 
 ტრფობის აჩრდილი
 ტრფობის  თონეზე  იმედს  ვახუხებ,
მომარგალიტდა  დილის  ჯავარი,
ვერ  შეველიე  მმესველ მსახურებს.
მაინც უთქმელად  დავღეჭე  ჯავრი...
გავუკერპდები  ბედის  მუჯლუგუნს,
მინათლისმხევლებს გზნება  დაფიონს,
კართ  მომდგომია  ბინდის მიჯნური,
ღამე  კაზმულა ლანდი მკაფიო...
ნისლმა  განავსა  ცის  გლამურები.
მიღმიურ  ხიბლთა  ნატიფ  ლაზათით,
სტვენს  ასტრალური  სალამურები
და  მტოვებს   მთვარე ,-  სულში  ნაზარდი...
ბეწვზე  ვკიდივარ....მარიონეტულ
დავჩერებივარ   როტა  აჩრდილებს,
ცისარტყელებით  გამონათებულს,
მივყვები  ფიქრებს,- ხვედრით აცრილებს... 
 
 პოეზია-ციკლიდან:: -                 დიდი აფეთქება
 2011 –2012წ.
დიდი აფეთქება
მე ვარ სამყარო, ცა, ვარსკვლავეთი, გალაქტიკებიც..
მე ვარ ყოველი, რადგანაც დიდი აფეთქება ჩემს გამო მოხდა,
... ჩემი გაჩენისთვის…
მე ვაფართოებ სამყაროს თვალსაწიერს და ყოველივესვე მოვიცავ ჩემსში,-
რასაც ვიმეცნებ, ის მეც ვარ!!!
მე ვარ სამყაროს აზრი.ხმა ბგერა, სიტყვა, ხედვა, მზერა და თვალი,
ვარ ღვთის დათესილი მარცვალი და უნდა ავნაყოფიერდე ღმერთად, რადგან ...თესლში ნაყოფის იდეაა და ნაყოფიც პოტენციური თესლია.
ამიტომაც მქვია ქმნადობის გვირგვინი და სამყაროს შესაქმეშიც ვარ თანამონაწილე…უჩემოდ არაფერი არ ხდება…
მე დიდი აფეთქება ვარ მისი გამომწვევიც და პირმშოც..ამიტომაცაა ყოველივეს რომ ვუძლებ.- ტკივილებს, დაღლას, წვალებას, ტანჯვას..სიკვდილსაც კი ვეგუები.!!! – და მაინც ვიღიმი, ვხარობ, ვმღერი .ვკვდები მრავალჯერ და ფერიცვალებებს განვიცდი, სხვადასხვაობებს . მაქვს მრავალი სახე,-მაგრამ ერთი მარადიული სული. მე მე ვარ! მხოლოდ…ჩემი მეობა უძლურია უსიყვარულოდ. ამიტომაც მსურს ვიყოთ ერთსულ ვინც მიყვარს…დიდი აფეთქება სიყვარულისთვის მოხდა…იმისთვის,-ვინც მე მიყვარს, ვისიცაა ეს სამყარო, ცა. ვარსკვლავები, გალაქტიკებიც…
ვისთვისაც ხელმეორედ მოხდა დიდი აფეთქება ---- ჩემს გულში…..

უცხო სამყაროებს
აწმყოს ვეწირები, არსთა გარდასახვებს,
სულის სასივრცეთის აღთქმულ მეტანიას,
ხარკი ვერ იწესებს მადლის გადასახდელს,-
ახალ სამოთხისკენ მიხმობს ბეთანია.
ახალ სამოთხისკენ გზაა ბეთლემიდან,
სახარებისეულ ნების საუფლოსკენ,
სიზმრის პანტომიმებს ცხადით ვერ თარგმნიან,-
გულის საწადელნი როცა საუბრობენ...
მაინც ... ყოველ ღამის უმზეობას ვითმენ,
მიღმიერი ნათლის ანარეკლით ნაკვებს,
ოდეს შესაქმიდან დავცდი ღვთიურ თითებს,
სულშიც ანგელოზნი მაშინ დაბანაკდნენ.
რაც სიტყვიდან იშვა სიცხადით და ნებსით,
მარადისის კადრის ნათელ პროცესიად,
არს ქმნადობის მრავალ სასიცოცხლო გზნებით,
ყოვლის შემომქმედის,- უფლის პოეზია.
ღმერთთან შრხვედრამდე აწმყოს ვეწირები,
აღთქმულ სამოთხემდე თუკი მივაღწიე....
მერე... მეც მოვიყვან გაზაფხულის წვიმებს,
უცხო სამყაროებს ნათლით დავარწყულებ.....
9 იანვარი 2012 წ

უშენობის სივრცე
 წამო...ავედევნოთ ტრფობის ამბიონებს,
აფრებგაღეღილი ლტოლვის ანდამატით,
მიქრობს უშენობა სულის ლამპიონებს,
ვეღარ იკვირტება ცხადით ხსოვნის ლანდი...
ისევ მამაისე ვარდთა აალებით,
მწვავდეს დაფერფვლამდე გულის სიგიზგიზე,
წითლად აყვავილდნენ ცისკრის საარები,
ჟამი უშენობით ლამის გამიგიჟდეს...
ვკვნეტავ ყოფის ნატეხს,- ხსოვნის შაქარყინულს,
სად ხარ... სად გდევნიან ქართა მონადები,
სურვილს გამოვტაცე ვნება მოარშიყე,
წარღვნად გადამექცა წყარო მონატრების.
ბოლო ამოსუნთქვის სუნთქვად შეგერწყმები,
თუკი მიწერია სიზმრად გადავიქცე,
მიწას დავეპურე სიყვარულის რწმენით,-
შენით გადავლახე მარტოობის სივრცე...
2011


ზამთრის ნაფეხურებს
 ნედლი ოცნებები ცხადში ამოქოჩრდნენ,
ფარდა შეარხიეს დღიურ საზრუნავის,
შორი მთები ჰგვანან თიხის მაწვნის ქოთნებს,
ღრუბელაფუებულ  მთვარის საბურავით.
რადგან შემოდგომაც წეროდ გადაიქცა,
უკვე გასაფრენად ფრთებსაც აფათქუნებს,
მე კი, ბებოს ნაქსოვ მატყლის წინდებს ვიცვამ,-
ვეღარ დაენთება მზე ცის ჩამქრალ თონეს.
ზამთრის უფუეტო გედების ტბას ვუმზერ,
ცეკვავს ნოემბერი ბოლო ამოსუნთქვით,
ნისლი..ნისლს ეკრობა ამ სიტყვების მორზედ,
ოთახს ენისლება სამოვარის ორთქლიც...
რისთვის მოვიპარე სამოთხიდან ვაშლი?!-
ვეღარ დავაღწიე თავი ტრფობის ხუნდებს,
...მაინც, ყოველივეს დროის ქარი წაშლის,
და მეც თან  გავყვები  თოვლის ნაფეხურებს.....
8.01.2012. 
 
 ( შავი კაბა)
გადნა მოგონების თოვლი
ხსოვნა ფიქრის მანტოს იცვამს,
წუთებს ვეფერები თრთოლვით,
წამი დათვლილია ციფრად...
მარტის ქოლგიანი ხელით,
ცელქად მოფუფალდა წვიმა,
სხვენზე რაკარუკით მღერის,
ციდან ციბრუტივით ცვივა...
ამ დროს მიკაკუნებს კარზე,
მაცთურ სიურპრიზების ნიშნად,
ალი უკანკალებს კანდელს,
ღელავს სარკიანი ნიშა.
მაწვდის შამპანიურის ბოკალს,
ხელით სიყვარულის ლანდის,
ჟამიც ყოფით სავსე კოკას
ყლურწავს წუთისოფლის მადლით.
და ეს მარტიანი თრთოლვა
ჩვეულ მასპინძლობად იქცა,
მოდის სიყვარულის ლანდი,
სევდის ტკივილისგან მიცავს.
2012.მარტი

ქმრებს!
 ჩემი ბედისწერა ახდა,
თითქოს მარაოა გერმის,
აწმყო წარსულიდან მახლავს,
წლებით მიღიმიან ქმრები.
თუმცა, აღარც ვიცი რა ვთქვა,
მლაშე სიყვარულის ხსენით,
გული ლექსის მექცა აღთქმად,
როგორც იდუმალი სენი.
ცაზე ოდისეობს მთვარე,
მე კი პენელოპურ ხვედრით,
ხსოვნას ავუმღერებ თარებს,
ქმრებსაც.... და არავის ვყვედრი..

ცხადის აღსასრულით...
 ახლაც გულზე მაწევს ჟამი მომლოდინე,
აღარც იმედია ბედის საჯილდაო,
თოვლი აჟურულად აცმევს ველებს წინდებს,
ჩემებრ მოწყენილად მიმზერს კარმიდამო..
სითბოს მონატრული ბუხარს ვებუზები,
მე და ღუმელი ვართ კერას შერჩენილი,
ყინვა მიმარხილებს ზამთარს მობეზრებით,
და მცრელ სიცივესაც ვიტან მოთმინებით.
მაინც, იმედია ყოფის სასთუმალი,
სხვენზე ბეღურები გაბმით ჟივჟივებენ,
მრუმე ღამის ნაცვლად დღეა ცის სტუმარი,
მტკივა განსაცდელის თმენა სიგიჟემდე...
ოდეს მომძებნიან ზღაპრის გაგრძელებად...
ცხადსაც არნახული ლხინით დავასრულებ,
რადგან სიცოცხლისთვის ვყავარ ღამეს მძევლად,
მაინც ხმას მივაწვდენ ჩემებრ ეულ სულებს....

შორს....
 ველებს ტაშისცემით ნამავს
წყარო ჩამოღვრილი თმებით,
გადაიპეპელა წამმა,
აპერგამენტებულ ფრთებით.
ჟამი დღეთა კარვებს კეცავს,
სამოსს წამდაუწუმ იცვლის,
ბრწყინავს უცისფრესი ზეცა,
უფლის მეტყველ თვალთა სივრცით.
სიო ტოტი ტოტზე უკრავს
ხემებს კენწეროთა რხევით
აწმყო ეგვიმრება წარსულს,-
ყოფის იდუმალი ხევით.
და მეც...ყოველივე განცდილს,
ისევ მისებრ მზერით ვხედავ,
დღემდე ყოფიერი ცა მცრის,
ვუღლობ წუთისოფლის მხედარს.
მაინც სიმარტოვე მახლავს,
ობოლ მოგონების სევდად,
ო, რა შორსაა და მაღლა...
დედა მენატრება...დედა.. 
 
****
გული გამუდმებით მტკივა,
აწმყოს სანთელივით წვიდან,
დილა დაამარცხებს ტიფანს,
ნისლიც დაემცვრევა წვიმას.
ცრემლის ღაპარუპი--- დელგმას,
ვნებაც გაქვავდება ძეგლად...
-აზრს ვერ იმორჩილებს დოგმა,-
იწყებს გამოსავლის ძებნას....
9.01.2012 
 
მარადის...
ეს განცდაც გულის იარად რჩება,
გადაესვენა იმედის მკლავებს,
და შემრჩა ხსოვნა დაკეცილ ფარჩად,
წუთებიც წამის ისრებით მკლავენ..
.აღარ მოველი ზამთრის აპრილებს,
აფრებაახსნილ იალქნად ვიქეც,
შორეულ სვლიდან ვის რა დაგპირდეთ,
ჯერაც უცნობი სიცხადის ქერცლით?!
არ შევჩერდები....
და მაინც შევქმნი,
სხვა გალაქტიკის ახალ სამყაროს,
სადაც სიცოცხლე მარადის შევთქვი,
სულის მზეობის ზე საკართანოდ.
სადაც ბრწყინვალე ზღვად ილივლივებს
საცისარტყელო ტალღა ფერები,
სადაც წამლეკავს ყვავილთა ლავა,
და სივრცე ცისფერ ნულიფერების...
აღარ ვიქნები არასდროს მარტოდ,
ჩემს სულს დავუფენ ქმნილებებს ფერხთით,
ავივარდისფრებ სიყვარულს მანტოდ,
ვიმადლებ მარად... ხელწერად ღმერთის!
9.01.2012


ქართა პოეზია
როგორ ვამეტყველო სული პოეზიად,
გზნება პარნასული ფიქრის პანტომიმით?
მუზა მრევერანსობს პოზით პომპეზურად,
განუცდელი განცდის ეულ ფანტომივით.
გული ამიფეთქა ტრფობის ფეირვერკმა,
ვნება დამიბრუნა ხსოვნის ფაეტონით,
ჩავლილ წლების მიმართ საყვედურიც ვერ თქვა,
და კვლავ იფენიქსა ჩვეულ პათეთიკით.
ისევ  გადავუწევ  სურვილს  კაბრიოლეტს,
მაცთურ  მონატრების  მოვალ  კოცნის  ნაღმით,
მანამ, უშენობის გავთქვამ კაფიობებს,
დაე . ითამაშონ ოცნებებმა  ლახტი....
როცა ცხაურდება ლტოლვა ვარსკვლავების,
რაღას მედავება ბედი პომპეზურად?!
ფიქრი, თუკი მე მგავს ნების გაცხადებით,-
სულიც გადავთარგმნო უნდა პოეზიად......
ვქარობ პოეზიად...
ვსხივობ პოეზიად...
ვსუნთქავ პოეზიად...
ვნაღმობ პოეზიად......
9.01.2012


ჩემს პოეტ მეგობარს- რამაზ ბერაძეს

არ აქვს კუნძული,
არც პორშე აქვს,
არ აქვს იახტა,
ხან არ აქვს ფული,
ხან კი, თავს გრძნობს მეფედ ცხებულად,
ყველა პოეტი ქვეყნად დადის თავისებურად,
უნდა აახელს მესამე თვალს, უნდა შებურავს.
ანდა აზრს აშლის ბუმბულებად,
ფრთებაფრებულად.....
ხან იდარდებს და...ხან ილაღებს დენდისებურად,
ხანაც დათვრება ყოფის ჯიბრზე ამბოხებულად.
ან ბოჰემურად გაატარებს დროს კაფე..კაფე...
ახსოვს პროკაფე, სარდაფიც და პარნასის ლოჟაც,
მაინც ისე რა... ეგუება საწუთრო დრო- ჟამს.
არ აქვს კუნძული,
არც სასახლე,
არც აგარაკი,
მაგრამ მისია ცა....
და ცაზე ყველა ვარსკვლავი......
9.01.2012 
 
 უფსკრულის ცხენებით-
 მომიმირაჟდები...და მეც ვოაზისობ,
მოდის კომეტური წვიმა ვარსკვლავთცვენის,
წამი წამს უთარგმნის გარდასახულ სიზმრებს,
ცხადის სახიერი ხილვის გარდაცვენით.
მზერა გადალახავს თოვლის უდაბნოებს,
ფიქრთა გრადაციულ სივრცის დამონებით,
ტალღა ცთუნებანი ვნებად წრიალებენ,
გულში არეკლილი ყოფით წვრილმანებით.
გადავუფსკრულდები.....ცხებთა გადაჩეხვით,
უფრო ძლიერედება წელთა თქარათქური,
აწმყო გოლგოთდება ჯვარზე გადაცმული,
პირმშოობას ლამობს სიტყვა ჯერ არ თქმული...
მომისახიერდი...
ჩემშიც ამომზევდი,
მლეწავს გრანელური სევდა დემონური,
სულში გრაალებენ სხივთა მიმოზები,
გზნება ორქიდეულ ნათლის ედემივით...
უკვე გვიანია..და მეც ვდაისდები...
ღრუბლის გრაგნილოვან სივრცის პერგამენტით,
მოვალ პოეზიის ცისფერ აისბერგით...
ასაწუთრებული ყოფის ორნამენტით...
2012

გზნებაშემოსილი...---
 გზნება ამეაზმნა ბაბუაწვერებით,
 ციდან , აფრებახსნილ სიოს ველოდები,
მზერა აშრიალებს ფიქრთა კენწეროებს,
 თუმც, კვლავ მარტოობის ტაძრებს ვემონები.
ფრთებაფარვანებული მიხმობს სიყვარული,
 ღამის იდალმური ვნებით ვიმოსები,
ამიდარდიანდა ბედის საყვირები,
ამიალიერდა ნატვრის მიმოზები.
 ღამეს ვეწაფები მთვარის აგუნდებით,
 ბგერად მირეკლავენ ნისლის თაბახები.
 ტალღად მიზიდავენ ხსოვნის ლაგუნები,
 სულის აცისფრებულ ცისკრის აბალღებით.
 ახლაც, ამ სტრიქონებს ახლავს სევდიანი
 გულის მრავალძარღვა ინკუნაბუნები,
 სივრცე სარკმლის მიღმა ნათლით მოსევადდა,
 ვარდთა მაისობის დღეთა დაბრუნებით

***
ჩვენი შერიგება
 ხეზე ჩამომწიფდა მთვარე,
მიწყებს ფოთლებს შორის ცქრიალს,
ვუსმენ ვარსკვლავების ზარებს,
როგორც ზანზალაკთა წკრიალს.
გძინავს...
მხარზე გეკვრი მხარით,
ტალღად გინაპირებ თმებით,
გადნა მოლოდინის ზღვარი,
დღეთა უშენობით თმენის.
თითქოს მიღმიურის დასკვნაც,-
ახდა სიზმრის ნება ცხადად,
ვინც ეს შერიგება სცადა,
სურდა ერთ კუდიან ვარსკვლავს...
2012 წლის 13 10 
 
ტრფობის აჩრდილი
 ტრფობის თონეზე იმედს ვახუხებ,
მომარგალიტდა დილის ჯავარი,
ვერ შეველიე მმესველ მსახურებს.
მაინც უთქმელად დავღეჭე ჯავრი...
გაკერპებული  ბედის  მიჯნებით.
მინათლისმხევლებს გზნება დაფიონს,
კართ მომდგომია ბინდის მიჯნური,
ღამე კაზმულა ლანდი მკაფიო...
ნისლმა განავსა ცის გლამურები.
მიღმიურ ხიბლთა ნატიფ ლაზათით,
სტვენს ასტრალური სალამურები
და მტოვებს მთვარე ,- სულში ნაზარდი...
ბეწვზე ვკიდივარ....მარიონეტულ
დავჩერებივარ როტა აჩრდილებს,
ცისარტყელებით გამონათებულს,
მივყვები ფიქრებს,- ხვედრით აცრილებს...
2012

გზათა თადარიგით
დამრჩა სამოთხეში ყანა გასათოხნი,
ცხადმა დამიმსხვრია სიზმრის სათამაშო,
ხსოვნის ღრუბლებიდან ისე უხვად ბარდნის,
აიქარდაქარეს გული სათარეშოდ...
სურვილს,- ვარდისფურცლა კოცნით ვაკოცონებ,
ბაგემომღიმარი ტრფობის აცისკრებით,
შეეუზუნდარა მზერა ფრესკულ კონცხებს,
ანანათებული სულის აცეკვებით.
ამიჰორტენზიებს ცარგვალს ჰორიზონტი.
გალაქტიკურ გზათა ვარსკვლავთ თადარიგით,
სანამ მხრებზე მადგას ყოფიერი ზოდი,
უფლის მომლოდინე ზეცით დავპურდები.....
 2012
 
ნატვრის ლოტოსი
 კიმანოს კალთა, მარაოს ფრთები,
 და ალუბლების ყვავილთა თოვა,
 შენ გარიჟრაჟის ნისლივით ქრები,
 თუმც, ტუჩზე გრჩება კოცნათა თრთოლვა.
 ეს სარკე საკე, კამკამა ცრემლი,
კვლავ საკურების ფეთქვა განწყობის,
მე ალისფერი სამოსით ვცეკვავ,
 და კვლავ ვკაბუკობ სცენით აწმყოსი
. მისამურაე...
თორემ საცაა, ღამეს დააგზნებს მზერა გეიშის,
გრძნობის მათარა ვნებამ ჩაცალა
და გახსნა ტრფობით სულის კეისი.
 მაიკებანე... შენი ვარ რადგან,
არაბესკული ნატვრის რტო ტოტით,
ცას საამური ნათელი ადგას,
 სხვივს ალივლივებს ნატვრის ლოტოსი.
 2011...
 ეს წელიც გადის...
ისე გამოდის, წლებში..წუთებში..წამებში ვცხოვრობთ,
 აწმყომ დამუხტა ყოფის ანოდი,
ფიქრით მივყვები დრო ჟამის ქოროს.
 თუმცა, წარსულში ბავშვობა მიცდის
, ბებო მთხოვს ძაფის აგებას ნემსში,
 ıყო განცდების ცდა-გამოცდებიც,
 და სატრფიალო შეწირვა ნებსით...
 რიტუალივით მორთვა ნაძვის ხის,
 ხელოვნურ წვიმით, თოვლით და ფიფქით,
ვერც ერთი ნატვრა თავს ვერ დაიხსნის,
 ოცნებაც გაჰკრავს სასურველ ფიტილს.
 გინატრებ შენ.. და ვივსები წლებად,
ვისმენ საათის გადაბმულ წიკწიკს,
ფეირვერკული განწყობა მწვდება
, დროის კალენდარს სიცხადეს ვწიწკნი....

კოქტეილი – „ნატვრა ყინულით“

 რამ აატირა ზეცა ამ დილით?
 დღე რად იფერებს პირბადედ ავდარს?
 ჟამს უმზეობის შეუჩნდა მტილი
და ნისლისფერი დაუშვა ფარდა..
მაინც, გარემო სიცოცხლით ტკბება,
განგებაც ბედის ნებაზე ხუმრობს,
 სარკმლიდან მოჩანს რუხი მთის კეფა,
ჩიტები ბაღში კენკავენ ხურმებს...
 საღამოს ისევ განწყობა ბარის,
 მუსიკა, შენ და ვისკი ყინულით,
 თრობასთან თრობით ვარ ბარიბარში,
თამბაქოს ბოლზეც ვკიდივარ ყუნწინთ.
 აწმყოსაც ვყლურწავ სავისკო გემოდ,
 ვივიწყებ ხვალის ზრუნვას თუ იმედს,
ვალაღებ ყოფის იდუმალ გემბანს,
 ვუფილოსოფე რითმაც არქიმედს...
ესაა ერთი ასხლეტა ფიქრის,
განწყობის დღის და საწუთისოფლოს,
თავს ვერ ვანებებ სიტყვების კირკიტს,
რადგან...როგორც ჩანს, სულითაც ვობლობ.... 
 მუზათა დაღით...
 .სიტყვებს ლექსებად ვანიაგარებთ,
 ასხმარტალებურ სხივური განცდით,
 ბაბუაწვერად დავნიავქარებთ,
ჟამსაც გვირილა კალენდარს ვაცლით.
 ვუსმენთ სიცოცხლის მელიმურ ფშვინვას,
ბინდს ველით ფრთებით ღამურებიანს,
 დასავლეთისკენ მზე ჩადის მშვიდად,
ღრუბლები  წითლად გლამურდებიან...
თუ რამ შევძელით ბედის გახედვნით,
 ყოფა ერთხელ ხომ ავაჭიხვინეთ...
ცას ვიზიარებთ მზერა გახელილს,
 ოცნებით ვივსებთ საწუთროს ჭიქებს.
  სხვა  ცხადის რაინდს მივყვებით ცოლად,
 სადაც გზნებანი ტრფობით არსობენ,
 ვართ დედოფალები....დახეთ სიტყვები,
ჩვენს ირგვლივ როგორ რევერანსობენ?!
 ვრცელ ვარსკვლავეთის სივრცე ვართ სრული,
 გალაქტიკების მე გალაქტიკა,
 სიცოცხლეს გავცემთ ერთ ამოსუნთქვით,
შეუცნობელით არყოფნაც გტკივა..
. ბაბუაწვერად დავნიავქარებთ,
 ჟამსაც გვირილა კალენდარს ვაცლით,
 სიტყვები ლექსად ანიაგარდნენ
ახატოვნებულ საწუთროს ვარცლით....

წლების ქარბუქები
ხილვებს იზიდავენ ტრფობის სამუმები,
გრძნობა აალებულ ამობარბითებით,
გულამოპეპლებურ გადალამუნებით,
ცხადით წაკითხული სიზმრის ბარათებით.
ამოათილისმა ღამემ სარსავანგი-
მთვარე, მონატრების სხივით მოსაწთომი,
სული პირთამდეა გზნებით ავსებული,
აწმყო მოსირმული ხვედრის მოსაწონი..
მრუმე მარტოობის საყდრებს შევეხიზნე,
არსთა სათნოების მადლის მაარმებით,
ყოფით ვიქარბუქე,
გზა იმედებს მიგზნებს,
მირაჟებად ქცეულ წლების ქარავნებით...
 
ციცარა ღამე
თუნდაც შორიდან ხმა უნდა გამცე,
რადგან მძიმეა ეს განსაცდელი,
წუხელ მესიზმრე და ცხადის საცერს
ვერ შევატოვე სიზმრის ნამცეციც..
ასეც იქნება,- განა არ ვიცით?!
ვიცისარტყელებთ ამ ტრფობის ნიშნად,
ხსოვნაში რჩები რაინდულ ფიცით,
მეც ერთგულების ავიგე ნიშა..
თუმც, ისევ  არ ჩანს აღთქმული მთვარე,
ღამე ჩამოჰგავს ვარსკვლთა ციცარს
ჩამოჰკრავს ჟამი წუთების თარებს,
სევდაც ეხლება სვედ გულისფიცარს.
ურთიერთს ველით … ლოდინის რწმენით,
გეზს ვერ შევუცვლით ბეც ბედისწერას,
და მონატრებით გაჟღენთილ წერილს,
სულისთქმად  ვატანთ ბაბუაწვერას…
 -2012

ნისლების დიბა
მივდივართ.. გვერდით მომყვება ძარღლი,
ცხვირს საყნოსელად ბალახზე უსმევს,
მოველი ბედის ახლებურ ძახილს,
და შენით განცდილ არაკებს ვუსმენ.
როდემდე მაინც…თითქოს არ კმარა,
სულის ტყვეობა – ხორცის კიდემდე,
მზერით გავიშლი ლაჟვარდის კარავს,
წუთს  ვისაწუთრებ კიდით კიდემდე..
ო, ეს ლოდინი, სიშორის მახე,
გამოუცნობი ნისლების დიბა,
ცა მთვარეს ღრუბლის საბანში ახვევს
და თარგმნის ღამეს სადენდე დილად.
ნატვრის და ხსოვნის მოვქსოვე  თოკი,
ოცნება  მიწვევს დედიშობილა,
კვლავ მომეფერე თუნდაც შორიდან,
ტრფობის ყანათა კოცნების მომკით.

ყოფის იგავი
ჩაქრა ეს ღამეც, თან გაჰყვა სიზმრებს,
საფერფლეს შერჩა ნამწვი სიგარის,
ალბათ ეს ღამეც თავის თავს იზღვევს,
ოცნებაც ცვდება ყოფის იგავით..
მსურს ისევ მხარზე დაგაყრდნო თავი,
არც დღეს არ ველი და აღარც ღამეს,
არ მოვინატრებ ამოსვლას მთვარის,
არც ჩვენს შეხვედრებს ვამისამართებ.
გაქუსლა წამმა, დრო-პულსის ფეთქვით,
მე და შენ ისევ ცხადს მიღმა ვრჩებით,
აწმყოს ვაფხიზლებთ ხსოვნათა ჩქმეტით,
წლებს ჩამოვაცვით ნისლების ჩვრები.
მე და შენ მუდამ ცხადს მიღმა ვრჩებით...
2012
სასიოსიე
ასეც ვიცოდი… ჰარიჰარალოდ,
ფრიალ ფრიალით გამომეკიდე,
და დავრჩი ობლის კვერის ამარად,
ცბე ცთუნებები მომკითხე კიდე..
ჯერ ქარიც არ ხარ, ნიავის ტოლა,-
ეზო ბაღნარებს ასიოსიებ,
სად იდარბაზებს ხვალ ბედის ტაბლა,
რა ჰანგს მოვტაცებთ სირმების სიმებს.
ვბაბუსწვერობ, მაგიტომც განა,-
ჩემს რაინდს ნატვრის ნაკვერჩხლებს ვუგზნებ,
დრო წამით ცეკვავს ამ განდაგანას,
არსობას უთხზავს სიცოცხლის მუზებს.
მერე, მე ვთარგმნი სიყვარულს ლექსად,
სხივს სტრიქონებად, მზით ვალიცლიცებ,
ცხადს გამოვტაცებ ოცნების ექსტაზს,
ღამეს –ვარსკვლავურ, ხატოვან ციცრებს…
ვჰარიჰარალობ თავნება ფიქრად,
სამყაროს სუნთქვას ვაქარდაქარებ,
დღე უხვად მაწვდის ცხადიერ ფიჭას
და ვატკბარუნებ ყოფიერ ქადებს…
მესაამურე ფრიალა სიოდ,
ლექსშიც განცდებად ისიოსიე,
კვლავ მზით ტრაპეზობს  დღეს ბედის ტაბლა,
ჰანგად ვერწყმები სამყაროს სიმებს  …
2012 
 



ლტოლვის ქარიზმებით
მაინც მენატრები...
სული მოგაწებე,
ლოდინს აუფუვდა გერმის სასთუმალი,
მარტის განწყობასთან ხელი მოვაწერე,
უფერული გზების ხანგრძლივ სამდურავით.
თუმც, ამ განშორების მწავავე ალერგიას
ალბათ გადავიტან ცისფერ მოგონებად,
ისე თავნებაა ტრფობის ელეგია,
მსხვერპლი მოითხოვეს ბედის ბომონებმა...
დროს ვერ დავაბრუნებ, -განა იოლია?!
ფერფლად ჩანავლებულ ვნების ნაცარს ვქექავ,
ფიქრზე თავნებაა ყოფის ირონია,
და ამესაწუთრება წუთისოფლის ქერქად.
ხსოვნა ,- უტიტრებო ააფორიზმებით
მმესველ ხატსაფიცრად უნდა ამოვწერო,
გულაფუებული ლტოლვის ქარიზმებით
ვეღარ გადავფხიკე სიყვარულის წებო...
2012






წყალობის მირქმად...
მხოლოდ არყოფნას გარდავეცვალე,
და ვრჩები უძღებ სიცოცხლის მგზავრად,
თუმც, დრო მაისობს ფოთოლცვენამდე,
გზებს ვუნავარდებ ნიავის მსგავსად...
ცად ვიკოლუმბებ,
- საგალაქტიკო
მზეთა ნაპირებს კვლავ აღმოვაჩენ,
სული სავსეა სტალაქტიდებით,
და უდროობას ხილულ წამს ვახვევ...
ვისახე ცისფერ სამყაროს ფიქრად,
ხსნის ხსოვნად მექცა ყოფის კაბარე,
მოვა წყალობა მარადის მირქმად,-
და უფლის ნათელს გადამაფარებს....
 -2011
 
გაზაფხულის ნოსტალგია
 გაზაფხულს მარტის ტრელობის შერცხვა,
პირბადედ ნისლი  მთებს შესთავაზეს,.
ოცნებას თეთრი სამოსი ეცვა,
იმედის ფატა ებნია თავზე....
და ეს  ქორწილიც  ასე  აღსრულდა...
ქარიც წვეული ჰყავდათ მეჯვარედ,
ნატვრის ჩითილებს სახავდნენ სულთქმად,
და ერთ თავნება გზნებად შეჯვარდნენ.
მე კი,  მაისი მომადგა კარზე,
ავეჟუჟუნე ჟღურტულა წვიმებს,
ოცნება მახლავს მოქარდაქარე,
და მიცდენს ყოფის კვირეულ წირვებს...
აქვე  აფრინდა იმედის ფატაც...
ნალოლიავებ ალად მთენარე,
ცის  აბრეშუმით  საწუთროს ფარდა
შრიალა წამით გაიმთებარებს…...
 2012-





სევდის სამოსით
 ისევ მარტოობის ტყვ ვარ,
სევდის შევუბყრივარ  ჯაჭვებს.
ირგვლივ ეკლიანი ტყეა,
ცხადიც ამუხრუჭებს საჭეს.
ცა ქსოვს მონატრების კაბას,
  მზერას  ვუმორჩილებ იმედს,
სკვერში აყვავილდა კალა,
ვეტრფი საზაფხულო ნიმბებს.
აწმყო წარღვნილია ცრემლით,
დარდმაც მოუხდელად ამცრა,
მიწა სხეულია ჩემი,–
სულის იდალმური მასრა....
2012.
მარილის სიტკბო
ვყნოსავ ძველ ნივთების შორ და ნაცნობ სურნელს,
მიქრის,მინავადობს დროის სწრაფი ჰუნე,
სილაჟვარდის წლებმა ცხადი დააპურს,
ხსოვნით გამთბარია სულის სასათბუნე.
ისევ დათბა, შაშვი ფანჯარასთან უსტვენს,
ეფერება სიო ბაღის რტოთა არილს,
მოლოდინით გავცქრ შვილის ფაფუკ ჩუსტებს,–
უტკბილესი გემო  აქვს ოჯახის მარილს...

შენი ხატებით...
 გამოგიდარებ საგაზაფხულოდ,
ზამთრით მივჩქმალავ სევდიან წიწვებს,
დე, დავემგზავროთ უდაზაფრულოდ
მაღალქაუსლება წვიმების წვივებს...
მიკვირს, ვით უძლებს ყოფას შეზრდილი,
იმ სიყვარულის უმწეო ფესვი,
კვალში ჩამდგარა საწუთრო მეზვრედ,
ცაც გართულია ვარსკვლავთა თესვით.
ახლა რატომღაც ერთურთს ვადარებ
გეთსიმანიის ბაღს და სამოთხეს,
ევად შევეტკბე წარმავალ ვარდებს,
...ყოფიერებით ზეცაც  გამოვრთე...
ვერც ერთი სივრცე აწონის ტკივილს-
განშორებული ტრფობის დილემის,
-შენი ხატება არყოფნის კივილს,
და მასთან შერთვას გამიადვილებს...
-2012

ღამის აისი
უცებ დაღამდა...წვიმს, ელავს კიდეც,
ვუმზერ ზეციურ, ვერცხლისფერ წიწვებს,
აწმყომ დაკეცა წუთების კიბე,
საროიალო განწყობა მიწვევს.
ყოფის ქარივით ,-ვიეთი ვინმე,
დავეძებ ამო აპრილის სურნელს,
რადგან შორით ხარ სიშორეს ვითმენ,
ნედლ ფიქრებს ვლამბავ შენსკენ მოსურნეთ...
ვაფორიაქებ ბედის კლავიშებს,
კვლავ მელიმური ჰანგებით ვტკბები,
სწრაფვა,- ოცნების ზღვარს მიღმა მიშვებს,
ამიმეტყველდნენ ქოროდ სიტყვები...
რომ საალერსოდ მომნაბავს ღამე,
ცას ვერვხლისფერი სცვივა სიზმრები,
ელავს, და არე თვალს ახამხამებს,
მნე იმედი აქვს ამოცისკრების.
ისე მიზიდავ, როგორც ზღვა -მთვარეს,
გრძნეულ არსობის მიქცევ.- მოქცევით,
თუკი ეს მიჯნაც მოვიმთაბარეთ,-
დროს კვლავ სიცხადით ავეკოცნებით...
-2012

გზნებად ოცნების
თუ სიზმარივით ავცდი განგებას,
სად ვიზეიმებ ახალ დღეობას?
რა მისახსოვრეს ნატვრის ქარებმა,
-ვერ ამაცილეს ტრფობის ტყვეობას..
ეს განსაცდელი თუ გადავლახეთ,
გაისად ამ დროს შევხვდებით ისევ,
აწმყო აბასრებს განგების ლახვარს,
გრძეულ განცდათა სახვით ისრებით..
მომერაინდე... გზნებად ოცნების,
ბაბუაწვერა სიზმრებში გელი,
დღის სამოსელში წარსული ცვდება,
და გვათოვს ხსოვნა,- ტკბილ-გულსატკენი..
2012 
 
ჩემს ვარსკვლავს
(სირიუსს)
სადაც კი მე ვარ, თავზე დამნათი,
გქვია ვარსკვლავი მწუხრის და ცისკრის,
და მიციკროვნებ სივრცის მინარეთს,
მარადისობის წრებრუნვის ციკლით.
მიშეჰრეზადე....რომ არ დავნებდე,
განგების მკაცრ და შეუვალ სულთანს,
დე, ვერიჟრაჟო ყოფიერ ვნებებს,
და კვლავ წამოვცდე სამყაროს სუნთქვად.
ალბათ, კვლავ ელი ქალღმერთ ინანას,
ან თავად ეგებ ინანად იქეც,
რომ ეზიარო დილის მინანქარს,
წარმართულ წირვის ღამეულ მირქმებს.
რომ მიმზიანებ ამ შუაღამეს,
შორ არყოფნაშიც მსდევ ცხადის მაცნედ,
და მიჟღერადებ საწუთროს გამებს,
სანამ ჟამი მეც ვარსკვლავად მაქცევს.
მზიან ღამისთვის ინთე და მენთე,
შუაღამის მზის მეკვლედ და მაცნედ,
დე, ვეაისოთ სინათლის ეთერს,
უფალს სიტყვებად მარად რომ დავცდეთ.
2011

მამას 
 ვარდებს   იკოკრებენ   ეკლის  კალათები,
ხომლი  დიადემობს  ვარსკვლავთ  საფირებით,
რაღას  შემაშინებს  ხვედრი ანათემით,
შორით  აბავშვებულ  სიოდ  გეფერები...
მამა,   დრო გადის და ...ბედს კვლავ ვეურჩები,
წელთა  შემოდგომის  ვთვალე   წიწილებიც,
წარსულს,  მოგონებით  პულსი  შეუჩერდა,
სულის  აღდგომამდე ,-  მიწას ვეწირები.
ლექსში  აღვიკვეცე  გზნება  მარადისად,
მზიდან   არეკლილი  სულის  ააფრებით,
ღამე,-   სააღდგომო  სხივით გავარდისფრდა,-
სიტყვამ   გააცოცხლა   ჩვენი  წინაპრებიც.
2011 
 
წლების  ქარბუქები 
 ხილვებს  იზიდავენ  ტრფობის  სამუმები,
გრძნობა  აალებულ  ამობარბითებით,
გულამოპეპლებურ  გადალამუნებით,
ცხადით   წაკითხული სიზმრის ბარათებით.
ამოათილისმა ღამემ სარსავანგი-
მთვარე,  მონატრების სხივით მოსაწთომი,
სული პირთამდეა გზნებით ავსებული,
აწმყომოსირმული  ხვედრის მოსაწონი..
მრუმე  მარტოობის საყდრებს  შევეხიზნე,
არსთა სათნოების მადლის მაარმებით,
ყოფით ვიქარბუქე,
                       გზა იმედებს მიგზნებს,
მირაჟებად  ქცეულ   წლების  ქარავნებით...
2012 
 
ლტოლვის   ქარიზმებით 
 
მაინც მენატრები...
                სული მოგაწებე,
ლოდინს  აუფუვდა  გერმის  სასთუმალი,
მარტის განწყობასთან  ხელი  მოვაწერე,
უფერული  გზების  ხანგრძლივ სამდურავით.
თუმც, ამ  განშორების  მწავავე  ალერგიას
ალბათ  გადავიტან ცისფერ  მოგონებად,
ისე   თავნებაა  ტრფობის   ელეგია,
მსხვერპლი მოითხოვეს   ბედის  ბომონებმა...
დროს  ვერ დავაბრუნებ,   -განა იოლია?!
ფერფლად  ჩანავლებულ  ვნების  ნაცარს ვქექავ,
ფიქრზე  თავნებაა  ყოფის ირონია,
და  ამესაწუთრება  წუთისოფლის  ქერქად.
ხსოვნა ,-  უტიტრებო  ააფორიზმებით
მმესველ ხატსაფიცრად  უნდა ამოვწერო,
გულაფუებული  ლტოლვის  ქარიზმებით
ვეღარ  გადავფხიკე  სიყვარულის  წებო...
2012

წყალობის  მირქმად... 
 მხოლოდ  არყოფნას  გარდავეცვალე,
და  ვრჩები  უძღებ  სიცოცხლის  მგზავრად,
თუმც, დრო მაისობს  ფოთოლცვენამდე,
გზებს  ვუნავარდებ  ნიავის მსგავსად...
ცად  ვიკოლუმბებ, - საგალაქტიკო
მზეთა  ნაპირებს კვლავ  აღმოვაჩენ,
სული  სავსეა სტალაქტიდებით,
და  უდროობას  ხილულ  წამს  ვახვევ...
ვისახე  ცისფერ  სამყაროს  ფიქრად,
ხსნის   ხსოვნად   მექცა  ყოფის  კაბარე,
მოვა  წყალობა    მარადის   მირქმად,-
და  უფლის  ნათელს  გადამაფარებს....
2011 
 
სინანულისანი
ღმერთო, შენ უნდა გაიზარდო ჩემში, მე კი უნდა დავპატარავდე. ჩემი სურვილები უნდა დაცხრეს,ლტოლვა დამშვიდდეს, აზრები დაიწმინდოს,რათა ჩემი აზროვნების ბილიკები გასწორდეს, რომ შენ მოგისწორო გზა უფალო, სინათლის ბრწყინვალებითა და სისავსით რომ შემოხვიდე ჩემს გულში,შენი ჭეშმარიტების სიცხადით. შენა ხარ ჩემი სხეულისა და სულის ტაძრის მესაყდრე. შენ ჩამიყარე საძირკველი სამყაროს შესაქმისთანავე და გთხოვ, სულის ძლიერებითა და სიწმინდის ძალისხმევით დამაგზნე და აღმაშენებინე იგი. გუმბათად უსასრულობის ზეცა დამიდგინე და შენი სავანის სილაჟვარდე. წუთისოფელი ყოველწამს ანგრევს ჩემს სხეულს და ჩემს უმწეო სულს შეეწიე ღმერთო. მამყოფე მარად მე შენს თავისუფლებასა და აღდგომაში., რადგან მეც შენი ერთ ერთი ამოთქმული სიტყვა ვარ და პირნათელობა შემინარჩუნე უფალო.
სიცოცხლეს ვინანიებ ღმერთო... რადგან, სურვილები მწერებივით თავს მეხვევიან, ჩემს აზრებს კბენენ, ჩემი ლტოლვა ზღვისებრ ბობოქრობს, ჩემს სხეულს ხორციელი ტკბობა სწადია და ყოფიერების საცთუნებლები. მომიტევე უფალო ადამიანობა. რადგან შენ თავად უწყი რაა ადამიანში და მეც მიცნობ. მეც ვიცნობ ჩემს თავს და მრცხვენია ვინც ვარ...მსურს რომ შენთვის ვიყო სათნო, მსურს აღვემატებუდე ჩემსავე თავს, რომ შენთვის გავხდე ღირსეული, რადგან მე შენს მადლსა და სიყვარულში ვარსებობ. მე კი უძლური და უსუსური ვარ...რომ ყოფიერება მჯაბნის. გმადლობთ უფალო ამ წარმავლობაშიაც კი, თავისუფალი არჩევანის ნება რომ მომეცი, გმადლობთ ტკივილებით რომ მატარე და ყოფიერების არსი შემაცნობინე. გმადლობთ ცნობიერებისთვის და ნდობისთვის რომ შენთან ერთად ბოროტებასა და სიკვდილსაც დავამარცხებ. შენ უწყი უფალო სინანულის ცრემლების სიწმინდე და მარტოობის სისასტიკე. რადგან სიცოცხლე გაცილებით საშიშია ვიდრე სიკვდილი .აქ სადაც ბოროტება და მზაკვრობაა ჩასაფრებული, სადაც სხეული საკანია, სული კი დატყვევებული, განსაცდელებისა და ტკივილების საუფლოში. აქ სადაც შენ არ ჩანხარ უფალო, სადაც სინათლე სიბნელეა ,ხოლო სიბნელე სინათლე. და მაინც, მინდა რომ დარჩეს ჩემი არსებობის სიტყვა შენში. შენს გულშია ჩემი მარადიული ბინა და სამოთხეც. კეთილი ნაყოფიერებით დააგვირგვინე უფალო ჩემი არსებობა, რადგან შენი დათესილი მარცვალი ვარ, შენი ჭეშმარიტების ცოცხალი წყალი მასხურე და ღვთისნიერება შემინარჩუნე უკუნისამდე.. ნუ წამშლი შენი ჭეშმარიტებიდან უფალო.... შემოდი ჩემს სულში, სიკეთე გადმომღვრევინე გულიდან, პეშვი ამივსე თანადგომისა და თანაგრძნობის მადლით, კეთილმსახურად დამაყენე . მიწიერებაშიც და ზეცაშიც., რომ ვიყო, საღი, სარგო ნაყოფი ადამიანებისთვის და შენთვის. შემაძლებინე უფალო წარმავლობაში ცოცხალს , სულიერებაშიც დაბადება, შემაძლებინე ხელახლა შობა.სულიწმინდის მადლით რადგან ჩემს სულს შენი მარადიული სინათლე სწყურია და მამყოფე ღმერთო შენი სინათლის სიცხადეში.,შენი სიტყვის გულზიარებით მაპირნათელე ..რომ მხოლოდ შენ იყო ჩემში, აღდგომითა და სინათლის სისავსით, სიყვარულითა და მადლით დაპურებაში, შენი თავისუფლებისა და უკვდავებაში მარადის.
*ღიღინო ცახურს
ერთხელაც ალბათ ისე გავაფრენ…..
-ფრთების ამოსხმა მომეჩვენება,
სივრცე მინისლავს აფრიან ელფებს,
მერნად აწყვეტილ დროთა ჭენებას…
მონატრებული მიმიხმობს ზეცა,
ისე ვით მიჯნურს,-რჩეული სატრფო,
მარაო ხსოვნას,- წარსულში ვკეცავ,
ცხადის კარიბჭეც განვლიე მარტომ…
არყოფნასავით სიცოცხლეს ვითმენ,
ირაო გზნებით რაც რამ მთენია,
ბგერებს სიტყვების შევასხი ფრთები,-
აზრთა რეფრენი -ჩემი ფრთებია.                 
     უშენოდ…

ასე, არც ერთ ქარს ავუწეწივარ,
განცდა,-დაკვნეტილ ფრჩხილივით მტკივა,
დამწბარი ღამის სითეთრით ვწუხვარ,
და ფიქრით ვტკეპნი წუთების მტკაველს.
ცისკენ დავძარი სევდის ყინული,
ნაინახირობს ხვედრი გზა-სავალს,
დღე კვლავ მახსენებს თავის თავს ყინჩად,
ხიბლთმაცქერალი ვეღარსად წავალ.
ცხადს,- სიზმარივით შევეგვიმრები,
დღეც  წუთისოფლის კოქტეილს ვყლუპავს,
გულს აუგორდა  დარდის გირები,-
უშენოდ აზრი დაკარგა ყოფამ.



ევასებრ ურჩი


ამ ქვესკნელისთვის მტრად გამიმეტე?!,-
ცად, სხვა ადგილი ნუთუ არ გქონდა?!
ნუ დამადუმებ აწ უკვე მეტყველს,
მანამ დავკრეფდე ვარსკვლავთა კონას.
ავად შემართულ დროის ჩახმახით,
ჭანგა ცხოვრების ჭანჭრობიც ვსხიპე,
სამყარო უნდა ამოვთქვა  სახვით,
ფეხიც რომ დამცდეს ცთუნების სიპზე.
შემომჩვარვია სხეული ფლასად,
არც სილამაზე არ მივის ჩირად,
თუკი ავწონი,- სიკვდილის ფასად,
სიცოცხლე ყველა ტკივილად ღირდა.
მაინც ამ ქვესკნელს მსურს გადავურჩე,
მიწიდან ზეცად გავცვალო ბინა,
გავისამოთხებ ,----ევასებრ ურჩი,-
იმედი ხმილვად ამობიბინდა…


დევის ქალივით


ისე ვექადნი ვაჟასა,
თავი არ გამაბერტყინოს,
ჭიად შემიჩნდა ლაჟვარდსა,
გული ჭმუნვით რო მეტკინოს.
ვაი, ისეთ დღეს დავაყრი,
თვლებ ელეთები ცვიოდეს,
ბედიც შესტვენდეს ავყია.
სიქაც ნაბუნდღად ეწოდეს.
ასე ზარტეხილ-ნაგვემი-
ჩემს აჩრდილს დაახარხალებს,
ეს რა ვაშლი აქვს ნაგემი,
დევის ქალივით ვხარხარებ…


სხვისი ცოლი

შემოდგომამაც გამოიმარტა,
ზვინებს მოაპნევს ყოილთ ნაფიფქებს,
ალბათ, თავისთვის ქორწილს თუ მართავს,
ზამთრის ძაგძაგი ვის არ აფიქრებს?!
ქარმაც შემოსცხო დიმპიტაური,
ფოთოლთ მაყარნიც შემოფათხუნდნენ,
მე არ მომადგა კარს ბედაური?!-
-ეს სხვისი ცოლი, არ გამათხუეს???


არასდროს…

მორჩა….
არასდროს გნახავ ამჯერად,,
სიზმარ შორიდან თოთქოსდა ვერ გცნობ,
გულის საათი რამ გააჩერა,-
სული ზეფრენულ იერით მერცხლობს.
ფიქრით შევმინე ზეცის თალარი,
ნატვრის ახდენის ვარსკვლავიც ვწყვიტე,
ისევ მეკვესა სხივი თამამი,-
ვნების მორევსაც მზერა ვერ იტევს.,
ამ დილანთებით დაფლეთილ ღამეს,-
მტრედულ ალერსით  ვანცვიფრებთ ყოფას,
არასდროს არ თქვა აღარასოდეს,-
რასაც არ ველით, ბედს ყურით  მოჰყავს.



მალვინას  პა დე დე 

ძვირფასო,ცხოვრებაც  იცირკებს სალხინოდ
აწმყო ხან იცინის და ხანაც ასპიტობს,
პირბადულ ნიღბებით მიწვევენ  სახმილვოდ,-
ჯამბაზურ გასტოლებს კვლავ მართავს შაპიტო.
  ეშვება ფარდა და იფეთქებს სიბნელე
არენა ანაყრებს აჩრდილთა რარიტებს .
 ყოფიერ ძაფებზე ყუნწებად ებნევა 
გაბაწრულ ნებებით  მარიონეტები.
წამს წამი ადნობს და ვქიმერობ  იმედით
ვჯერდები  ყოფითი სიცრუის ვალსებით ,
 სნობ  ლილიპუტების  გარდეს არ ვნებდები..
 პიეროს   ვპიარობ , -  მე  უმალვინესი.
                და... ჩნდება   თოჯინა ოცნების  არსებით.
   ალე  აპ ,  პა დე დე..   ცისფერი ბოლერო,
საწუთრო  თავბრუს მხვევს  მრე  რევერანსებით..
 სიცხადეს    ტაშს უკრავს  არყოფნის ვუალა..-------
                                        
                           ვუალა........

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი